ოხ, ნატალია!!!
ჩვენზე:
- გეუბნები, არაფერია. დიდი არაფერი ყრია წიგნებში, ამაზე არ იდარდო. ბოლო პერიოდში საერთოდ ვერავინ წერს რამე ნორმალურს, ბლოგებსაც კი. გაივლის ესეც. ის წარმოიდგინე, ეს მწერლები შენზე თავისი გავლენის მოხდენას რომ ცდილობენ (თუნდაც ჩემი კეთილი სელინჯერი) და თავის იდეებს, აზრებს, დემონებს რომ გახვევენ თავზე და ცხოვრების ბოლომდე აღარ გეშვებიან. ესე იგი, კარგიცაა, რომ აღარ/ვეღარ კითხულობ, საკუთარი დემონებიც გ(ვ)ეყოფა.
- ვერც მე.
- არც ჩვენ :-/
- მე კიდევ აწყმო უფრო მაშინებს ამ ბოლო დროს, არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ, ვიცი მომავლის შეცვლა არ შემიძლია, მაგრამ აწმყოს სხვანაირად "გადაწყობა" ხომ ოდნავ მაინც ძალმიძს (მჯერა, რომ კი), ჰოდა მერე როცა აწყმოსაც ვერ ვერევი, შიში უკვე მავიწყდება :-)
- იმ დღეს ერთმა ბავარიელმა მეგობარმა მითხრა, ოთხი შვილის დედაა, 40 წლის თითქმის: თუ გინდა მეგობრები გყავდეს, პირველ რიგში შენ უნდა იყო კარგი მეგობარიო და იმის მერე ეს მაქვს გონებაში ჩარჩენილი.
რა კარგია, რომ გენატრება, ესე იგი გყავს.
მე კიდევ ვკარგავ მეგობრებს ქარში ბეჭდებივით... (ეს ფრაზა რომელი ლექსიდან უნდა იყოს?)
ზოგადად:
- ვირტუალური ურთიერთობა კიდევ, გეუბნები, მკვდარია დასაწყისიდანვე!!!
- მე მხოლოდ ინსტაგრამიღა მქონდა დღეს საღამომდე და ამოვშალე ტელეფონიდან. იცი, რატომ? ბავშვების სურათებიც მიყვარს, ბითურულ სელფებსაც ავიტან და საჭმელების წინ- და უკანახედებსაც, მაგრამ არაფერ
სიკეთეს არ მაძლევდა, მივხვდი და წავშალე.
საერთოდ, ამ ბოლო დროს ყველაფერს უარვყოფ, რასაც ვხვდები, რომ ჩემში სიკეთისა და უკეთესი ადამიანის გაღვიძება არ შეუძლია...
გერმანიაში:
- აქ ღმ-ერთი საერთოდ არ არსებობს.
- აქ არავის ებრძვიან საკუთარი თავის გარდა, მგონი.
- ცდილობენ ყველა შეიყვარონ და ყველასადმი ტოლერანტულები იყვნენ, მაგრამ არ გამოვა!
ეგ არასოდეს გამოვა!!! იმიტომ, რომ ევროპა ქერა და ფითქინა, უსულო და ცივსისხლიანია, პასუხისმგებლობიანი და პირდაპირი, აღმოსავლეთი კიდევ შავი და მელოტი, გულიანი და სულიანი, ზარმაცი და ბაქია. ხო ხვდები?
- ადრე ვიყავი კოსმოპოლიტი და მჯეროდა, ყველამ იქ უნდა იცხოვროს, სადაც გული და სული უწევს-მეთქი. დღემდე ამ აზრის ვარ, მაგრამ იმაზე დიდი სიბოროტე არ არსებობს დედამიწაზე, როცა ადამიანს ძალით უწევს თავისი სამშობლოს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და იქ გადახვეწა, სადაც მას არავინ ჰგავს და არც თვითონ უნდა სხვას ჰგავდეს... ლტოლვილობა კიდევ უდიდესი ტრავმაა ყველასათვის. მუსულმანებისადმი დიდი სიყვარულით არ გამოვირჩევი, მაგრამ მეცოდებიან ის ჩვეულებრივი, ჩვენნაირი ადამიანები, რომლებიც ნახევარადამიანებად ითვლებიან, რადგან საკუთარი აღარაფერი დარჩენიათ.
ერთი სირიელი ოჯახი გავიცანი ამასწინათ, ზუსტად ჩემი ბურთულების ტოლი შვილები ჰყავთ მათაც. მშვიდობაზე მეტად არაფერი უნდათ. განათლებულები არიან და ერთ დროს სამსახური ჰქონდათ, ბინა, მანქანა... დღეს კიდევ აღარაფერი, მხოლოდ სხვების ნაჩუქარი ტანსაცმელი და დაყვედრებული სოციალური დახმარება. გასაგებია, მათ შვილებს, სავარაუდოდ, არცთუ ისე ცუდი მომავალი ელით ევროპაში, თუ კარგად ისწავლიან, მაგრამ ახალგაზრდა მშობლებისთვის ეს ტრავმა მაინც სამუდამო იქნება, სამშობლოდან გადახვეწისა და ფესვების მოკვეთისა.
ეს რა საშინელი სევდიანი პასუხი გამომდის, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მაგრამ მომინდა მეპასუხა და მეთქვა, რომ არაფერი იკარგება უკვალოდ. არ ვიცი, თუ გახსოვს, ადრე ვწერდი ჩემს საყვარელ რებეცინ რობერგზე, რომელიც სულ გვარწმუნებდა თავის სტუდენტებს,
nothing is ever lost-ო და აი, წლების შემდეგაც კი, მჯერა მთელი სულით და გულით, არაფერი იკარგება!!! იყავი კეთილი და კეთილად:
სიკეთეა ფესვები, ტოტები და ყველაფერი ამ ქვეყანაზე.
Sunny hugs and kisses,
მუდამ სიყვარულით,
Mama სოფი
პ.ს. შენს მეგობარ დათას კიდევ ვეტყვი, რომ მართლა კარგი ტიპია ადამიანი, თუ ეგ ყველაფერი არ არის. კაცია ადამიანის პონტია რა. კაცია-ადამიანი?! - ასე არ იყო? :-))))