გამომიგზავნა დიდი ხნის წინ შეპირებული ი-მეილი და მაცნობა, რომ ბლოგინგის სიკვდილის არ სჯერა.
არაფორმალურად ბლოგინგის მეორე თაობად მოვიაზრები., შენც, კუდაც, მიაც, ნასტასიაც. პირველი თაობაა გიგას დღიური,
დოდკა, სვითი, ლილიანი, ნატოშა და ა.შ. მესამეში უკვე 2008-2009-2010 წელს და ა.შ. წელს დარეგისტრირებული ბლოგები და ბლოგერები გადიან. მახსოვს, პირადად ვურჩიე ბლოგის დაარსება ჰექსეს და გაბოს. ჰექსეს ფორუმიდან ვიცნობ და დღემდე ვურთიერთობთ (დიდება facebook-ს!) და გოჩა კი ჩემი მეგობარია "გოეთე-თბილისი"-ს გერმანულის კურსებიდან. ორივეს ვესაუბრებოდი ჭეშმარიტ ბლოგინგზე :D
დღევანდელ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს ჩემი პოსტები და ეს მე ძალიან მიხარია. თავში არ მაქვს ავარდნილი, რა თქმა უნდა. უბრალოდ მსიამოვნებს იმის გააზრება, რომ წერა ვისწავლე. და პლუს, არა მხოლოდ ვისწავლე, არამედ დავხვეწე კიდევაც. თქვენც შეამჩნევთ რამხელა სხვაობაა ჩემს 2008-2009-2010 წლის პოსტებსა და დღევანდელ პოსტებს შორის. ან ეს სამი წერტილი რა უბედურება იყო ყოველი სტრიქონის ბოლოს, ღმერთო ჩემო :D ან ეს იდიოტური აზრები რატომ მომდიოდა თავში :D დავრწმუნდი რა ბევრი პოსტის უაზრობაში, რამდენიმე თვის წინ 10-ზე მეტი წავშალე. მოგვიანებით კიდევ ვიზამ იგივეს, თუ არ დამეზარა.
რომ არა Facebook, ქართული ბლოგინგი უფრო აქტიური იქნებოდა. ზოგჯერ რაღაცის დაწერა რომ მინდება, ეგრევე ფბ-ზე ვწერ სტატუსად. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უფრო ნაკლები ვასტატუსო ფბ-ზე და უფრო მეტი პოსტი ვწერო ბლოგზე, მაგრამ ზოგჯერ ლაკონიურად (და არა ლაკონურად :D ) მინდა აზრის გამოხატვა და 1 აბზაცისთვის "მერიდება" ბლოგის შეწუხება. ხან იქვე კომენტარებში, ხან კი - პმ-ში მწერენ რა კარგი სტატუსები გაქვს და რა კარგად წერო. მეღიმება ამ ყველაფერზე :D :D
ამასწინათ ბლოგი top.ge-ზე personal pages-ის კატეგორიაში (ანუ ბლოგების კატეგორიაში) პირველ ადგილზე ავარდა და რამდენიმე დღე ბრძანდებოდა "ტოპებში". თან მეცინებოდა, თან მერიდებოდა, თან მიხაროდა :D
თავიდან blogger-ზე ვიყავი, მაგრამ 2012 წელს გადავედი wordpress-ზე და ძალიან კარგი ვქენი. wp-ზე ყველაფერი მარტივია და კანონზომიერი :D k84u-ზე ხშირად მეკითხებიან, რა არისო. ზოგს 84 წლიანი ვგონივარ :D რეალურად კი უბრალოდ ინგლისურად უნდა წაიკითხოთ Kate for you :) ამაზე მეტად ორიგინალური არ ვყოფილვარ, სამწუხაროდ :( :D მინდა რამე სხვა მოვიფიქრო, მაგრამ თავში არაფერი მომდის.
ბლოგის გარდა ტვიტერზეც ვარ, გუგლ+ზეც, პინტერესტზეც, და ა.შ. ასე რომ, თუ სადმე ნახეთ username: K84u, გეცოდინებათ ვინცაა.
