Sunday, November 30, 2008

რამდენი პროცენტით გრძნობთ თავს ქალად? I ain't kiddin'



დღეს ერთ საინტერესო ტრენინგზე ვიყავი... მერე რა, რომ ის არ მოვიდა, ვისაც ველოდით, სამაგიეროდ, შეკითხვები იყო ერთობ დამაფიქრებელი... რამდენი პროცენტით გრძნობთ თავს ქალად/მამაკაცად... აქამდე 100%-ით მეგონა, მაგრამ ახლა უკვე ვეჭვობ... :lol:

ასეა თუ ისე, მაინც კარგია ტრენინგები, შეიძლება ბევრი ვერაფერი ისწავლო და საკუთარი თავის შეგრცხვეს, რომ ნამეტანი გულახდილი ხარ და უმჯობესია, ცოტა წაითვალთმაქცო, მაგრამ რა ვქნა, რომ არ გამომდის. 100%-ით ვგრძნობ თავს ქალად და მადლობელი ვარ ყოვლისშემძლის, რომ ქალად გამაჩინა, თავისი ჩანაფიქრისამებრ. გენდერის თემის ტრენინგზე ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ასე პასიურად - never, მე უფრო რელიგიურ პასუხებს ველოდი, სადაც მათქმევინებდნენ, როგორი მადლობელი ვარ იმისათვის, როგორიც ვარ... მაგრამ nein, სურათები გადაგვიღეს, ფურცლები და კალმები დაგვირიგეს, ამერიკული სტილისამებრ, გლობალ-ინდუსტრიის წყალიც დავლიეთ (კოკა-კოლა, სპრაიტის სახით)... once more I wished I were the catcher in the rye...

დღევანდელი დღის ყველაზე ნათელი წერტილი იყო რაბინის საყვარელი ცოლის, ცეპორას ლექცია... overwhelming, inspiring, lovely... შმა ისრაელ!!!

მერე ფოტოსესია ავტობუსში :D
ცხოვრება მაინც კარგია, არა? ყველაფრისგან შეიძლება რაღაცის სწავლა ან პირიქით... და კარგია ეს ცხოვრება რა, ამის თქმას ვცდილობ, მერე რა, რომ ყველა სურვილი და ოცნება არ სრულდება... მაინც ვხედავ მზეს ყველაფერში :)
LET THE SUNSHINE IN!!! :)

listening to Sade's 'By Your Side'

Thursday, November 27, 2008

Roadways

by John Masefield

One road leads to London,
One road runs to Wales,
My road leads me seawards
To the white dipping sails.
One road leads to the river
As it goes singing slow,
My road leads to shipping
Where the bronzed sailors go.
My road calls me, lures me
West, east, south and north
Most roads lead men homewards,
My road leads me forth.

Wednesday, November 26, 2008

ჩემი ნორმა ჯინი


მერილინ მონროზე სტატიის გაშანშალებას არ ვაპირებ, უბრალოდ დღეს ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და ვფიქრობდი: ღმერთო, რატომ აცვია ყველა თბილისელ (ეს საკამათოა) გოგოს ლაკის "ტუფლები" & უჭირავს ლაკის ჩანთა? მერე მერილინი გამახსენდა თავისი ფართოდ გახელილი თვალებით და ბრილიანტებით... 60-იანები, უკვე შეშუპებული ნაკვთები რომ ჰქონდა და შვილზე ოცნებობდა. როგორ მიყვარს ეს ლამაზი და გიჟი pin up გოგო, მსოფლიო რომ შეანჯღრია და ბოღმიანებს დაანახა, მსოფლიოს სილამაზე გადაარჩენს და არა ბოდვები ინტელექტსა და მეტყველ თვალებზე. ლამაზი ქალები მახინჯებს სძულთ. ამაზე გამახსენდა ერთი TV-სიუჟეტი, "ვიაგრა" იყო ჩამოსული თბილისში და ცხელი ზაფხულის დღეს კონცერტი ჩაატარა. ჟურნალისტმა ერთ გოგოს ჰკითხა, რას იტყვითო, მან კიდევ უპასუხა: ნუ, რა ვიცი (გაწელა თბილისურად [ესეც საკამათოა]) დიდი არაფერი ქალები არიანო... ბოღმიანი იყო, ულვაშა და მოკლეფეხება, აბა რას იტყოდა!
I wanna be loved by you! We all do! :)
RIP!

Sunday, November 23, 2008

Sunday dreams




Buenos Dias!!!
I dream that I drink mate with Che Guevara and talk about Nietzsche.
I dream I fly to Argentina and watch the sunset in Rosario...
I dream I am a girl with black black hair and a red rose in it dancing tango and bleeding from the heartbreak... watching too much Almodovar movies...
I dream that I have a big heart and I can love the whole wide world...
I dream that I am dashing the way Che did at his early 20's with Alberto Granado... so am I at my early 20's and where am I dashing???
I dream it is Sunday and I can see the Rio De La Plata from my window...
I dream so much :)
It is Sunday!
Hasta Siempre! ;)

Friday, November 14, 2008

ბოდიშის მაგიერ

















გუშინ გლდანი-ნაძალადევის საქალაქო სასამართლოში ვიყავი. პროცესი არ ყოფილა, იქ შესახლებულ ცხინვალის რაიონიდან დევნილ ადამიანებს შევხვდი, რომლებსაც, არ ვიცი, ლტოლვილები ვუწოდო თუ დევნილები... რადგანაც ისინი არავის გამოუდევნია, ხელისუფლებამ თავიც არ შეიწუხა, რომ ისინი საშიში ზონიდან გამოეყვანა და ვიღაც კეთილმა მღვდელმა გამოაცილა ისინი თბილისამდე.

