Saturday, January 31, 2009

Blong blong or blog

ბლოგზე მაშინ ვწერ, როცა რაღაც/ვიღაც მაბრაზებს, ან ნერვული "შემოტევა" მაქვს და უნდა დავწერო, თორემ გავგიჟდები. იმ დღეს მეგობარს ვეუბნებოდი კიდეც, ძნელია ბედნიერმა დაწერო რაღაც-მეთქი. ბლოგი, გასაგებია, სხვა რამეა და აქ დიდ ფასეულობებს არავინ ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მჯერა ბლოგინგის დიდი მომავლის, ჭეშმარიტება ეს არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ ჭეშმარიტება სულ სხვა რამეა. ის ნეტსივრცე კიდევ - სადაც ყველას შეუძლია წერა თავის თავზე, ოჯახზე და გასახეხ იატაკზე, ნაკლებად ღირებული და ზედაპირულია, თუნდაც საკაიფოდ გეკითხვინებოდეს.

ეს დღეები სულ მიკ ჯაგერს ვუსმენ. ბლოგებს ვკითხულობ, რადიოკითხვას ვსწავლობ და ბევრს ვჭამ. ქეთის ბლოგი აღმოვაჩინე სხვა ბლოგებს შორის ჩაკარგული, ძალიან კარგად წერს, ლიტერატურულად, თბილად, ხმელთაშუა ზღვის ტალღასავით. მოკლედ მის პოსტებს წაიკითხავ და იმედი გიჩნდება, რომ ყველა აგრესიული არ გამხდარა. კიდევ dreaMar-მა გააკეთა ვარდისფერი და მარწყვული ბლოგი.

[ცოტა დაღლილი ვარ, ადამიანები რომ ხშირად მაბრაზებენ და სასწაულ რაღაცებს მეუბნებიან, ეს სხვა საკითხია, ამ დროს თვითონ ავიწყდებათ, როგორები არიან. რა კარგია სხვისი დადანაშაულება ხო? მარია შარაპოვა გამიგებდა ამ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი. ისიც ჩემსავით მარტოსული მებრძოლია :P მაგრამ ამ დღეებში ისეთი კარგი ადამიანები გავიცანი, რომ ყველა დანარჩენი გადაწონა და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მომავალი :ლოლ: total ფუტურისტი ვარ.]

ხვალ მედიაკლუბის შეხვედრაზე ვაპირებ წასვლას. ასევე ხვალიდან ვიწყებ ტელეფონით თორას შესწავლას და ერთი სულით ველოდები რალფს.
ლონდონში მინდა!
ხმის დახვეწა მინდა!
იმ რიჟა ტიპის სახელი და გვარი გავიგე, სულ რომ იღიმება და დიდი, საყვარელი ყურები აქვს :D RTVI-ზე "Сейчас в Израиле" მიჰყავს, მიხაილ რაბინოვიჩი რქმევია :-) რამდენი ხანია მომწონს და მაგის გამო შუაღამემდე ველოდები ახალ ამბებს, სულ გვიან ვრთავდი ხოლმე და სახელს ვერ ვიგებდი :D ხო ვამბობდი, რაბინოვიჩი იქნება-მეთქი. VIVA!!! აი, ჩემი ჭეშმარიტება დღეისთვის!

Thursday, January 29, 2009

"ბრიტვის" მზიანი მხარე

Today:
რადიოდან არ მირეკავენ.
ამერიკელებთან და რაბებთან შეხვედრაზე არ მივდივარ.
თმას შავად არ ვიღებავ (ჯერჯერობით მაინც). ლილუ მეუბნება, რომ ტემბელი ვარ, ძაან მომიხდებოდა.
ანუშკამ კოელიოს "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა" მაჩუქა და იმას ვკითხულობ. ვერონიკა ზუსტად ჩემი ასაკის, მაგრამ ბევრად "მრავალჭირნახული", სლოვენი გოგოა, ლუბლიანადან. ადგება და წამლებით გაიჭყიპება, იმიტომ, რომ ეზარება ცხოვრება, ბედნიერება, რომელიც ბოლოს უაზრობად იქცევა. სისულელეა მოგბეზრდეს რაღაც, რაც ჯერ არ გქონია და მხოლოდ იმიტომ იკლავ თავს, რომ წინასწარ წარმოიდგენ იმ ყველაფერს. მაგრამ ვერონიკას ასე უნდა, screw that! კოელიოს მეორე წიგნია ეს, რაც წამიკითხავს და იმ დროს, როცა ვკითხულობ, ძალიანაც მყოფნის.
გადავწყვიტე ფეისბუქს ჩავუჯდე მერე სერიოზულად, ისევე, როგორც ჩემს ლიტერატურულ საქმიანობას და ცოტა თავი გავანძრიო.
ბითურულად ვგრძნობ თავს. დედაჩემმა მითხრა, ბუნებრივიაო, ახალგაზრდა ხარ და ეგ არის კარგი, რომ ძიებაში ხარო, ახლავე ნუ გინდა ჭეშმარიტების პოვნაო. ვკითხე, შენ რომ ეძებდი, იპოვე-მეთქი? დედაჩემის ჭეშმარიტება მე აღმოვჩნდი ბოლოს - რა უჭირს, მიპოვა მაინც.
"'ბრიტვის' მზიან მხარეს" ვუსმენ, ბერძნული ჯგუფია ასეთი.

ჩილი მომენატრა, ჩემი ჯარისქალი. 'Bubble'-ს ვუყურე, ძაან საინტერესო ისრაელის ფილმს და მაშინ მივხვდი, რას გრძნობს ჩილი, საზღვარზე არაბებს რომ აჩერებს და ჩანთებს უჩხრეკს. მშვიდობის იმედი ნურავის გექნებათ, სანამ ადამიანები ვარსებობთ. გინდა ევა დაადანაშაულეთ, გინდა - კაენი, ფაქტია, რომ მთავარ სცენარისტს ასე უნდა.

