დაუსრულებელი პროექტი რისი დაუსრულებელი პროექტი უნდა იყოს, თუ დასრულდება, ხო?
მარიამ რომ თავისი პოსტი გამომიგზავნა, განსაკუთრებულად გამიხარდა, რადგან საკმაოდ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. გარდა იმისა, რომ საბაკალავრო ნაშრომი ერთად დავწერეთ და ლექციებს ერთად ვესწრებოდით ხოლმე, მხოლოდ მისი ფოტოც რომ მენახა, ისე შემიყვარდებოდა.
იმიტომ რომ, ძალიან კარგი გოგოა, ძალიან.
ეს კი მარიას პოსტი "ქალების ოთახში". არ ვიცი, ნახა თუ არა თავის დროზე, მახსოვს, ფოტოები ჩემით ავარჩიე, რადგანაც რაღაც ტექნიკური პრობლემები მქონდა და მისი წამეშალა.
Dreaმარ, წარმატებებს გისურვებ ყველაფერში!!! ჯოში მომიკითხე, თუ ცოცხალია ;-)
"Girl Full Of Love"
1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?
პირველი ბლოგი 2008 წელს შევქმენი. დღიურების წერა სულ მიყვარდა: მერე აღმოვაჩინე, რომ დღიური შეგიძლია ონლაინაც აწარმოო. იმ დროს ჩემ გარშემო ბევრს ჰქონდა ბლოგი და ვიფიქრე, მოდი მეც ვცდი მეთქი … მაშინ ძირითადად პირად ამბებზე ვწერდი. ვწერდი რა – რამდენიმე პოსტი მქონდა იმ ბლოგზე. ახლა იმასაც ვერ ვიხსენებ რა ერქვა ბლოგს და მის ლინკსაც ვერ ვპოულობ :/არადა ერთობ საყვარელი ბლოგი იყო – თავისი პატარ-პატარა, პირადული ამბებით. კვირაში რამდენჯერმე ვიცვლიდი სახელსა და ბლოგის url-ს. 2009 წელს შევქმენი ის ბლოგი, რაც ახლა მაქვს – Dreamar’s Blog. დიდხანს ვირჩევდი სახელს. ბოლოს Dreamar-ზე შევჩერდი. ახლა რომ შემექმნა, სხვა სახელი მექნებოდა. ჩემი პირველი პოსტი ამ ბლოგზე 2009 წლის 17 აპრილით თარიღდება. სულ მალე ბლოგი 6 წლის გახდება! )) ვწერ ყველაფერზე რაც მიყვარს/მძულს/მაწუხებს. თავდაპირველად მინდოდა ინკოგნიტო ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ხანდახან ისეთ თემებზე ვწერ, რაც ძალიან პირადულია: უცნობი, არამეგობარი ადამიანებისადმი სულის გახსნა კი იმ საფრთხეს შეიცავს, რომ მათ, შესაძლოა, სულ სხვანაირად გაიგონ რისი თქმა გსურს და სხვა შთაბეჭდილება შეექმნათ შენზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირადი ბლოგია, წერისას ვცდილობ დავიცვა გარკვეული ჟურნალისტური სტანდარტები: ინფორმაცია, რომელსაც გავცემ შეესაბამებოდეს სიმართლეს და იყოს გადამოწმებული. აი თუნდაც, სანამ რაიმე ფილმზე დავწერ მომეწონა-მეთქი, კარგად უნდა დავფიქრდე – მართლა მომეწონა თუ არა. :დ
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
პირველ რიგში ჩემი თავისთვის. ბლოგი მთელი ისტორიაა. შენს ცხოვრებისეულ მოგონებებს, წარსულ მოსაზრებებსა და ამბებს ადევნებ თვალყურს: უყურებ როგორ იზრდები, იცვლები თუ პირიქით, წლების შემდეგაც მტკიცედ იზიარებ ამა თუ იმ შეხედულებას. ასევე ვწერ, რა თქმა უნდა, ბლოგის მკითხველებისთვის… ყველას აქვს სურვილი საკუთარი “მე”-ს გაზიარების, ან თანამოაზრეებისა და ამა თუ იმ საკითხში მხარდამჭერების მოპოვების. ზოგადად, მიყვარს გულწრფელი ბლოგები და სიამოვნებას მანიჭებს მათი წერაც და კითხვაც. ბლოგი – ჩემი პატარა სამყაროა.
