არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, როცა ვენეციაზე ვნახე ფილმი და იმის შემდეგ დავიწყე ოცნება. ოცნებები კიდევ, როგორც წესი, ისეთი მიუწვდომელი ჩანს ხოლმე, რომ მათ ახდენაზე იშვიათად ვფიქრობთ. ბავშვობაში ასეთი ოცნება ჰოლივუდის მსახიობობა მქონდა :D ეს უფრო შტერული ოცნებაა, მაგრამ ვენეციაში წასვლის შემდეგ, უკვე აღარაფერი გამაკვირვებს. არ ვიცი, ვენეცია რატომ იყო ასეთი აუხდენელი ოცნება; ალბათ იმიტომ, რომ მინდოდა მქონოდა “საკუთარი” ადგილი, სადაც სიზმრებში წავიდოდი და დავიკარგებოდი. ვენეცია კი – ზუსტად ის ადგილია, სადაც რეალობაშიც ყველას გაგიხარდებოდათ დაკარგვა, trust me.
ბერლინი – ბერგამორაიანეარი – ერთერთი ყველაზე იაფი ავიაკომპანიაა, რომლითაც უმეტესად სტუდენტები და როკ მომღერლები დაფრინავენ (სასწაულსვირინგიანი ტიპები ისხდნენ ჩემს გვერდით, თან ყველა სავარაუდო ადგილი გახვრეტილი ჰქონდათ). ბერლინიდან ბერგამოს აეროპორტში ჩავფრინდი, იქიდან ავტობუსით წავედი მილანში. შესაბამისად
ჩემი პირველი დიალოგი იტალიელ მძღოლთან შედგა: ულვაშიანი და გულიანად მომღიმარი კაცი იყო, რომელმაც მგზავრებს გულახდილად გვითხრა, ჯერ ტუალეტში წავალ და ბილეთებს მერე მოგყიდითო. ასეც მოიქცა და მერე მთელი გზა მობილურზე ლაპარაკობდა. გასაგებია, საქართველოს მოქალაქისთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ ბერლინის წესრიგს რომ ვარ მიჩვეული, გული მისკდებოდა, რამეს არ დაჯახებოდა. მერე პატარა მანქანა გადაუდგა წინ და ჩვენი ულვაშა მძღოლი მაშინვე გადაუხტა და ლამაზი იტალიურით გამოლანძღა.
ერთ საათში
მილანში ვიყავით.
Mama mia! არ ვიცი,
ამ ქალაქში ხალხი როგორ სუნთქავს: მეტროშიც კი ხალხს ისეთი სუნამოები ასხია და ისეთი ფეხსაცმელები აცვია, გავოცდი. ჩემი საზოგადოებრივი ტრანსპორტისადმი
გრძნობები კი იცით, ამიტომაც მეტროთი გადავწყვიტე ქალაქის ცენტრში წასვლა, სადაც მსოფლიოს მოდა
“დადის”. მინდა გითხრათ, რომ თვითონ მეტრო და ვაგონები თბილისისას
ვერ ჯობია, აქაც ბევრი ხალხი დადის და ერთმანეთთან “ჩახუტება” ჩვენზე არანაკლებ უყვართ.
რა დავწერო მილანის ამ რაიონზე, არც ვიცი. უბრალოდ, მიდიხარ, ადამიანებს უყურებ და რასაც ხედავ, მხოლოდ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, სუნამოები და სალონიდან ახალგამოსული, ორთქლადენილი თმებია. ყველაზე მოხუცსაც კი “პრადას” ჩანთა უჭირავს და მის ძაღლს “ლუი ვიტონის” საყელური უკეთია. იმდენად გულისამრევი იყო ჩემნაირი სოციალისტისთვის იქ გავლა, ერთი სული მქონდა, მატარებელში როდის ჩავჯდებოდი და ვენეციაში წავიდოდი.
ვისაც მოდის აკვანი პარიზი ან ნიუ იორკი ჰგონია – ძალიან მაგრად ცდება.
მილანი – ეს არის მსოფლიოს ყველაზე მატერიალისტი და ბრენდ-ფრიკების შესაფერისი ადგილი, სადაც მაკდონალდსსაც კი ოქროსფერი fancy ლოგო აქვს. და კიდევ ერთი "მნიშვნელოვანი" რაღაც: მე მეგონა, იტალიელი მამაკაცების
“ვნებიანობა” გადაჭარბებული და პრანჭია ქალების მოგონილი იყო. არაფერიც: აბსოლუტურად ყველა straight (ამით ვარჩევდი) კაცი, ქალთან ერთადაც რომ მიდიოდეს, აუცილებლად შეავლებს თვალს სხვა ქალს. არ ვიცი, იტალიელი ქალები როგორ იტანენ ასეთ კაცებს.