Tuesday, January 27, 2009

Like I care


Ok, here we go.
There will come a day when I take my rucksack and dash away. In a few months I'll get my bachelor's degree and then I'm off wherever the wind blows. Man! It's such a feeling to be free! I am free and I am so grateful for that.

ამ ნაწილის ინგლისურად დაწერა მომინდა და ერთი საინტერესო ისრაელელი მომღერლის, გაბრიელას, სიტყვები მომაგონდა, მე ვუთხარი, ძალიან ორიგინალური იქნება, თუ ივრითზე იმღერებ-მეთქი და ასე მიპასუხა: I sing what I feel, not what I think. მაგარი გოგოა.

Kinda agenda - გარდა იმისა, რომ ჩემს ეგოს უმეტეს შემთხვევაში ანგარიშს ვუწევ და იმას ვაკეთებ, რაც მინდა, დღეს გადავწყვიტე, რამდენიმე კომპრომისზე წავიდე:
1) თუ ძალიან აუცილებელია, გავუძლო მოსაწყენ ადამიანებს, თავი რომ VIP-ტიპები ჰგონიათ.
2) თუ ადამიანს სიდებილე უნდა, დავაცადო! (ბარემ ტემბელ - სულელს ნიშნავს ივრითზე)
3) ცოტა ხანს ვიმუშაო არაჩემ გარემოში.
და ყველაფერი ეს, ერთი პოეტური პირობით :ლოლ: "როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი..."

გუშინ თუ უკვე გუშინწინ ერთ ბლოგზე იმისთანა კამათი იყო, ადგილს ვეღარ ნახავდი საპასუხოდ და კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ მარაზმამდე ვიცით ხოლმე ადამიანებმა მისვლა. ამიტომ მიშლიან ნერვებს და ხანდახან ვიტყუები, რომ მუნჯი ვარ. რამდენჯერმე მოვიტყუე ასე, ერთხელ ავტობუსში მკითხა 'ტყავისკურტკიანმა' ბიჭმა, "რომელი საათიაო" და მე კიდევ თავი გავაქნიე, "ავუხსენი", რომ მუნჯი ვიყავი. "საწყალი გოგო" - შუბლზე დაეწერა მაშინვე. კიდევ სახლში ვმუნჯობ ხოლმე, ფურცლებზე ვწერ: "Mum, დღეს საჭმელს არ ვჭამ", ან "Verba volant, scripta manent" :D I mean that.

შეიძლება ცხოვრება მაგარი მურტალია, არც თავისუფალი მედია არსებობს, არც პენსიები, არც სამსახურები, მაგრამ ამ ყველაფერს მე ეტყობა სხვა კუთხიდან ვუყურებ. სულ რომ სიცილით დაიხოცოთ, მე მჯერა ადამიანების, მჯერა იმის, რომ მარსზე სიცოცხლეა და სანამ ადამიანს რაღაცის გჯერა, მიაღწევ ყველაფერს, თუნდაც სისულელე იყოს ეს შენი "მიღწეული", მაინც მომჟავოდ სასიამოვნო იქნება ;-) ჩემი ფილოსოფია ეს არის ამჟამად. არ მინდა ბრბოს ნაწილი გავხდე, მირჩევნია ჩემი სამყარო და თავშესაფარი "ჩამოვაყალიბო", სადაც ყველაფერი თავისუფლად მექნება. მთავარიც ესაა, ხალხო, თუ თქვენ არ ხართ სულით თავისუფლები და ოქროს გალიები მოგწონთ, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ. სხვები ყოველთვის შეეცდებიან შენი თავისუფლების შეზღუდვას, არ მითხრათ, რომ პირველად გესმით.

ნახევარი საქართველო დაბოღმილია, ნაწილი უსექსობისგან, ნაწილი - უწიგნურობისგან, ნაწილი კიდევ - პროსტა რა! ამ დროს მზეც ანათებს, თავისუფლებაც აქვე კუთხეშია. სხედან და "ბოღმდებიან", რატომ ასე და არა ისეო, ან პირიქით. You know what old Mickie guy said? 'You can't always get what you want... but if you try some time... you may get what you need' ;-)

Take it easy, you crowd!

Monday, January 26, 2009

Coraline

I got this funny trailer from 'my space' and wanted to share it with you. I can't wait to see this movie!!! Isn't it lovely? Check it out ;-)

Have a coralinious week :lol: I have an exam today... who cares though...

Coraline

Saturday, January 24, 2009

Kinda respond

ცივ ქვეყანაში ცხოვრება რატომ მინდა? ოქეი, გეტყვი (მიხვდება, ვისაც ვპასუხობ), იმიტომ, რომ იქ ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერევიან ნათესავების ნათესავები და იმათი მეზობლები. როცა თმას წითლად შევიღებავ, არ მეტყვიან, რომ ისედაც "იარკი" პიროვნება ვარ და რისთვის მინდოდა თმის "გაფუჭება". ან როცა ვიტყვი, რომ მკიდია, თუ გოგოებს გოგოები მოსწონთ და ბიჭებს - ბიჭები, ქართველი ვაჟკაცები არ მესვრიან "ონლაინ ქვებს", როგორც დღეს მესროლა ერთმა...

კიდევ, იმიტომ მინდა ცივ ქვეყანაში, რომ ჩემი საყვარელი თბილი ჯემპრები ჩავიცვა და ყინულისთვალებიან კლაუსთან ერთად ველოსიპედით ვიარო. ან ინგმარ სანდბერგს პირდაპირ ვუთხრა, რომ თითქმის 7 წელია, რაც მახსოვს (და როცა ვამბობ "მახსოვს", იგულისხმება - მომწონს)! :( totally desperated!

