ამ ფოტოს ნახვის შემდეგ, გული კიდევ უფრო ამიჩუყა. ვისაც შვილები ჰყავს, თანაც ბიჭები, ალბათ გამიგებს, რასაც ვგულისხმობ.
უკვე რამხელა ბიჭია ბრუკლინი და წარმომიდგენია, ვიქტორია როგორ ამაყობს და როგორ უხარია თავისი ასეთი საყვარელი და ლამაზი პირმშოს დანახვა. იმიტომ, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეს, პირველი მაინც განსაკუთრებული იქნება.
წარმოვიდგინე, ეზრა რომ ბრუკლინისხელა იქნება...
ბედნიერები და ჯანმრთელები იყვნენ ბექჰემები თავის ლამაზ შვილებთან ერთად და ვისაც ვიქტორია არ მოსწონს, შეუძლია გაისეირნ-გამოისეირნოს, იმიტომ რომ ვიქტორია მაინც ვიქტორიაა, ყველაზე განსაკუთრებული ქალი, ნიჭიერი, გონიერი და შრომისმოყვარე.
ეს კიდევ ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი baby spice, ემა ბანტონია, ისიც თავის ბიჭებთან ერთად.
რა მაქვს მე, ამ შემთხვევაში, ვიქტორიასა და ემასთან საერთო, გარდა ბავშვობისა და მათი სამივე ალბომისა, stay tuned, როგორც იტყვიან ჩვენი მეგობრები, და მომდევნო პოსტებში გიამბობთ ;)
ბედნიერ კვირას გისურვებთ და გაზაფხულის მალე მოსვლას!!! უკვე მოსულია თითქმის, სულ ცოტაც.









