Tuesday, June 1, 2010

I'm just glad when something nice happens

Jesse: I don't know, I think that if I could just accept the fact that my life is supposed to be difficult. You know, that's what to be expected, then I might not get so pissed-off about it and I'll just be glad when something nice happens.


მომავალ week end-ზე ე.წ. "Out Shabbat" გვაქვს და რამდენიმე გოგო მილანში მივდივართ, მერე იქიდან - ვენეციაში. ჰოდა, სანამ ბილეთების ფასებს ვათვალიერებდი (საბედნიეროდ ბილეთების ფასის რაღაც პროცენტს მიდრაშა გვიხდის და ამიტომ ძვირი არ გვიჯდება, თორემ წელს ძალიან, depressively გაძვირებულია ფრენები) უცებ ეს ფილმი გამახსენდა და მომენატრა.
ვენაშიც მომინდა წასვლა, მაგრამ საკუთარ თავთან პირობა მაქვს დადებული, რომ ვენაში ჯერჯერობით არ წავალ ;)

"Dring, dring... c'est moi, Celine..."

საკმაოდ დატვირთული და რთული დღეები მაქვს, სავარაუდოდ 1-2 კვირა კიდევ ასე გაგრძელდება, მაგრამ ყოველ დილას იმხელა ენერგიით ვიღვიძებ, რომ არ შემიძლია, ღმერთის მადლობელი არ ვიყო.

13 comments:

Anonymous said...

სასიამოვნო მოგზაურობა და კარგი ფოტოების გადაღება ;)
ამ ფილმზე გავჭედე და ამ ქალზეც კი იცი შენ.
და მაგის გაგრძელებაც ყოფილა და უნდა გადმოვწერო და უყურო ;)

ნან said...

ძალიან მიყვარს ეს ფილმი, აღარც მახსოვს უკვე რამდენჯერ მაქვს ნანახი. სანტორო, გაგრძელებამ იმედი გამიცრუა, მაგრამ რა ვიცი, იქნებ შენ მოგეწონოს.

კეთილი მგზავრობა სოფი! საერთოდ მგონია რომ ეს ბლოგიც ფილმს ჰგავს. კონკრეტულად შენი ბლოგი. ხანდახან ისეთი პოზიტიურია, ეჭვი გეპარება, სოფი გოლდენი გამოგონილი პერსონაჟია თუ ნადვილი ადამიანი :)

Anonymous said...

მიყვარს ეს ფილმიც და ვენაც! სასიამოვნო მგზავრობას გისურვებ! :)

lilugold said...

ბედნიერ და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებ.
ეს ფილმი მეც შემაყვარე ;)
<3<3<3

Zurriuss said...

ვენეციაში რომ გაიცურავებ, გრანდე კანალში თითი მაინც გაატყაპუნე და მერე რომ გნახავ (ოდესმე მაინც), იმ თითზე გაკოცებ. არა აქვს მნიშვნელობა, რომელზე :((

clown said...

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებ სოფი ^_^

Sophie שרה Golden said...

@ როდრიგო, მე გაგრძელებაც მომეწონა, რომელსაც "მზის ჩასვლამდე" ჰქვია. განსაკუთრებით დასასრული :ლოლ:

@ ნან, მგონი, მართლა ფილმია და არ არსებობს, ვარსებობდე =)) მე მომეწონა გაგრძელებაც, პირველს ვერ შეედრება, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან რეალურია. თან მხოლოდ ერთი კამერითაა გადაღებული, როგორც ვიცი.

@ უნაამარგა, ლილუგოლდ, კლოუნ, მადლობა, მადლობა, loves!

@ ზურიუს, კოცნები არ გამაგონო და თუ გინდა ერთ "ბანკა" ვენეციის წყალს ჩამოგიტან :P

Qilipa said...

კარგია როცა ასეთი საინტერესო ამბებითაა დატვირთული დღეები :) აბა ბედნიერი მგზავრობა და ბევრი, ბევრი სიამოვნების მიღება შენ :)

Keti said...

რა კარგი ამბებია! ბედნიერ მგზავრობას გისურვებ, ფოტოებითაც გაგვიზიარე შთაბეჭდილებები :)

ეს ფილმი მიყვარს.

Taa said...

რამდენიმე გოგო მილანში მივდივართ, მერე იქიდან - ვენეციაში.

vaime
vaime
vaime
rogor mshurs sheni
ai gulit geubnebi - dzalian mshurs
minda sastikad milanshi
ai dzalian uzomod minda

Anonymous said...

;))

Lord Vader said...

იტალიაში არ ვარ ნამყოფი.
მილანში ბერლუსკონის ქუჩა მოინახულე აუცილებლად. :)

ვენა კი კაია... თუმცა, პრაღა ჯობია. იმჰო.

ეგ ჟიული დელფი არაა? ფილმი არ მახსოვს რომელია, მარა ლამაზი გოგოა. :)

CinnamonGirl said...

იტალია ძალიან მიოყვარს <3 მილანში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვენეცია მოგეწონება ;)

და გისურვებ ყოველ დილით ასეთ ენერგიაზე გაიღვიძო ;)