[ამ დროს გაერთიანებული ტელეკომიდან მატყობინებენ. რომ რუსთავს ძველი კოდი აღუდგა :ირონიულიგრინ: ]

დედაჩემი კიდევ თანახმაა ყველაფერზე, რაც მინდა - ენის გახვრეტა, თმის შავად გადაღებვა, ცივ ქვეყანაში ქორწინების გარეშე ცხოვრება; ამ დროს მე მგონია, რომ საშინელი ეგოისტი ვარ, მუდამ უკმაყოფილო ქათამი. Ma, love u! love u! love u!

(ხო, 'წმს' არაფერ შუაშია, რომ იცოდეთ :P )

Friday, January 23, 2009

Don't eat that


დღეს იმდენი მეძინა, ლამის ლოგინს შევეზარდე.

წუხელ გვიანობამდე ვიჯექი და კიბორგას პოსტს ვკითხულობდი. სულ მაძაგძაგა, ისე საკაიფოდ ეწერა ყველაფერი. როგორ მყვარებია ეს საქართველო, ისრაელი!!! და საერთოდაც, ღმერთმა ეტყობა დიდხანს იფიქრა და ორივე სამშობლოდ პატარა, ამ დროს თავის თავზე ყველაზე დიდი წარმოდგენის ქვეყნები მომცა. რომ დავჯდე და ვიბღავლო, თავი დამანებეთ, სადმე ცივ ქვეყანაში მინდა ცხოვრება-მეთქი. ამის შემდეგ აღარ გამიკვირდება, დინას რომ ასე უყვარს თბილისი და სული აქ მოუწევს.

[გადახვევა: ერთი ბერძნული სერიალი ვიპოვე იუთუბში 'singles' და იმას ვუყურებდი დებილივით. 'სექსი და სითი'-ს პონტია, ოღონდ უფრო საკაიფო, იმიტომ, რომ ბერძნული ენა უფრო მეტი იუმორის საშუალებას იძლევა... თან ანტიკური ლანძღვა-გინება უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე ინგლისური: fuck, eat your s***, იმიტომ, რომ ამ სერიალში ყველაზე მეტად ეს ფრაზები მომწონს :D ბიჭებიც ჯობიან ;-) უნდა დაჯდე და უყურო, თავი გაიშტერო, მაინც ყველა სერიალი საშტეროა.

http://www.youtube.com/watch?v=y_QJFw_GUn4

ყოველ დილა იმ იმედით ვიღვიძებ, ფარდებს რომ გადავწევ, თოვლი დამხვდება.]

დღეს საღამოდან ხვალ საღამომდე შაბათი მაქვს, სანთლებს ავანთებ და დავითის ფსალმუნებს წავიკითხავ... ამ დროს თავს დავარწმუნებ, რომ შლომოს (ბიბლიური მეფე სოლომონი, ბრძენი) ყველაზე საყვარელი ცოლის რეინკარნაცია ვარ. ყველანაირ ელექტროსაშუალებას უარვყოფ, ასევე ტრანსპორტს და ყველაზე კარგად გავატარებ დღეს. დაწყებულ ეკერმანის და გოეთეს საუბრებს დავამთავრებ, ვიფიქრებ კეთილ, ებრაელ 'რიჟა' ბიჭზე, რომელიც მოდის და ვეღარ მოაღწია ჩემამდე :P :D

არ შევიძულებ მუსულმანებს!!!
არც შევიყვარებ მუსულმანს! ;-P ფსევდოპაციფიზმი მაღიზიანებს და ისევ კიბორგას პოსტი რომ გავიხსენო, ზოგჯერ ომი საჭიროა, man, სისხლი გამოსაშვებია. ვიცი, რომ გულცივობაა ასე საუბარი, მაგრამ ზოგი უნდა მოკვდეს, ზოგმა იცოცხლოს და ლენდ კრუზერით იაროს, კანონზომიერებაა რა, მე ხომ არ მომიგონია. ჩემი სოციალისტური მისწრაფებები ცოტა მიწყნარდნენ :( ეტყობა ასაკის ბრალია, სამყაროს შეცვლის ილუზიამ გამიარა და ახლა საკუთარი ხასიათის შეცვლაზე ვმუშაობ ;-) იასნია, რომ ჩე გევარას უფრო გავყვები, ვიდრე ლენდ კრუზერიან პერსპექტიულ ტიპს, იმიტომ, რომ უფრო საინტერესო იქნება მერე იდეალებისთვის სიკვდილი, ვიდრე დიორის კაბით ბუტაფორობა მეჯლისზე. sorry, ma! მაინც კანონზომიერია ყველაფერი, კრუზერიც და კომუნიზმიც. So don't eat that ;-)

Wednesday, January 21, 2009

changes - we can! ;-)

როცა რაღაც მაწუხებს - თმას ვიჭრი ხოლმე და ახლა გადავწყვიტე, რომ თმას მოვეშვა და ბლოგის "ლეიაუთი" შეცვალო. თმაზე გამახსენდა და ეს დღეებია, ქუჩაში ხალხი რაღაცნაირად მიყურებს - ან თმა მაქვს ძაან გაჩეჩილი ან შესაღებია უკვე; სულაც ორივე.

დღეს გამოცდა "გავმაზე" :D ოღონდ არ ვიცი, ამას გამაზვა ჰქვია, თუ გადებილება. დამავიწყდა რომელ საათზე მქონდა ;D ამ ბოლო დღეებში ისეთი რაღაცები მემართება, რაზეც ადრე თავს დავდებდი, რომ მე არასოდეს დამემართებოდა. [ვინმე უპასუხისმგებლო ლაკისჩანთიანი გოგო ხომ არა ვარ-მეთქი.] მუხლების გადაყვლეფა, გონების არევა და გამოცდის დროის დავიწყება - რაც მე მჭირს, ეს არის ბედის ირონია, თორემ ლენინგრადში რომ მოხვდები "სტროიტელების 12-ში" მაგარ ქერა ქალთან, ეგ გამართლებაა.

დღეს მივხვდი, უნივერსიტეტში ყველაზე კარგად ავითვისე ის, რომ ბევრი რამე ფეხებზე დავიკიდო. პაიჭაძისგან, კერძოდ, გარდა სეკულარული პარადიგმებისა, სხვა სასარგებლო რამეც ვისწავლე, მაგ: რისთვის გამოვიყენო ფეხები გარდა სიარულისა :P მგონი, მეც იმ სტუდენტი გოგოების რიცხვს მივეკუთვნები, პაიჭაძე რომ ძალიან უყვართ, ჯორჯ კლუნივით :ლოლ: მაგრამ ალბათ ანათემა მაინც არ ასცდება; სამღვდელოებისგან თუ არა, დალი ჩიკვილაძისგან მაინც და ჩვენი სიყვარული ვერ უშველის :D რა სასაცილო იყო ის გადაცემა, man! ყველა თავისას რომ მიერეკებოდა. ეს იყო ალბათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აზრი ვერ ჩამოვაყალიბე, ვის მხარეს ვიყავი: ყველა ერთმანეთზე უარესი იყო, სრულიად გამოაჩინეს დღევანდელი საქართველოს სახე და კულტურა.

ერთი, რომ ყველა რელიგიას პატივს ვცემ და ვფიქრობ, თვითონ მართლმადიდებლებმაც უნდა სცენ, თუ არა და ათეისტები გახდნენ. მეორე: ასეთი ბანძი გადაცემა თავისი ორჯერ ბანძი და "ბუტაფორი" წამყვანებით საერთოდ დასახურია. რომ არ მცოდნოდა, პაიჭაძე უფრო მეგონებოდა წამყვანი. ძალიან ბანალურ რამეს ვიტყვი რა, გამსახურდია (კონსტანტინე) მართლა rocked, რომ თქვა: ყველა ერს ისეთი მმართველი ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო.

ისეთი შეგრძნება მაქვს, ადამიანებს მეტი საქმე არა აქვთ, თითქოს არც აგვისტოს ომი ყოფილა, არც იმდენი ადამიანი დაღუპულა, ხალხიც ნესტიან კოტეჯებში აღარ ცხოვრობს, გირგვლიანიც არ მოუკლავთ, "იმედიც" არ დაუხურავთ, მოკლედ მხოლოდ "დიდი ათეულის" დახურვით ჩაიხშო თავისუფალი სიტყვა. მეტი არ აგიდგეთო... (გვერდები, რა თქმა უნდა), ედუ ბაბუ იტყოდა ;-) იცოდა კაცმა კაი რამეების თქმა ისე.

Tuesday, January 20, 2009

კარგი, ვრჩები


დეგრადაციას განვიცდი.
საუკუნეა "ლედ ზეპელინისთვის" აღარ მომისმენია.
არაფერი ღირებული არ დამიწერია.
პირადი ცხოვრება ელიზაბეტ ვურცელზე უარეს დღეში მაქვს. შეგრძნებები მაკლია. და თითქოს არაფერი, დღეს საღამოს სადარბაზოში წავიქეცი და მუხლი გადავიტყავე. კინაღამ ავღრიალდი, მაგრამ თავი შევიკავე. არადა, როცა გეტირება, უნდა იტირო. მხოლოდ გავბრაზდი საკუთარ თავზე, მე ეს როგორ დამემართა-მეთქი. ვითომ ისეთი კონტროლირებადი ტიპი ვარ, რომ არ შეიძლება მე წავიქცე და მუხლები დავინგრიო. სინამდვილეში ასეთი ტიპი მხოლოდ ერთია.

თურმე დოდკაც სიზმრებს "აგროვებდა" და გამიხარდა, მთლად დეგრადირებული არ ვყოფილვარ. ისეთი ნარკოზივით ტკბილი სიზმარი ვნახე გუშინწინ, სიზმარშივე რომ ხვდები - სიზმარია და მეტი არაფერი.

windows შევცვალე ჩემით, თუ ერთ მშვენიერ დღეს ამიფეთქდა, ნურავის დაადანაშაულებთ.

ინგლისურ პოპს ვუსმენ.
კარაქიან პურს ვჭამ.
და აღმოვაჩინე, რომ ნარკოტიკზე უარესი დამოკიდებულება მაქვს კომპიუტერზე. ვცოფდები, როცა კომპიუტერს რამე ემართება. საერთოდ ყველაფერი მაცოფებს... ტექნიკა, ადამიანები - რა გასაკვირია, ამათ შორის ვცხოვრობ და რა იქნება.

ახლა ლილუ მეუბნება, ობამაზე რამე დავწერო. მე კიდევ მკიდია ობამაც, ოსამაც და ყველა. ლილუ ჩემი კრიტიკოსია - ყველაფერს მიკრიტიკებს, ნაწერებს, ჩაცმულობას, ბიჭებს. თვითონ ამ დროს "შალომ ალეიხემს" ღიღინებს და ყველა მასმედიის საშუალებას ეცნობა ჩემი ხათრით. ლილუ, მიყვარხარ, ჩემო ფისო, გამომიცხე ხვალ ნამცხვარი რა!

ჩემს საყვარელ დეიდაშვილს უნდოდა, რომ მოცეკვავე ყოფილიყო, მაგრამ ვერ გახდა. ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა. ახლა თვალებს დავხუჭავ და მის ხმას წარმოვიდგენ. მიყვარს მისი ხმა. ასე ხმებით ვფიქრობ ხოლმე საყვარელ ადამიანებზე. როგორ მეძახიან: სოფი... სოფ... სან... თურმე მაინც მიყვარს ეს ადამიანები, აღარ წავალ მარსზე, ჯანდაბას, ვრჩები.

Sunday, January 18, 2009

Oh, my G-d! The Golden Globe


I always say that I am so cool, man! :D
I don't care what people say... I never take life too seriously and I laugh no matter what. Ok, you may say, I am shallow and bimbo girl, but I won't listen.

Yeah, I've watched the golden globe awards, I almost cried at Kate Winslet's speech, did she play us, man! I absolutely fell for Hugh Laurie, and tell you true, never thought I'd love to marry handicapped guy... and I would - Dr. House, who else! I loved Sacha Baron Cohen's joke about Madonna's assistant 'guy'; no-one laughed though but me :D

Today one of my online friends asked me: 'Soph, does :lol: mean lots of laugh?' :lol: ;-)

Yesterday (and I don't believe in it like that John Lennon guy) I read some blog, where a girl talked about her breasts like couple of oranges, hypothetically. Then I understood how far I am from that emancipation, boy, am I becoming an orthodox? :D

Suddenly all my troubles seemed so far away (what is wrong with me today? I am quoting the Beatles?):
I miss Tea, my soulmate.
I love Dina, my sweetest and dearest friend!
I am so cool, if you know what I mean.
Millions of hugs and kisses to George 'Freud' M.
I am with you, Nini Nutsubidze, anytime you need to crash my skype :lol:
Last, but not least: Adrien Brody, are you with me?

I am laughing. I do ;-)

Thursday, January 15, 2009

სიმართლე - როგორც მე დავინახე















28 დეკემბერი, 2008 წელი

ყველაზე ძნელი სტატიის დაწყება აღმოჩნდა, ხან ფილოსოფიურმა პათეტიკამ გამიტაცა, ხან – პათეტიკურმა ფილოსოფიამ. ბოლოს, მივხვდი, ყველაფერს გულწრფელობა სჯობდა და უბრალოდ მოგიყვებით იმას, რაც მე დავინახე.

ჩვენი გორში მოგზაურობის აღწერითი რეპორტაჟის გაკეთება უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, ვიდრე მშრალი ფაქტების მოძიება. ბევრად მნიშვნელოვნად მომეჩვენა დაკვირვება და მოსმენა, ვიდრე მსგავსი შეკითხვის დასმა: “მიიღეთ თუ არა მონაწილეობა სოლიდარობის კვირეულში?”, როდესაც ადამიანმა არ იცის, სოლიდარობა რას ნიშნავს. ან სველი წერტილების ძებნა მაშინ, როდესაც კედლები სულ სველია და წერტილებსაც რა გამოლევს...

უნივერსიტეტმა, ბუნებრივია, გამოგვიყო სამარშრუტო ტაქსი, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს ტრანსპორტირებას გორის მიმართულებით (ტრანსპორტირება - რაღაც ბოლივიური კონტრაბანდის გადაადგილებას მაგონებს). კვების პრობლემა ჩვენი გადასაწყვეტი იყო ისევე, როგორც გორის სოფლებში წასვლა, რადგან მძღოლმა თავიდანვე უარი განაცხადა “არაუსაფრთხო” ადგილებში წასვლაზე.

პირველი ‘check point’: წეროვანი. პირველად ვნახე ახლადაშენებული, კოტეჯები, რომლებშიც ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა დევნილების შესახლება. სახლები ფერადი სოკოებივით არიან “ამოსულები” თიხანარევ მიწაზე. აქ ყველა კოტეჯში შეყვანილია ბუნებრივი აირი, სველი წერტილები, კედლები შედარებით მშრალია და საწოლებიც რბილი.

ეს სამი პატარა გოგონა (იხილეთ ფოტოზე) მე და ლალი თოთლაძემ ერთად ვნახეთ, სანამ კოტეჯებს ვათვალიერებდით და გაფენილ სარეცხში კარს ვეძებდით. აღმოჩნდა, რომ წელს არცერთი მათგანი სკოლაში არ მისულა. რამდენიმე კვირაა, რაც ამ კოტეჯში გადმოვიდნენ მშობლებთან და ბებიასთან ერთად.
მათი კოტეჯი იმდენად სუფთა იყო, მე და ლალიმ ფეხზე გავიხადეთ და ჩვენი ტალახიანი ფეხსაცმელი გარეთ დავტოვეთ. “რეგლამენტი” ნახევარი საათი გვქონდა. ამ დროს ბავშვების ბებია გვიამბობდა თავის ამბავს, როგორ გამოაღწიეს სოფელი კეხვიდან, როგორ დაკარგეს უზარმაზარი სახლი... იტირა. მე ამ დროს მირეკავენ, “ჩქარა დაბრუნდით "მარშუტკაში”!” ჩავიცვით ისევ ტალახიანი ფეხსაცმელი, ბავშვებს ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზები, კარგები არიან და სკოლაში აუცილებლად ივლიან.

ჩვენ კი ვბრუნდებით და გზას განვაგრძობთ სიმართლის ძებნაში, რა იცი, სად შეგხვდება ეს სიმართლე... მთავარია ის იყოს, შენ რომ გინდა.

მეორე ‘check point’: ახალი ხურვალეთის დასახლება – ნინო ჟიჟილაშვილმა (ლექტორი, პროდიუსერი) თავიდანვე გაგვაფრთხილა, რომ ეს დასახლება ბევრად განსხვავებული იქნებოდა წეროვნისგან. ამიტომაც სტუდენტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგროვილ თბილ ტანსაცმელს აქ დავტოვებდით.

