ქეთ_ევა_ნმა, როგორც იცის ხოლმე, მშვენიერი გულახდილი პოსტი დაწერა, "წაუმარაზმეთო" – მე კიდევ, ზუსტად ისიც არ ვიცი, ეს სიტყვა რას ნიშნავს და ცხოვრებაში სულ ერთი–ორჯერ მექნება გამოყენებული. ესეც უკვე შედის იმ თემაში, რასაც ქეთ_ევა_ნი გულისხმობდა: რაღაც სიტყვები ლექსიკონში, რასაც არასოდეს ვიყენებ.
ამასთან ერთად, იუდაიზმში არ არის მიღებული, როგორც სხვების, ისევე საკუთარ უარყოფით თვისებებზე ხმამაღლა საუბარი. ყველა ადამიანში ღმერთის ნაწილია და როგორ შეიძლება ეს ნაწილი "მარაზმი" იყოს? უცნაურად დაემთხვა ისიც, რომ რობი უილიამსის (ჩემი მისდამი გრძნობები გეცნობათ) ახალ სიმღერას ვუსმენდი და ასეთი ფრაზა "ვიპოვე": "Who am I to rate the morning sun?". სიმბოლურია, არა?
ბევრი რაღაცაა ჩემში, რის შეცვლასაც ვცდილობ და მიხარია კიდეც, რომ შემიძლია შემჩნევა და მერე ამაზე მუშაობა. დილით ძალიან საინტერესო გაკვეთილი მქონდა, ფიზიკურად ცოცხალ ადამიანებზე, რომლებიც სინამდვილეში სულიერად უკვე აღარ არსებობენ. ადამიანი მაშინ კვდება, როცა კმაყოფილია მიღწეულით, როცა არ იხედება საკუთარ სულში (სანამ ჯერ კიდევ გააჩნია) და არ ფიქრობს იმაზე, რომ სამყარო მისთვის შეიქმნა და მასზე უკვე თავად უნდა იზრუნოს (სამყაროში ვგულისხმობ, როგორც ზოგადს, ისე მის შინაგანს). ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სასწაულია, როცა ყოველ ახალ დღეს პოზიტიურად ხვდები და იცი, რამდენი რამეა შენზე, შენს საქციელზე დამოკიდებული. საკმარისია ამაზე დაფიქრდე და საკუთარ თავს უფრო დააფასებ, რაც მერე სხვა ადამიანების სიყვარულში დაგეხმარება. It works, trust me.