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
ჩემთვის-მეთქი რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. ჩემთვის რომ ვწერდე, მაშინ ვიკითხავდი კიდევაც ჩემს პოსტებს. ამ უკანასკნელს კი არასოდეს ვაკეთებ. გამოქვეყნებამდე ვაკეთებ ამას, აქაოდა გრამატიკული, ფაქტობრივი, სტილისტური შეცდომა ხომ არ გამეპარა სადმე და ეგაა. ვაქვეყნებ და მორჩა. ასე რომ, პასუხი კითხვაზე - ვისთვის?, პასუხია: არავისთვის. ხოლო პასუხი კითხვაზე - რისთვის ვწერ?, არის: წერისთვის. ვწერ წერისთვის. ჩემი ბლოგი უკვე ჩემი ნაწილია. ერთხელ შეყვარებულმა მკითხა, რატომ წერო. ვიწყინე. ვერ ვიტან ამ შეკითხვას. მინდოდა მეკითხა - შენ რატომ უყურებ ფეხბურთს, მაგრამ დავანებე თავი :D (არადა, ფეხბურთი მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა) ეს იყო 2009 წელს. აი 2015 წელსაც რომ იგივე კითხვას მისვამენ, აღარც ვბრაზდები :D უბრალოდ ვხვდები, რომ ის ადამიანი არც ჩემიანია და არც საჩემო.
ვიპოვე ჩემი ნიშა და ვწერ და ვწერ და ვწერ. უფრო სწორედ, ნიშები. ესაა კინემატოგრაფია, მოგზაურობა, მუსიკა, მოდა. movies to be seen სერიებიც მაქვს ხოლმე და ხალხს ფილმებს ვურჩევ ხოლმე. ისე, რამდენი ხანია მე-8 ნაწილი არ დამიდია. დავდებ, I promise. ბოლო პერიოდში ფილმების რეცენზიების წერას უფრო მივეძალე და ალბათ მაგიტომ მოხდა ეს ამბავი. აი რეცენზიებიც აგერ მიდევს ოხრად :D
2012 და 2014 წლებში საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავი. 2012 წელს წმინდა წყლის "ნუბი". ჩემი პირველი დასწრება იყო და კარგად ვერ გავერკვიე ყველაფერში, უკეთესად შემეძლო. თუმცა, ფილმებზე, რა თქმა უნდა, ვწერე და მესამე ადგილზე გავედი. აი 2014 წელს კი სრული მობილიზაციით გავემგზავრე და ყველაფერში კარგად გათვითცნობიერებულმა უფრო კარგი პოსტები დავწერე. შედეგიც გავაუმჯობესე: მე-2 ადგილი და ძალიან სასიამოვნო პრიზები :)
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია?
- ჩემი საყვარელი ადგილები საქართველოში:
- ძალიან მიყვარს ქალაქი, რომელიც ჩემი მშობელი ქალაქია: ზუგდიდი. იქ ყველა ჩემი მეზობელი ჩემია, ვარ მათ ხელებში დაბადებული, გაზრდილი და შემდეგ მათი შვილების გამზრდელი. მთელი ჩემი დედულეთი იქაურია და მიყვარს ჩემი თითოეული ნათესავი. მიყვარს ჩემი ქუჩა, რომელიც ფაქტიურად ზედ მოედანზეა. მიყვარს ჩემი სამეზობლო. ვინმე თუა მეგრული გვარის, გამორკვევას ვიწყებ - იქნებ-და ნათესავია. ვიცი მეგრული (ნუ ალაგ-ალაგ, რადგან არ ვარ 100 %-ით იქაური), მიყვარს დადიანების სასახლის ეზოში ბოდიალი. მიყვარს ზუგდიდელები. მაგრამ ახლა "სვეტობა" და სნობობა დაიწყეს და ეგ ნერვებს მიშლის. უფრო სწორად, ნერვებს არ მიშლის, დავცინი. აკაკი წერეთელის ლექსი ხომ იცით? "ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა"-ო. ჰოდა, აი ეგრე უკადრისობენ რაიონელობას და მე დავცინი ყველა ეგეთ თაგუნას. სადაც მე დავიბადე, იმ სამშობიაროში პირველად ჩვილი რომ დამაჭერინეს, 6-7 წლის ვიქნებოდი. და ჩვილებს ვიჭერდი მას შემდეგ სულ. ვინმე დღეს რომ მეუბნება, ბავშვი არ დაგივარდესო, ეგრევე წარბს ვუწევ - ტანკისტი ვიყავი ომამ.. კიარადა, ბავშვი რომ მეჭირა, თავად ბავშვი ვიყავი-მეთქი. 