ესეც ივლისი, ესეც 2008 წლის პირველი და უკანასკნელი ზაფხული (რა ლოგიკურია!) და ალბათ ჩემი ბოლო ბლოგიც ამ დროისათვის. მე მივდივარ :) მივდივარ, ახლა ილიასავით ყვარლის მთებს არ დავემშვიდობები, რადგან კიდევ უფრო ლამაზ, თიანეთის მთებს მივესალმები და ვიმედოვნებ, რომ ეს ზაფხული კიდევ უფრო ბევრისმომცემი იქნება ჩემთვის, ვიდრე გასული ზაფხულები იყო.
ველოსიპედი და ქარის საწინააღმდეგო რბოლა, ცურვა მთის გიჟურ მდინარეში, მთებთან საუბარი და ვერხვების შრიალში ძილი, ჩემი ბაყაყები სახლის გვერდით გუბეში... ძალიან თბილი ხალხი, ბევრი სიცილი, ხინკალი, ჟიპიტაური და ცისფერი ცა, მხოლოდ იქ რომ არის და მხოლოდ ზაფხულში :)
თეა - მომენატრები ძალიან და ვიმედოვნებ, რომ ამას წაიკითხავ... ძალიან მომენატრები... you will learn, you know what :)
დინა - ჩემო ბრძენო მეგობარო, что не случается, это к лучшему и это лето лучше прошлого, потому что мы подружились!
უბრალოდ, ამ წუთს მხოლოდ ამ ორ ადამიანთან მომინდა დამშვიდობება და სიყვარულის ახსნა...
მერე მოვა შემოდგომა, ახალი კურსი, ახალი ლექციები და ახალი ჟურნალისტური შემოქმედება... უჰ, მანამდე მირჩევნია ზაფხულზე ვიფიქრო მხოლოდ და ჩემს დასვენებაზე მთაში...
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago


