Thursday, February 25, 2016

მალე გაზაფხული რომ უნდა მოვიდეს ვითომ და სხვა მანტრების ამბები

ან ძალიან გავიზარდე, ან ძალიან შევიცვალე, იმიტომ, რომ იმ დღეს ერთი მეგობარი ხარობდა, მალე გაზაფხული მოვა, ენძელები უკვე ამოვიდნენო და მე სიხარულით არ "აღვსილვარ".

მგონი, ძალიან დაღლილი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, როცა ძალიან "ცხოვრებისეული" საზრუნავებით მაქვს თავი გამოტენილი, თითქოს სხვანაირი საზრუნავები არსებობდეს რა. მომავალზე დარდი, ფინანსები, სწავლა, გადასახადები... არ ვიცი, რა უნდა ამ ყველაფერს ჩემგან. აააააა!!!


ფოტო უბრალოდ, პოსტის თემისგან დამოუკიდებლად, ჩემი ვახშამი

ეს იმაზე, ვითომ გაზაფხული რომ მოდის.
სხვა ამბები რა დავწერო, არ ვიცი.

დღეს გადავწყვიტე ასეთი "მანტრა გავიკეთო" ამ პერიოდისთვის, რომელიც ყველა სხვა "მანტრას" უკუაგდებს. ანუ ადამიანურ ენაზე (რამდენადაც ეს ჩემს ბოლოდროინდელ დაღვარჭნილ ქართულს შეეფერება) რომ მოგიყვეთ, ჩემი მანტრის იდეა იმაშია, რომ არ ვეძიო გარე სამყაროსა და ადამიანებისგან დაფასებას, აღიარებას და სხვა ამაო ეგოტისტურ რამე-რუმეებს.

  • ანუ რასაც ვაკეთებ, გავაკეთო ჩემთვის!
  • რაც მომწონს, მომწონდეს ჩემთვის.
  • არ მივაქციო ყურადღება გარემო ფაქტორებს!
  • დავივიწყო სტიმულატორული სლოგან-პოსტერები, რომლებიც ახლა ყველა კუთხე-კუნჭულში კიდია და გვახსენებს, როგორი მაგრები ვართ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ... (სინამდვილეში არაფერიც არ ვართ, ინდუსტრიისა და რეკლამის საცოდავი ზომბების მეტი)

და რა ვიცი, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, ინტერნეტიც ხომ ამ ვითომდა გამამხნევებელი ფოტოშეგონებებითაა სავსე, როგორი ბედნიერები ვართ ყველანი იმით, რომ ზუსტად ასეთები ვართ და ჩვენ ვართ, რაც ვართ.
ჰოდა, მოდი, მხოლოდ ქართველურ მენტალიტეტს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, ნახევარზე მეტი მსოფლიო გადარეულია საკუთარ მე-ზე.

მე კიდევ ლამის 5-6 წლისწინანდელი მესავით ისევ გული ამერიოს და ცეკვა დავიწყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 25 კი არა, 31 წლის ვარ უკვე და მგონი, სტაფილოსფერიც აღარაფერი გამაჩნია :დ სამაგიეროდ, სოლომონთან ერთად, კიდევ ორი ბოკვერი მყავს და ტაფის გახეხვაზეც აღარ ვბღავივარ.
ცხოვრება ყოველთვის უფრო პოზიტიურია, ვიდრე ჩვენ გვგონია. აი, როგორც კი თვალს მოვაცილებთ სლოგანებს და encouragement ბულშითოლოგიებს, ამას ძალიან კარგად დავინახავთ!!!

ბედნიერ ღამეს გისურვებთ, დღესაც და კვირის დასასრულს, დასვენების დღეებს!!!
მართლა, ბედნიერები ყოფილიყავით ჩემო ორიოდე მკითხველო, კმაყოფილები (ძნელია ეს ძალიან, მაგრამ ხანდახან შესაძლებელი) და ჯანმრთელები!!!

მუდამ,

Mama სოფი