2009 წელს რომ ვიყავი ზუგდიდში, მშობიარობას დავესწარი, უფრო სწორად - ჩავფლავდი :D მერე ექიმები დამცინოდნენ, ვისაც ჯერ არ გაუჩენია შვილი, მშობიარობას არ უნდა დაესწროსო. ოოოო, მე რა ვიცოდი (აქაც ცალი წარბი ავწიე ახლა :D ) თუ ავტობუსით მივდივარ ზუგდიდში, შესვლისას დიდი ვერტიკალური რკინის მართკუთხა ბოძია, ასევე ვერტიკალური წარწერით: ზ უ გ დ ი დ ი. აი მაგ მომენტში თვალებს ვხუჭავ და გული სხვანაირად მიცემს. ეს საოცარი შეგრძნებაა. ბებიაჩემი იქ ცხოვრობს და ისე მენატრება. ბებიაჩემია ჩემი ზუგდიდიც, ჩემი სამეგრელოც და ჩემი დიდედაც (დიდი დედა, დედის დედა). ბოლოს ზუგდიდში 2014 წლის აპრილში აღდგომაზე ვიყავი. ძალიან კარგად გავატარე ის დღეები. ფული რომ მქონდეს, ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი: კინოთეატრს მაგალითად. ბულვარებს გავალამაზებდი, ლამაზ შენობებს ავაშენებდი. არ მაქვს ფული, end of the story.
- თბილისი. მე-5 თაობის თბილისელი ვარ. ხო ნუ, რაც გინდათ, ის თქვით. ვარ და. ძიძასთან, ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურებში - ყველგან თბილისში ვიარე. ხოხობი ვარ ფაქტიურად :D . ვიღაც რომ მეჭიმება თავისი თბილისელობით, მაშინ განსაკუთრებით გამოთქმით ვამბობ ამ ფრაზას: "მე ვარ მე-5 თაობის თბილისელი". ოოო, აბა მოტ-ს ტვინი ამ იაღაჩნაირი იაპაიაკებით. ნუ პრინციპში, სნობები ბევრი რამით ტ-ვენ ტვინს. საყვარელი უბანი, რა თქმა უნდა, საბურთალოა. პეკინის გამზირი არის ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად მანდ არ ვცხოვრობ. მაგრამ პეკინზე რომ ვარ, ესე იგი, სამშვიდობოს ვარ. კანდელაკის ქუჩაზე სიარულს ვერიდები, ჩემი რუსი ძიძა тётя Аня ცხოვრობდა მაგ ქუჩაზე და ცრემლის გარეშე ვერ გავდივარ მაგ ადგილს. აუ კიდევ ერთი საიდუმლო: აი ასეთი "კარენოი" თბილისელი მამა დავითზე არ არის ნამყოფი. სირცხვილია, ვიცი. ნეტავ ვინმე მომკიდებდეს ხელს და ამიყვანდეს, ხვალვე წავყვები! და საერთოდ, ყველას ყველგან წავყვები თბილისის აღმოსაჩენად.
- ბათუმი. მასთან არავინ და არაფერი მაკავშირებს, უბრალოდ ძალიან მიყვარს. ბათუმში არის ზღვა და კი, ბათუმელები ამით ბოროტად სარგებლობენ. და მეტი არც არაფერი არ არის და თუ რამე არის, არის იმიტომ, რომ არის ზღვა :D კიდევ კარგი, ჩემი მეგობარი ბათუმელები კარგი ბათუმელები არიან და არა ყოყლოჩინა სნობები. დედაჩემი ამბობს, სოხუმივით არის ქუჩები, ანუ ჭადრაკისებურადო. სოხუმს არ მოვსწრებივარ, მაგრამ ბათუმში ეს ქუჩები რომ მიყვარს, ეგრე თბილისის ქუჩებიც კი არ მიყვარს. არაფერი მინდა, გარდა ბათუმის ქუჩებში ბოდიალისა. ძალიან მიყვარს.