Fashion victim :D
"Devil wears Prada"
მილანიდან ნელი მატარებლით წავედი ვენეციაში. ძალიან საინტერესო მგზავრობა იყო და რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს, შესაძლებლობა მქონდა ბევრ ადამიანს დავკვირვებოდი: სერბ ფეხბურთელ ბიჭებს, რომლებიც ამერიკელ სტუდენტს არწმუნებდნენ, ამერიკა ყველაზე კარგი ქვეყანაა ამქვეყნადო; ესპანელ წყვილს, რომლებიც მთელი გზა ერთმანეთის კალთაში ისხდნენ; უსიმპათიურეს კათოლიკე მღვდელს, რომელიც, ჩემსავით, სულ მგზავრებს ათვალიერებდა... =))
ვენეცია.რა წარმოგიდგებათ თვალწინ ამ სიტყვის გაგონებისას?
ზუსტად.
ვენეცია არის ოცნება.
ვენეცია არის ის ადგილი, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. როგორც კი ფეხი დავდგი, პირველი, რაც გავიფიქრე, იყო:
“ნეტა, ღმერთი რას ფიქრობდა, ვენეციას როცა ქმნიდა-მეთქი?..” ძალიან ცოტა სურათი გადავიღე. ჩემი აზრით, იქ სურათები მხოლოდ პროფესიონალებმა უნდა გადაიღონ, მე კიდევ – უბრალოდ დავდიოდი და ვტკბებოდი, განვიცდიდი ვენეციას თავისი “წყლიანი ქუჩებით”, სევდიანთვალებიანი გონდოლიერებით, ბრჭყვიალა ნიღბების მაღაზიებით და თავი გასულ საუკუნეში წარმომედგინა.
მე და ჩემი მეგობრები პირველად
გეტოში წავედით იმ რაბინის სანახავად, რომელმაც მოაწყო ჩვენი ეს მოგზაურობა.
გეტო ადრე იყო, ბუნებრივია, ახლა ერთი ძველი და ისტორიული ადგილია ებრაული რესტორნით, მაღაზიებით, კაფეებით,
იეშივით, სინაგოგებით და უამრავზე უამრავი ტურისტით. როცა დადიხარ, ვიწრო შუკებში შეხვალ და გზა გეკარგება, ყველაფერი ძალიან საინტერესოდ გეჩვენება, მაგრამ როცა წარმოიდგენ, იყო დრო, ხალხი გეტოში ცხოვრობდა და იქიდან გასვლის უფლებაც არ ჰქონდა, რომანტიკაც იკარგება და სურათი ძალიან ბნელდება...
შაბათის ვახშამი რესტორან
“Gam Gam”-ში გვქონდა, მდინარის ნაპირზე. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, დიდხანს ვერ ვხვდებოდი, მესიზმრებოდა თუ მართლა ვენეციაში ვიყავი და ასე, უბრალოდ, ღვინოს ვსვამდით.
ხედი ჩემი ოთახიდან ჯერ ისევ ემოციებით ვარ სავსე და ბოლომდე ვერ ვიგონებ იმ ყველაფერს, რისი დაწერაც მინდოდა. გამახსენდება ნელ-ნელა ადამიანები, ადგილები, სხვადასხვა ამბები იტალიაზე და აუცილებლად დავწერ.
ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი ვენეციაშირაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მოგზაურობამ დამანახა, რომ
ადამიანი არასოდეს უნდა იყო დამოკიდებული სხვებზე. ბოლომდე მინდობა მხოლოდ ღმერთსა და საკუთარ თავზე შეიძლება. შენით უნდა გაიკვლიო გზა და გონიერებასთან ერთად, აუცილებლად მოხერხებულიც იყო.იტალიამ საქართველო გამახსენა რატომღაც: ხალხი აქაც ძალიან კეთილგანწყობილია უცხოელი ტურისტების მიმართ, ცხარე საჭმელები უყვართ, ქუჩაში გიჟებივით მოძრაობენ, მძღოლები იგინებიან და მობილურზე ლაპარაკობენ, გოგოებს დილიდანვე მაკიაჟი "უკეთიათ" და
ნაგვის ყუთებზეც დიდად არ ფეთდებიან. ამიტომ მჯერა, რომ იბერია გაბრწყინდება :) ბოლოს და ბოლოს, ჩვენი პრეზიდენტი ბერლუსკონის ბევრად ჯობია.