როდესაც დასახლებაში შედიხარ, გგონია, რომ ეს სულ სხვა პლანეტაა, სადაც ყვითელთვალებიანი მარსელები ცხოვრობენ დათოვლილ მთებსა და თიხნარევ დედამიწას შორის. ეს, უბრალოდ, რეი ბრედბერისგან დატოვებული შთაბეჭდილებაა, სინამდვილეში ხურვალეთის დასახლებაშიც ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, როგორც სხვაგან – სწყინთ, უხარიათ, აინტერესებთ, სტკივათ, სცივათ და მარსელებისგან განსხვავებით, ჩვენი ენაც ესმით/ან არ ესმით, რადგან ზოგი “ლამაზი ჟურნალისტი გოგო” ისეთ კითხვას უსვამდა, მოხუცები იბნეოდნენ და “ლ” ხომ საერთოდ არ ესმოდათ, როგორც ჩანს, ჩვენ უფრო ვგავდით მარსელებს. “ლამაზ ჟურნალისტ გოგოებთან” საუბარი ყველას სურდა და არავის მოუხურავს ჩვენთვის კარი. “სველი წერტილებიც” გვანახეს, ოღონდ კედლებზე, რადგან ხურვალეთის დევნილებისთვის სააბაზანო ოთახები არ გაუთვალისწინებიათ; მათი დახეული ტანსაცმელი, ცარიელი მაცივრები და კოტეჯებს შორის ოთხი საჯარო საპირფარეშოც ვნახეთ.

ხურვალეთის შემდეგ შავშვების დასახლებას მივადექით, მართალია ვეღარ მოვასწარით ხალხთან მისვლა, მაგრამ ზემოდან გადავხედეთ და დავინახეთ, რომ ხალხს რაღაცას ურიგებდნენ. კარტოფილიაო, გორაკზე მოთამაშე ბავშვებმა გვითხრეს.

მესამე ‘check point’: გორი – ჩემი პირველი შეგრძნება ასეთი იყო, რომ ახლა ისევ დაბომბილ, დამწვარ და ბოლადენილ ქალაქს დავინახავდი... მაგრამ ფერადი კორპუსები, სტალინის საამაყო ვაგონი და ძეგლი ძველებურად დამხვდნენ.

ქალაქში რამდენიმე წუთს შევყოვნდით, სანამ ექვსი სტუდენტი ლექტორის მანქანაში მოვთავსდებოდით, ზოგიც დაქირავებული ტაქსით ჩვენთან ერთად “არაუსაფრთხო” სოფლებისკენ წამოვიდოდა, დანარჩენები - გორში დარჩნენ თავიანთი დავალებების შესასრულებლად.

კარალეთი, ტყვიავი: მომდევნო ‘check points’ – ყვითელი ფერის სოფელი კარალეთია, ვარდისფერის – ტყვიავი. სოფლის მაცხოვრებლებმა გვითხრეს: “კონდოლიზა რაისს თუ ვიღაცას უნდა გამოევლო აქეთ და მაშინ შეღებეს, ბოდიში, და ძროხებსაც კი ერევათ ხოლმე თავისი ჭიშკარი.” არ მეგონა, United States of America-ს რამე კავშირი თუ ჰქონდა, ‘United Colors of Benetton’-ს უფრო ჰგავდა.

ლიმონისფერ კარალეთში ფოტოები გადავუღეთ 2 გადამწვარ სახლს, როგორც აღმოჩნდა, ამ სოფელში მხოლოდ ეს სახლები გადაწვეს.

ჩვენი დანიშნულების საბოლოო ადგილი – ტყვიავი იყო, რომელსაც რამდენიმე კილომეტრი აშორებს ცხინვალის რაიონს. სწორედ ამ სოფელში დაარბია სახლები ოსურმა პოლიციამ და ეთნიკური წმენდის შედეგად, ათზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ყველაზე დიდხანს სწორედ ამ სოფელში დავრჩით, ჩასვლისთანავე გავიშალეთ სხვადასხვა მიმართულებით, ფოტოაპარატებით, დიქტოფონებით, ვიდეოკამერებით შეიარაღებულები.

თითქმის ყველა გზისპირა ეზოში არასამთავრობო ორგანიზაცია ‘CARE’ პატარა სახლებს უშენებს მოსახლეობას. თუმცა, საინტერესო ის იყო ჩემთვის, რომ მოხუცებს და იმ გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთა სახლებიც შუა სოფელშია და აგვისტოში დაზარალდა, არავინ აქცევს ყურადღებას. მხოლოდ გზის პირას კეთდება სახლები, ალბათ ისევ იმიტომ, ვინმე თუ გაივლის, დაინახოს, როგორ სწრაფად აშენდა ‘United Colored’ სოფელი.

სოფლის ცენტრში ხორცს ყიდდნენ, "ბირჟაც" იქ იყო, სადაც სოფლის კაცები იდგნენ და საუბრობდნენ. საახალწლო განწყობა არავის ჰქონდა, გარდა ერთი 17 წლის, ახალდაქორწინებული წყვილისა, რომელსაც უკვე ნაძვის ხე დაედგა სახლში.

სოფელში ბევრი ადამიანი ვნახეთ, რომელიც გვენდო.
სახლში შეგვიპატიჟეს, ყავით გაგვიმასპინძლდნენ, მოგვეფერნენ, დარდი გაგვიზიარეს... გვიამბეს, რომ მათთვის რუს ჯარისკაცებს შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომ ეს ომი "სხვების" ომი იყო.

სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილებით დავბრუნდით თბილისში. არ ვიცი, ვინ როგორ სიმართლეს ეძებდა და თუ იპოვა, მაგრამ განწყობა ისევ ერთნაირი გვქონდა – იმედიანი, ელენე დეიდას სიტყვებივით, ყავა რომ დაგვალევინა, იმ ქალის: "მთავარია, ცოცხლები ვიყოთ და ყველაფერს თავიდან გავაკეთებთო."

Tuesday, January 13, 2009

NOT COOL - ISM ;-|



მე ალბათ ჩემს სამყაროში ვცხოვრობ, მერე გამოვალ ხოლმე გარეთ და რაღაცები მაკვირვებს. არადა, სულ მეგონა, რომ იმდენად გაწონასწორებული ვარ, ვერაფერი შემაძრწუნებს-მეთქი.

დღეს შევძრწუნდი.

პირველად, ჩემს სიცოცხლეში, გადავაწყდი ადამიანებს, ჰომოფობიკებს, რომლებიც შუა მელიქიშვილზე იდგნენ და ერთ ბიჭს დასცინოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ "უცნაური" კაშნე ეკეთა და "კაცურად" მოკლე თმაც არ ჰქონდა. ბიჭი უბრალოდ სახლში მიდიოდა, ორიგინალური კაშნე და სათვალე ეკეთა. "სხვებისგან" განსხვავებით, არც შავი "კურტკა" ეცვა და არც "ნანეტი" ჰქონდა. ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ისეთი, საინტერესო, რომლის კაშნეც, პირადად მე, ძალიან მომეწონა. მაგრამ თემა ეს არ არის.

პრინციპში არის კიდეც, სწორედ ამ კაშნის გამო აღმოჩნდა მოკლე ჯინსისშარვლიანი ბიჭების გარემოცვაში.

რასისტები იყვნენ ის ბიჭები, იმდენად რასისტები, რომ ვერც თავად ხვდებიან და მთელი საქართველო მსგავს რასისტადაა ქცეული, რომელიც უარყოფს, ანათემას გადასცემს ყველას, ვინც "ისეთნაირია". ამ დროს "კარგი ტიპები" ყოველ ეკლესიასთან პირჯვარს იწერენ, საკუთარ დედებთან ინტიმურ კავშირზე იმუქრებიან (ეს ფროიდმა ჯერ კიდევ როდის იცოდა ;-( )... დღეს ასეთი აზრი გამიჩნდა, რომ ქვეყანაში ნაციონალური სენია - სექსიზმი, "კარგი გაგებით", რამდენადაც ეს შესაძლებელია. შეხედავ ადამიანს და ეგრევე იტყვი, რომ "უჭირს" და მერე ეს იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. ოქეი, დღეში ექიმი ჰაუსის ერთ სეზონს ვუყურებ და ლამის დავკოჭლდე, მაგრამ მაინც საღად ვაზროვნებ, გეუბნებით.

საშინელებაა რასიზმი. ყველანაირი -იზმი... ფანატიზმი განსაკუთრებით, ნებისმიერ სფეროში ;-(

მაინც მიკვირს, ასე რომ შევძრწუნდი. ალბათ იმიტომ, რომ მთელ დღეებს უნივერსიტეტში ვატარებ, სადაც სქესს დიდ ყურადღებას არავინ აქცევს... ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაქცევ და არ მაინტერესებს, ვინ ბიჭია, ვინ - გოგო, იქ ვსწავლობ, ყველას ვესალმები, ვუღიმი და მერე სახლში ვბრუნდები; ბლოგზე, ჩემს კულტურულ თავშესაფარში.

თან დღეს "ცხელ შოკოლადს" ვკითხულობდი, მაგარი სტატიები იყო. ზუსტად ისეთი, რამაც იმოქმედა ჩემს "შეძრწუნებაზე" ჰომოფობიკების დანახვისას. მოკლედ, ამაზე მინდოდა დამეწერა და არა პოლიტიკურ ამინდზე, phew!

როგორც გრეგორი ჰაუსი იტყოდა: 'Cool'
და როგორც მე ვიტყოდი: 'Bullshitology'