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია?
მიყვარს თბილისი. განსაკუთრებით ზაფხულსა და გაზაფხულზე, ის ადგილები, რომლებთანაც მოგონებები მაკავშირებს: უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, მთაწმინდა. მიყვარს ბათუმი, ოღონდ ზაფხულში. ზამთარში არასდროს ვყოფილვარ: მეშინია, მზიანი და თბილი ქალაქის ნაცვლად სუსხიანი და მოღუშული ბათუმი რომ დამხვდება, არ გადამიყვარდეს-მეთქი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერ კიდევ წინ მაქვს ბევრი ადგილის მოვლა და მონახულება. ასე, რომ საყვარელ ადგილთა ნუსხა მომავალში დიდი ალბათობით გაიზრდება.
სამოგზაუროდ ნებისმიერ ადგილას წავიდოდი – არ არსებობს დედამიწაზე ადგილი, რომელიც არ მაინტერესებს. მთელს დედამიწას მოვივლიდი დიდი სიამოვნებით. მაგრამ ზოგადად მზიანი და თბილი ქვეყნები მირჩევნია – ვგიჟდები ზღვაზე, მზეზე, ოქროსქვიშიან სანაპიროებზე, მუსიკალურ ფესტივალებზე, ცეკვაზე, კარვებზე ბუნებაში და ღამით ცეცხლის გარშემო მეგობრებთან ერთად დალევაზე.
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა “საპაემნოს” ჰგავს)?
მყავს ადამიანი, რომელიც ჩემთვის ზოგჯერ დაქალიცაა, დედაც, მამაც, ძმაც და მოკლედ ყველა ურთიერთობას იტევს :დ ალბათ, ურთიერთობებში მასაზრდოებელი წყარო ისაა, რომ ადამიანებს გარკვეული, პრინციპული მნიშვნელობის მოსაზრებები საერთო უნდა ჰქონდეთ და თანაბრად შეეძლოთ კომპრომისზე წასვლა. მსგავსი მსგავსს იზიდავს. კრიტერიუმებზე ძალიან მეცინება ხოლმე – აი, რომ ჩამოსხდებიან და იწყებენ მსჯელობას: უნდა იყოს მაღალი, ცისფერთვალება, კარგი განათლების მქონე, შემოსავლიანი – რაღაც ასეთად წარმომიდგენია კრიტერიუმებზე სჯა-ბაასი :დ შესაძლოა, ბევრს აქვს ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, მაგრამ მგონია, ცხოვრებაში ამის მიხედვით ნაკლებად ვხელმძღვანელობთ. ურთიერთობებში კი მთავარი საზომი – თანასწორობა, ურთიერთგაგება და ყურადღებაა.
მყავს ადამიანი, რომელიც ჩემთვის ზოგჯერ დაქალიცაა, დედაც, მამაც, ძმაც და მოკლედ ყველა ურთიერთობას იტევს :დ ალბათ, ურთიერთობებში მასაზრდოებელი წყარო ისაა, რომ ადამიანებს გარკვეული, პრინციპული მნიშვნელობის მოსაზრებები საერთო უნდა ჰქონდეთ და თანაბრად შეეძლოთ კომპრომისზე წასვლა. მსგავსი მსგავსს იზიდავს. კრიტერიუმებზე ძალიან მეცინება ხოლმე – აი, რომ ჩამოსხდებიან და იწყებენ მსჯელობას: უნდა იყოს მაღალი, ცისფერთვალება, კარგი განათლების მქონე, შემოსავლიანი – რაღაც ასეთად წარმომიდგენია კრიტერიუმებზე სჯა-ბაასი :დ შესაძლოა, ბევრს აქვს ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, მაგრამ მგონია, ცხოვრებაში ამის მიხედვით ნაკლებად ვხელმძღვანელობთ. ურთიერთობებში კი მთავარი საზომი – თანასწორობა, ურთიერთგაგება და ყურადღებაა.
5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.
მარია







