პარასკევია დღესაო... ძეხვი საერთოდ მეზიზღება, იმის დაწერას ვცდილობ, თუ როგორ დავიღალე :( ნამდვილი ჟურნალისტიკა ისე მწყურია, "ვით უბინაოს ყოფნა ბინაში", გალაკტიონისა არ იყოს...
მაგრამ ისიც ვერ გამიგია ჩვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვინაა ამჟამად და საერთოდ, ვის მივმართო, როცა ჩემს უფლებას დაარღვევენ. მეექვსე კორპუსი ყოველთვის (რაც მე ვსწავლობ) დალაგებული იყო და როგორც მე და ჩემი მეგობრები ვამბობდით, ის ადგილი იყო, სადაც თავს გრძნობდი თავისუფლად და ძლიერად, თუ რაღაც არასწორი მოხდებოდა, იცოდი, ვისთვის მიგეკითხებინა და დახმარება გეთხოვა. ახლა კი ისეთი ქაოსია, ვერაფერს გაიგებ და სიმართლე თუ გინდათ, მოსვლაც მეზარება და ამ გაზარმაცებული ადამიანების დანახვა, რომლებიც უკვე თავისუფლად ეწევიან კორპუსში და არც ის ანაღვლებთ, სტუდენტებს რა აწუხებთ და გილბერტ გრეიპი საერთოდ ვიღაა, თუ ძმა ხარ! მოკლედ, ძალიან მეწყინა დავით პაიჭაძე რომ ჟურნალისტიკის მიმართულებას აღარ ხელმძღვანელობს და მთელი ოთხი წლის მანძილზე პირველად მიხარია, რომ უნივერსიტეტს მალე დავამთავრებ.
მგონი, ჯობია არ ავღელდე და რაბების, აარონის და ზევის ნათქვამი გავიხსენო, ვილოცო ბევრი და წინ წავიდე... პირველ რიგში საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ვიფიქრო. მაგრამ რა ძნელია, როცა ჟურნალისტი ხარ და ვერაფერს ამბობ, როცა ყელში გიჭერს სისტემა და თვალებზე ხელს გაფარებს...
მშურს გილბერტ გრეიპის, მართლა გეუბნებით.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