Saturday, January 10, 2009

How I screwed up the Mediamanagement



Марина Москвина -->>
ვინც კარგად მიცნობს, იცის, როგორ მიყვარს სიცილი, საკუთარ თავზე განსაკუთრებით. ზუსტად არ მახსოვს, სად, მაგრამ წამიკითხავს, რომ ვისაც საკუთარ თავზე ხუმრობა შეუძლია, ის ძალიან კაი ვინმეაო ;) რაღა მიჭირს, თვითშეფასებასთან პრობლემა არასოდეს მქონია, ხომ მეტყობა? :P
last week went like this:
ორშაბათს გოგოებთან ერთად აქცია მოვაწყე ისრაელის მხარდასაჭერად.
სამშაბათს მთელი დღე ვკითხულობდი.
ოთხშაბათს ნაომისთან ვიყავი ხინკალ-მწვად-Nemiroff ფართიზე და შუაღამისას პიჟამოებით ვიცეკვეთ სასწაულ რუსულ სიმღერაზე: "Солнце для тебя, небо для тебя..."
ხუთშაბათს ლექციები განახლდა. (ერთი ადამიანი შემხვდა და დავრწმუნდი, რომ საქართველოში აბაზანით ყველა არ სარგებლობს... და უნივერსიტეტში მაინც დადიან, ამდენ სტუდენტს არაფრად აგდებენ, ცხვირი აგტკივდებოდა, ოხ! ეს "გადაკოცნაც" რა აუცილებელია, მტანჯავს ხვევნა-კოცნა და ვიცი, რომ პირველი არა ვარ, შოთაც კი განიცდიდა. რუსთაველს ვგულისხმობ, სხვა ვის!)
პარასკევს პრეზენტაცია მქონდა მედიამენეჯმენტში.
მძულს სიტყვა "სტილი" და ყველაფერი ამასთან დაკავშირებული, "ჩაცმის სტილი", "ქცევის სტილი" და განსაკუთრებით ასო "ლ", სპეციფიკურად გამოთქმული ახალი ქართველების მიერ. დამიფარე უზენაესო! ეს პრეზენტაცია კი - სწორედ ასეთ სტილში იყო.
მაგრად ჩავფლავდი, მოკლედ რომ ვთქვა. ფეხებზე მეკიდა. აი ასე. როცა სადღაც და ვიღაცებთან ყოფნა არ მომწონს, ყველაფერი ფეხებზე მკიდია ხოლმე, მართლა გეუბნებით ყოველგვარი სტილის გარეშე.
ყველაზე კარგი ის იყო, როცა უნივერსიტეტის ჩახუთული დარბაზიდან გამოვედი და გარეთ ზამთრის უცივესმა ქარმა დამიბერა. საშინელი ქუდი მეხურა, წითელი, ეს ფერი შემძულდა ამ პრეზენტაციაზე. მაგრამ მაინც ფეხებზე მეკიდა. ჰოდა, ფეხით გავიარე, რომ ნეგატიური ენერგია დამეხარჯა. ფილარმონიის მიწისქვეშაში ჩავედი და უცებ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ცხოვრება ერთი ბითურული ჰოლივუდის ფილმი იყო... სადაც აუჩქარებლად მიდის ბროწეულისფერთმიანი გოგო, არ იცის, სად, რატომ მიდის და ქუჩის მუსიკოსის სიმღერა მიჰყვება - მთვარეზე, სიყვარულზე და ბანალურ რამეებზე, თან ძალიან ტკბილი გრძნობები რომ ჰქვია.
უხ, ძალიან მიყვარს ქუჩის მუსიკოსები. სულ რომ ხმა და სმენა არ ჰქონდეთ, მაინც მიყვარს. უბრალოდ მიყვარს და მორჩა.
შაბათი? შაბათი ყოველთვის კარგი მაქვს, ვისვენებ სულიერ-ხორციელად, ვიცინი და გემრიელად ვსადილობ.
მარინა მოსკვინას წიგნი წავიკითხე ამ შაბათს: "უპასუხო სიყვარულის გენია". Oh, რომ იცოდეთ, რა გემრიელად წერს, ხან იცინი, ხან - ტირი. ისეთი "შენია" მისი ფრაზები, ამავე დროს ისეთი უცნაური და ფრთხიალა, ველური ჩიტივით... რომ გალიაში არ უნდა ჩასვა, გაუშვა და გააფრინო, როგორც გინდა, ისე გაიგეთ. გასაფრენია და მორჩა, უნდა გააფრინო ;)

Thursday, January 8, 2009

GOD BLESS TSAHAL!!!




Blessings and prayers to Israel.

My friends are there.

My people are there.

LET MY PEOPLE BE THERE FOR EVER BECAUSE THAT IS THE PLACE WHERE WE ALL BELONG!!!

"If I forget thee, O, Jerusalem!.."

Monday, January 5, 2009

საქართველო ისრაელის გვერდით






დღეს პუშკინის სკვერში მოვაწყვეთ ის აქცია, რომელზეც ჩემს წინა პოსტში გატყობინებდით.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტელევიზიამ გადაიღო, ისრაელის ელჩი იცჰაკ გერბერგიც მოვიდა და მადლობა გადაგვიხადა, გადავიღეთ ფოტოები და ხელიც რამდენჯერმე ჩამოვართვით.

იყო ლოზუნგები მოძმე ისრაელის მხარდასაჭერად:

ყოველდღიურად უამრავი მშვიდობიან მოქალაქე, ისრაელელი ქალები და ბავშვები ხდებიან "ჰამასის" ტერორისტული აქტების მსხვერპლნი. პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" (ირანისა და სირიის მხარდაჭერით) დიდი ხანია იმუქრება, რომ ისრაელის სახელმწიფოს მსოფლიო რუკიდან გააქრობს. ისევე, როგორც საქართველო, ისრაელიც პატარა სახელმწიფოა, რომელიც აგრესორი მტრების გარემოცვაში ცდილობს თავის დაცვასა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.

საქართველო გვერდში უდგას ისრაელს, როგორც ისრაელი ედგა მას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს და მთელი 26 საუკუნის მანძილზე.

ებრაელი ერი იმსახურებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მშვიდობიან ცხოვრებას თავის ისტორიულ მიწაზე. ქართველი ახალგაზრდები სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის სახელმწიფოს.

Saturday, January 3, 2009

GEORGIA SUPPORTING ISRAEL!!!


ორშაბათს, 5 იანვარს 15 საათზე პუშკინის სკვერში (თავისუფლების მოედანთან) ჩატარდება ისრაელის მხარდასაჭერი აქცია. ახალგაზრდები ტერორისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.

GEORGIA SUPPORTING ISRAEL!!!

ცნობილია, რომ ებრაელები 26 საუკუნეზე მეტია, რაც საქართველოში ცხოვრობენ და ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ საქართველოსადმი მხარდაჭერით, სიყვარულითა და ერთგულებით. ვფიქრობ, ჩვენც უნდა დავუდგეთ მათ მხარში და ამ მშვიდობიანი აქციით გამოვხატოთ სოლიდარობა.
გელით ყველას!!!

გმადლობთ

Friday, January 2, 2009

By the way :)


HAPPY NEW YEAR!!!

And merry christmas to my dear christian friends!!!

I wish you to have wonderful year full of joy and happiness!!!