- ლაშქრობები: ჰო, "დავამუღამე" ამ ბოლო დროს. არადა, არც კარავი მაქვს, არც საძილე ტომარა, არც პარალონი, არც შეშის ზიდვა ვიცი, არც წყლის. მოკლედ, ზარმაცი ვარ და უმოტივაციო. სამაგიეროდ, სიცილი ვიცი. დამიჯერეთ, ეს მართლა ვიცი უზომოდ ბევრი და უზომოდ ისტერიკული. ჰოდა, ასე შემიძლია გავწვე კარვის წინ და ვიკითხო ბეგბედერის ნებისმიერი :D
- პარიზი. ძალიან ბევრ პოსტს დავწერ ამ ქალაქის შესახებ. ცალკე გვერდით კი გავუკეთე.
- სლიემა. საოცარი ქალაქია.
- იაპონიაში. ძალიან ძალიან მინდა!!! და ვივლიდი ზუსტად ასე და ბევრად მეტს და ბევრად უკეთესად!
- ბრაზილიაში. ოოოო ეს ძალიან მინდა თავისი კარნავალით, ფეხბურთით, მსახიობებით და კოპაკაბანათი.
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?
არა, არ მყავს. მასაზრდოებელი წყარო ბევრ იქნება (უფრო სწორად, ყოფილა და მინდა იყოს). ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ურთიერთგაგება. კრიტერიუმი გარეგნული თუ შინაგანი? გარეგნულად 3 პუნქტი: იყოს ჩემზე მაღალი, იყოს ძვლიანი და იყოს ლამაზყბიანი. ცხვირი, ყური, თვალის ფერი და თმის შუქ-ჩრდილები საერთოდ არ მაინტერესებს. შინაგანად კი იყოს დეგენერატი. მაინც სულ ეგეთები მიყვარდება. სადაა აბა დიმიტრი გელოვანი და კარგი ცხოვრება?! :D ოღონდ მე განსაკუთრებული დეგენერატები მიყვარდებიან. უნიკალური ჯიშის დეგენერატები :D :D აუ და საჭმლის მომზადება იცოდეს რა. მე ღომის კეთება ვიცი მხოლოდ და კვერცხის შეწვა. დედას ვფიცავარ :D (ისე, ჩემმა შეყვარებულებმა იცოდნენ საჭმლის კეთება და არ ეზარებოდათ :D მართალია, ერთმა მთელი მაკარონი მომიხარშა და მაჭამა და სამაგიეროდ, მეორემ მოუხარშავი კარტოფილი მაჭამა, მაგრამ მაინც :D :D :D :D )
5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს. მთიული ვარ წარმოშობით. ვაჟა ფშაველას რომ გავდიოდი, ქართულის მასწავლებელმა მითხრა, ერთი გამაგებინე მეგრელმა და მთიულმა როგორ გაუგეს ერთმანეთსო :D რთული ხასიათი მაქვს და უცნაური ვარ კი, მაგრამ არ ვარ აუტანელი და ბევრი კარგი თვისება მაქვს. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ უაღრესად ინტროვერტი. შეიძლება დღეს გითხრა მოვალ-მეთქი და ხვალ რეალურად არ მოვიდე. უბრალოდ არ ავდგე და არ მოვიდე. საშინელებაა, ვიცი. ვებრძვი. მართლა გეუბნებით.
ოცნებები აისრულეთ რა. ოღონდ ისეთი ბანალური ოცნებები არა, როგორიც გათხოვება და შვილების გაჩენაა :D ეგენი ძალიან ბანალურებია. აი ის ოცნებები აიხდინეთ, რაც გულით გინდათ, თორემ ვინ არ გათხოვილა და ვინ არ გამხდარა დედა. აა უი, ბებიაჩემის ორი და არ გათხოვდა და ცხოვრობენ მშვენივრად. დაბერდნენ კი, მაგრამ მერე რა. სამაგიეროდ, დროსტარება არ დაიკლეს :D თუ რამეა, მათ მივბაძავ ^_^
სელფის ვერ ვიტან, მძაგს. მაგრამ მქონდა შემთხვევები, როდესაც მატო ვიყავი და გადავიღე.
აი მაგალითად, სამსახურის ტუალეტი. 25 წლის ვარ და 26-ის სამსახურში გავხდი. ჰო, სევდიანი მომენტი იყო, როდესაც აბსოლუტურად მარტომ აღვნიშნე.
ააა და მთავარი: ამდენი სურათი იმიტომ დავდე, რომ ინტროვერტობის მიუხედავად, ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ფაქტიურად, ასე გაგეცანით ყველას.