სერიალებს როგორ უყურებენ ადამიანები, ესეც აღარ მესმის.
ბოლო ფილმი რაც ვნახე, ედრიენ ბროდის "ცალკე" იყო (არა, დიდ ეკრანზე ბოლოს "გამოსვლა: ღმერთები და მეფეები" ვნახე შარშან დეკემბერში, რომელზე პოსტის დაწერასაც თავი ვეღარ მოვაბი).
ბოლო სერიალი "მეგობრები".
მაგრამ ქეით უინსლეთს რომ მოვკარი თვალი აფიშაზე, ძალიან მომინდა ამ ფილმის ნახვა. ძველი დროის ეკრანიზაციებში ის მხიბლავს, რომ მოქმედებები ნელა მიმდინარეობს. არავინ დარბის, არავინ ილანძღება და რაც მთავარია, ბრიტანული ფილმების ამ ჟანრში ყოველთვის ქეით უინსლეთია მთავარ როლში და მასზე უკეთესი მსახიობი, არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს. ადრე ემა ტომფსონიც მომწონდა, მაგრამ ქეითმა ნამდვილად დაჩრდილა ყველა.
"პატარა არეულობა" - ვერსალელ მებაღე ქალზე
გახსოვთ ძალიან ადრე დავწერე იმ სამ მსახიობ ქალზე, რომლებიც ძალიან მომწონდა ადრე და ერთგვარად ჩემს თავს მათ ვამსგავსებდი? მეც არ მახსოვდა და ახლა გადავაწყდი.
ნიჭიერია ქეითი, დრამატულ როლებს მასზე კარგად ვერავინ ასრულებს, ვისაც მისი ფილმოგრაფია ეცნობა (და მხოლოდ "ტიტანიკით" არ ნსჯის), ნამდვილად დამეთანხმება.
აი, ჩემგან რეკომენდებული სამი ფილმი:
"ჯუდი" - საკმაოდ მძიმე ფილმია. ქეითის როლი - ტრაგიკული და როგორც ყოველთვის, საუკეთესოდ შესრულებული სრულიად ახალგაზრდა გოგოსგან.
კენეტ ბრანას "ჰამლეტში". ქეითის ძალიან ძველი როლი და მეორე ფილმი, რომელშიც ვნახე "ტიტანიკის" შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად აღვფრთოვანდი, მაგრამ ისეთი ახალგაზრდა და განსხვავებულია, სიამოვნებით შეიძლება ყურება.
გარდა ამისა, ვისაც კენეტ ბრანას ფილმები მოსწონს, ძალიან ისიამოვნებს.
"ირისი" - ერთი პერიოდი ისე მიყვარდა ეს ფილმი, ყოველდღე არა და ლამის კვირაში რამდენჯერმე მაინც ვნახავდი ხოლმე. შეიძლება იმიტომ, რომ მეც მწერლობა მინდოდა, წყალი მეც უზომო თავისუფლებას მანიჭებდა და ველოსიპედით ქროლვაც ჩემი სულისად მიმაჩნდა.
ისიამოვნეთ ქეითის ფილმებით დასვენების დღეებში!!! ველოდები თქვენს შთაბეჭდილებებს, თუ გადაწყვეტთ რომელიმე ფილმის ნახვას და თქვენი აზრის გაზიარება ძალიან გამახარებს.






