Friday, July 2, 2010

დათა თუთაშხია

ამ ბოლო დროს მგონია, რომ მე სხვა საქართველოში ვცხოვრობდი რამდენიმე თვის წინ და ქართველი ბლოგერების უმეტესობა სხვაგან ცხოვრობს. ამ ბოლო დროს ერთადერთი, რაც ქართულ ბლოგებზე იწერება: სოციალური მედიის "აღორძინება", სხვადასხვა სემინარ-ტრენინგები და სოც. დღეებია; როგორც ვახო ელერდაშვილმა საკაიფოდ თქვა, ერთადერთი რაც იქიდან რჩება "გიგაბაიტობით გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაა".

ძალიან ცოტა ბლოგია, რომლის წაკითხვის შემდეგაც მიხვდები, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რას საქმიანობენ ახალგაზრდები, რას კითხულობენ, რაზე ფიქრობენ. მე აქამდე ბლოგები ინტერნეტდღიური მეგონა, სადაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე წერდნენ და რაც უნდა არ მოსწონდეს ბევრს, ზუსტად ასეთი დღიურებიდან შეიძლება გაიგო ქვეყნის რეალობის შესახებ.
ძალიან უცნაურია, რომ არავის აინტერესებს, რა ხდება მედიცინის სფეროში, რამდენ პენსიას იღებენ მოხუცები, რას სწავლობენ ბავშვები სკოლაში, როგორ დადის ტრანსპორტი, ან რატომ არის გაზსა და დენზე იმხელა გადასახადები. დავიჯერო, ყველა ბურჟუაზიულ-ფულიანი ოჯახებიდან არიან და მშობლებიც კმაყოფილები ჰყავთ ხელფასებით და "მარშუტკებით?"

საერთოდ, რა მინდა და რატომ ვწერ ამ პოსტს, მაქვს რამდენიმე ფავორიტი ბლოგი, მყავს მეგობრები და ძალიან საინტერესო ნაცნობები სოციალურ ქსელებში, დავჯდები და მხოლოდ მათ შევხედავ. მაქვს ყველაზე მშვიდი ცხოვრება, რომელიც ღმერთის გარდა არავიზეა დამოკიდებული...

P.S. დათა თუთაშხია ;) :/ :|