მაშ ასე, ბროდის სევდიანი თვალებისა და ლამაზი თითების მოყვარულებო,
here's the DETACHMENT:
რომელიც, ჩემებურად, "ცალკე"–დ ვთარგმნე.
ტონი ქეის ფილმია, იმავე რეჟისორის, ვინც თავის დროზე American history X–ით გამაოცა და დიდხანს მაფიქრა. სახელწოდება ალბერ კამიუს ფრაზიდანაა აღებული და გავრცობილი, თუ როგორ არიან ადამიანები ერთმანეთისგან გაცალკევებულები, როგორ ვერ პოულობენ ორ წამს ერთმანეთის მოსასმენად და ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორია დღევანდელი ოჯახები – ტელევიზორსა და კომპიუტერში შემძვრალი, თვალებდაცარიელებული და ინდიფერენტული. თუ არ ვცდები, ფრანგულსა და ესპანურ ენებზე, ფილმი, როგორც "ინდიფერენტულობა" თარგმნეს და შეესაბამება კიდეც.
სასწაული ფილმია. დედაჩემი როგორც იტყვის ხოლმე, დაავადებულ საზოგადოებას ისე კარგად აჩვენებს, გეშინია და ხვდები, შენც აღარაფერი დაგრჩენია, მისგან განცალკევებისა და დამალვისა.
საერთო ჯამში, ფილმი ამერიკის განათლების სისტემას ეხება, თუმცა ასევე კარგად ერგება ნებისმიერი სხვა ქვეყნისას, რადგან მთელ მსოფლიოში დღეს ერთნაირი სკოლებია: დაჩაგრული მასწავლებლებით სავსე, რომლებმაც თავხედი მოსწავლეების უფლებები არ უნდა დაარღვიონ, ამ დროს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოვარდნენ და ერთმანეთი ისე დახოცონ, თვალი არ დაახამხამონ. ბუნებრივია, ასე ცალსახად არ არის ყველაფერი და ამ ფილმშიც ერთმანეთს არავინ ხოცავს, უბრალოდ, სხვადასხვა მხარეა ნაჩვენები, ძალიან ჭკვიანურად და გულისგამყინავად, როგორც ქეიმ იცის ხოლმე.
ვისი ბრალია ძალადობა?
ვისი ბრალია მარტოობა და გაცალკევება?
ვისი ბრალია, მედია რომ გონებას გვიყინავს?
მე გამიჩნდა ასეთი კითხვები ფილმის ნახვის შემდეგ და კიდევ უფრო ავღელდი: როგორ უნდა აღვზარდო ჩემი შვილი მშვიდ და მოაზროვნე ადამიანად? გულკეთილ და ამავე დროს ძლიერი ხასიათის, ნებისყოფის მქონედ?
ან იქნებ მხოლოდ აღზრდაც არ არის "თუ ბუნებამც არ უშველა?.."
ედრიენ ბროდია მთავარ როლში და თვითონაც იცით, როგორი კარგი ფილმი უნდა იყოს, როგორი საინტერესო და სევდიანი.საერთო ჯამში, ფილმი ამერიკის განათლების სისტემას ეხება, თუმცა ასევე კარგად ერგება ნებისმიერი სხვა ქვეყნისას, რადგან მთელ მსოფლიოში დღეს ერთნაირი სკოლებია: დაჩაგრული მასწავლებლებით სავსე, რომლებმაც თავხედი მოსწავლეების უფლებები არ უნდა დაარღვიონ, ამ დროს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოვარდნენ და ერთმანეთი ისე დახოცონ, თვალი არ დაახამხამონ. ბუნებრივია, ასე ცალსახად არ არის ყველაფერი და ამ ფილმშიც ერთმანეთს არავინ ხოცავს, უბრალოდ, სხვადასხვა მხარეა ნაჩვენები, ძალიან ჭკვიანურად და გულისგამყინავად, როგორც ქეიმ იცის ხოლმე.
ვისი ბრალია ძალადობა?
ვისი ბრალია მარტოობა და გაცალკევება?
ვისი ბრალია, მედია რომ გონებას გვიყინავს?
მე გამიჩნდა ასეთი კითხვები ფილმის ნახვის შემდეგ და კიდევ უფრო ავღელდი: როგორ უნდა აღვზარდო ჩემი შვილი მშვიდ და მოაზროვნე ადამიანად? გულკეთილ და ამავე დროს ძლიერი ხასიათის, ნებისყოფის მქონედ?
ან იქნებ მხოლოდ აღზრდაც არ არის "თუ ბუნებამც არ უშველა?.."
მიუხედავად იმისა, ბევრი იტყვის, რომ "პიანისტს" ვერ შეედრება ეს ფილმი და ვერც შეედრება, ისევე როგორც ბროდის გმირი. აქ ისეთი სულისშემძვრელი ვერ არის, როგორც შპილმანის როლში იყო, მაგრამ ცდილობს, ძალიან ცდილობს და ამიტომ, კიდევ უფრო მიახლოებულია რეალობასთან.
ბროდის გარდა, ფილმი სავსეა ბევრი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო მსახიობით, მათ შორის მარსია გეი ჰარდენი, ლუსი ლუ, ჯეიმს კაანი, ბლაით დენერი (გვინეტ პელტროუს ჩრდილში მყოფი დახვეწილმანერებიანი დედა), უილიამ პიტერსენი და სხვები, რომლებიც საოცრად კარგად ასრულებენ როლებს და დიდ სიამოვნებას ანიჭებენ მაყურებელს. ყოჩაღ, ტონი ქეი, ასეთი კარგი ფილმისთვის!
მადლობა ღმ–ერთო ედრიენ ბროდისთვის! :)
ბლაით დენერი
ლუსი ლუ
მარსია გეი ჰარდენი
უილიამ პიტერსენი













