ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო და მე სამჯერ შევედი უკვე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
ეთო ერთი პატარა გოგოა, დიდი ბიჭების ციცქნა დაიკო.
მეტი არ ვიცი რა დავწერო, ისე გადავეჩვიე ბლოგზე და საერთოდ, წერას. ი-მეილებს თუ მივწერ მეგობრებს და ოფიციალურ წერილებს, სუპერმარკეტისთვის სიებსაც კი აღარ ვწერ, უკვე ისე ვიცი, რა გვჭირდება და რა - არა.
ეს ორსულობა ურთულესი რამე გამოდგა. თითქმის ყველა ლათინური დიაგნოზი მქონდა დასმული, რაც შეიძლება არსებობდეს ორსულობაში: არასწორად მიმაგრებული პლაცენტა, სისხლის მიმოქცევის პრობლემა, თითქმის პრე-ეკლამფსია... ჩემს ექიმს ბოლომდე სჯეროდა, რომ საკეისრო არ ამცდებოდა და ვინც იცის ჩემი შეხედულება საკეისროზე, წარმოიდგენს, რამხელა პანიკა მქონდა პირველ ხანებში.
ინტერნეტს როცა მივმართე საშველად, იქაც მხოლოდ საშინელი ამბები ეწერა და საბოლოოდ დავხურე ყველაფერი, გარდა თორისა (ბიბლია) და "ვეფხისტყაოსნისა".
მართლა გეუბნებით.
გავიხსენე ჩემი და შოთა რუსთაველის მარადიული დევიზი: "უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე_ცა_მებნეს ხმელთა სპანი" და ცხოვრება განვაგრძე.
მადლობა ღმ-ერთს და "ჩემი" სამშობიაროს გადასარევ ექიმებს, სასწაულად პროფესიონალ ბებიაქალ მარტინა პ-ს, რომელიც დედასავით მწმენდა ცხვირს და ცრემლებს, როცა ორ გაჭინთვაში გავაჩინე პატარა ბურთულა და არ მჯეროდა, რომ ცოცხალი გადავრჩი და თანაც საკეისრო არ დამჭირდა, არა!!!!!
არავითარ შემთხვევაში არ განვსჯი იმ ქალებს, ვისაც ეს დასჭირდა ან ვინც თავად აირჩია, მაგრამ გარდა იმისა, რომ მე მშობიარობიდან ორ საათში სირბილი მიყვარს, კიდევ ორი პატარა ბავშვი მყავდა სახლში, რომლებსაც ასევე მორბენალი დედა სჭირდებოდათ და უფლება არ მქონდა, ნაოპერაციები ვყოფილიყავი.
ამასთან ერთად, ცოტა ფანატიკოსიც ვარ და ბუნებრივი მშობიარობა მიყვარს :-))))
დამიჯერეთ, ყველაზე მტკივნეული პირველია, დანარჩენი შვილები უადვილესად ჩნდებიან და ზუსტად იმ მომენტში გავიწყდება ტკივილები, როცა გულზე პატარა ფართხალა არსებას დაგიწვენენ და მზად ხარ, კიდევ ბევრჯერ გაიარო ეს გზა.
ახლა ცხოვრება სასწაულად სწრაფია, ცოტა გემოზე არეულ-დარეული ჩემი სახლივით, მაგრამ ვის ადარდებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერი დედ-მამა და შვილებია. კვირაში მხოლოდ ერთხელ მტვერსასრუტის ჩართვას და ორ კვირაში ერთხელ იატაკის მოწმენდას არავინ მოუკლავს :ლოლ:
აი ასე.
მე კი ისევ უბრალო სოფი გოლდენი ვარ, როგორც იტყვიან, Jenny from the block :-D
ადამიანები ისევ მიყვარს, მწვანე ვაშლები და მზე რომ თვალებში მომიჭყუტუნებს დილით, ისიც.
ბედნიერები იყავით და უშიშრები!!! თუ სიკეთით და ღმერთით დადიხართ, არასოდეს წაიქცევით, გინდაც წაიქცეთ, მუხლებს დაიბერტყავთ და წინ წახვალთ ღიმილით.
რაღაც სექტანტივით გამომივიდა, მაგრამ მართლა ასეა :-))))