აქ, თბილისში, ისინი სასამართლოს ცივ შენობაში ცხოვრობენ, ნაწყალობევ ავეჯსა და სამოსს იყენებენ, დღეში 100 გრამ პურს ელოდებიან... და კიდევ თავის სახლებში დაბრუნებას.

მე მხოლოდ ფოტოები უნდა გადამეღო მათთვის და მათი საცხოვრებელი ადგილისათვის, მაგრამ როდესაც თავის ოთახებში (სასამართლოს ანუ) შემიშვეს და თავიანთი ცხოვრების შესახებ მიამბეს, მივხვდი, რომ მხოლოდ ფოტოების გადაღება საკმარისი არ იქნებოდა და მათთვის სხვა რამეც უნდა მეთქვა; ოღონდ, არ ვიცოდი, რა... სამინისტროს წარმომადგენელმა მათ ასე უთხრა: მადლობა თქვით, სოფლელებს ქალაქი რომ განახეთო.

ჩვენ კი ისევ გარეთ ვიყურებით და დამნაშავეს ვეძებთ, როგორც სერგეი შამბამ თქვა, ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში". გვგონია, რომ ზეზვა და მზია გვიშველიან, დიადი წარსული და კიდევ უფრო დიდი ყანწით სადღეგრძელოების სმა; არადა ძალიან ღრმად გვძინავს...

Tuesday, November 11, 2008

პარადოქსების ქვეყანა და ფილოსოფიური ყოფა-ცხოვრება











ერთხელ ჩემს ისრაელელ მეგობარს ვუთხარი, საქართველო პარადოქსების ქვეყანაა-მეთქი და არ დამიჯერა... თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მომწერა, მართალი ყოფილხარო...

ასეთ საგანს ვსწავლობ უნი-ში, "კონფლიქტების გაშუქება მედიაში" ჰქვია და ძალიან საინტერესო საგანია; ლექტორიც გონებაგახსნილი და მეგობრულია, სწორედ მან დაგვავალა გადაგვეღო ფოტოები თემაზე "თბილისი ომის შემდეგ". დღეს, როგორც იქნა, მოვახერხე ფოტოების გადასაღებად გარეთ გასვლა... მაგრამ ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან ჩემს სურდოსგან დაკარგულ კონცენტრაციას და ორიენტაციას (don't get it wrong) ისიც დაემატა, რომ არ ვიცოდი, რა გადამეღო : მაგრამ ხომ იცით, სადაც არ ელოდები, სწორედ იქ დაგხვდება ის, რაც გაგახარებს; თუმცა ნამდვილად არ არის სასიხარულო ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის დარაჯის ოთახში გაკრული საქართველოს დროშა აღმოვაჩინე წარწერით: STOP RUSSIA! და რომ გადავიღე, დაცვის ერთერთმა პერსონამ შენობით შემომძახა: ჰმ, იღებ, არა? მეც სტუდენტური თავაზიანობით ვუპასუხე: დიახ, ვიღებ-მეთქი. [ამ ბოლო დროს ჩხუბს და გაბრაზებას ვერიდები, თან სურდომ ხმაც დამიკარგა...] მერე მიწისქვეშა გადასასვლელში დავინახე უცნაური პრინტი-ლოზუნგი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს: FREE DRUGS! FREE MIND! FREE SEX! მოკლედ ყველაფერი რომ უფასოდ უნდათ თუ ლეგალიზებას გულისხმობდნენ, ვერ მივხვდი, უბრალოდ, ძალიან საინტერესო მასალად მომეჩვენა; ოღონდ მე ის უკანასკნელი მოთხოვნა აქამდეც ლეგალიზებული მეგონა :P

ისე დღეს მხოლოდ ფილოსოფიური შინაარსის ფოტოებს არ ვიღებდი, კინოდოკუმენტალისტიკაში სასწაული კოლოკვიუმი დავწერე და სასწაულს რომ ვამბობ, ვგულისხმობ კიდეც : "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" იყო მოცემული სამი სათაურიდან ერთერთი და მეც სწორედ ამაზე დავწერე ბითურული სცენარი, როგორც ჩემი ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა და თანაც როგორი ბითურული, boy, was it phoney!

ასევე გავიგე, რომ ქართველებს ბარაკ ობამას დიდი იმედი აქვთ (!). სულ სხვის იმედზე ყოფნით როგორ არ იღლებიან, მიკვირს... და კიდევ ასეთი მოსაზრებაც მოისმინა ჩემმა სასმენელმა, რომ ომის დროს შეიძლება სიმართლის დამალვა და თუნდაც მცირე სიცრუე მისაღებია, რათა ხელისუფლებას არაფერი დაემუქროს... და საზოგადოებას რა ემუქრება, ამაზე არავინ ფიქრობს. პარადოქსების ქვეყანაა, მოდი და ნუ იტყვი :(