2009 წელს
ასეთი პოსტი დამიწერია, გჯერათ?
როგორ შევცვლილვარ, მე თვითონაც არ მჯერა.
იმ პოსტიდან 5,5 წლის შემდეგ - ვცხოვრობ ცივ ქვეყანაში, ჩემს ცხოვრებაში ა რ ა ვ ი ნ ერევა, მით უმეტეს მეზობლები. ასევე არავის ადარდებს ჩემი თმა, წონა, სხვადასხვა შეხედულებები, ჩემივე თავის გარდა.
თბილად ჩაცმა საერთოდ შემძულდა, თანაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ან ორსულად ვარ, ან ლაქტაციის დედოფალი მგონია თავი, შესაბამისად სულ ჰორმონებთან ჭიდილში და უმეტესად მცხელა.
ყინულისთვალებიანი კლაუსი კი არა, მსოფლიოში ყველაზე ძველი ერის სევდიანთვალებიანი ქმარი მყავს.
ინგმარ სანდბერგიო :ლოლ: 18 წლის რომ ვიყავი, მაშინ გავიცანი კუნძულ სანტორინიზე. ვიცი, მაგარი შტერობაა. მაშინ ფემინისტი ვიყავი, თანაც რადიკალური, ისეთი,
თმებს რომ არ იჭრიან, ან მე ასე მეგონა, რადგან სადღაც მქონდა წაკითხული. ბუნებრივია, საერთოდ არ მიმიქცევია მაშინ მისთვის ყურადღება და ჩვენი საუბრები ჩვენი ქვეყნების პოლიტიკის მიმოხილვას არ გასცდენია, მაგრამ gosh, როგორ მომწონდა!!! :დ შტერო\ინტელექტუალო ბიჭებო, როცა გოგო თქვენთან პოლიტიკაზე საუბრობს და კატეგორიულად
არ გაქცევთ ყურადღებას, იცოდეთ, რომ გული უდუღს და სინამდვილეში
ამელივით დნება.
[ბუნებრივია, გაერთიანებულ ტელეკომს საერთოდ აღარ ვახსენდები :დ ]
დედაჩემი ისევ თანახმაა ყველაფერზე, თუმცა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი რევოლუციონერი შვილი ტრადიციულ-რელიგიურად დაქორწინდებოდა, შვილებს გააჩენდა, შაბათისთვის მარტო მოამზადებდა უთვალავ კერძს, გამოაცხობდა ნამცხვრებს და ეგოისტი შვილიდან გულაჩუყებულ big fat mama-დ იქცეოდა. Ma, love u! Love u! Love u!
(წმს იგივე PMS ისევ არაფერ შუაშია. ლაქტაციის პერიოდში,
როგორც წესი, მენსტრუალური ციკლი რამდენიმე თვე იგვიანებს)
პოსტის წერა კი რამ დამაწყებინა ამ შუაღამისას? ა, ჰო, ფემინიზმზე ფიქრმა და ამ
სასწაულმა ბლოგმა, რომლის ავტორიც ძალიან კარგად წერს და სიამოვნებით ვისაუბრებდი მასთან. საერთოდ, მსგავს ბლოგებზე დიდად არ ვგიჟდები, არც ასეთი ტიპის სტატიებს ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ რამდენიმე პოსტში ძალიან საინტერესო და გონივრული ხედვა დავიჭირე და ამან გამახარა.
მახსოვს, ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა ადრე ხუმრობით, ფემინიზმი სამზარეულოს წინსაფარზე გაცვალეო. გამეცინა,
იუმორი მიყვარს, როგორც ჩემი ერთი ქართველი მეზობელი-ახლობელი იტყოდა თავისი განსაკუთრებული ტონით და ადვილად არ მწყინს, ამიტომ მალევე დამავიწყდა.
რაჭველივით (გენებს ხომ ვერსად წაუხვალ, თუნდაც მამის მხრიდან) ახლა გამახსენდა, ეს რომ მითხრა და ვიფიქრე, ამეხსნა, თუ რატომ არ გამიცვლია
ჩემი ფემინიზმი არაფერზე და თუ როგორ შეიძლება ამ ორივე ცნების შეთავსება (ფემინიზმსა და დიასახლისს ვგულისხმობ).
ბუნებრივია ფემინიზმის ისტორიაზე საუბარს არ მოვყვები, გუგლიც და ინგლისურიც ბევრმა ჩემზე უკეთ იცით.
წლების წინ რადიკალისტი რომ ვიყავი, ეს ცოდვად ხო არ მეთვლება?
ახალგაზრდა როცა ხარ, ემოციური უნდა იყო, იდეალისტი და სისტემა გძულდეს, ტრადიციებს უარყოფდე და ყველანაირი კლიშეს წინააღმდეგ მიდიოდე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიყავი და სწორ გზად ეს მეჩვენებ
ოდა.
დღეს კი, 30-ს მიკაკუნებული როცა ვარ, ჩემი ემოციები სხვა საქმიანობაში იჩენს თავს, იდეალიზმი თითქმის დამისამარდა, ის სისტემა, რაშიც ცხოვრება მიწევს, უმეტესწილად მისაღებია ჩემთვის, ტრადიციული რომ ვარ, ჩემი 2010-11 წლის პოსტებიდან უკვე კარგად ჩანს და კლიშეებსაც ვერ გაექცევი ცხოვრებაში თურმე.
მოიცა, აბა ფემინიზმი რა მექნა?
ჩემთვის ფემინიზმი არ არის ქალების უფლებებზე საუბარი და იმის მტკიცება, რომ ორივე სქესი თანასწორები ვართ. იმაზე აღშფოთება, რომ ფიზიკურ ძალაზე საუბარი და ამით ქალის დაკნინება ძალიან სიმდაბლეა სისულელესთან ერთად.
ფემინიზმი არ არის მამაკაცების სიძულვილი, მათი შეურაცხყოფა და დამცირება.
ვიცი, ეს უფრო იმიტომ, რომ ჩემი გეოგრაფიული რეალობა სრულიად განსხვავდება საქართველოსა და სხვა მუსულმანური სამყაროსგან დატოვებული გავლენის მქონე ქვეყნებისგან (თუმცა, ვეჭვობ, რამდენიმე წელში შეიძლება ევროპაც დადგეს მსგავსი პრობლემების წინაშე)
ჩემი ფემინიზმი არის ქალების მხარდაჭერა, გამხნევება და მათთან იმ უფლებებზე საუბარი, რაც აქვთ. რაც უნდა იცოდნენ. რაც თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩემთვის ფემინიზმი არის ნებისმიერი ადამიანისთვის სტიმულის მიცემა და დახმარება.
ქალებმა უნდა იცოდნენ, განსაკუთრებით იმათ, სახლში რომ არიან და ბავშვებს უვლიან, კერძებს ამზადებენ, მერე ქმრის მოსვლას სიხარულით ელოდებიან, რომ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ეს უფასდებათ კიდეც.
როცა ადამიანების ურთიერთობა თანასწორია, როცა ადამიანები ერთმანეთზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე მხოლოდ საკუთარ თავსა და სიამოვნებაზე, ბევრად ბედნიერები არიან და სიამოვნებასაც ისინი უფრო მეტად იღებენ, ვიდრე ეგოისტები, აგრესიული და ღვარძლიანები.
როგორც ყოველთვის, ყველა საკუთარი კუთხიდან ვნსჯით, ყველა საკუთარი მაგალითის მიხედვით ვუყურებთ სხვებს და გვგონია, ჩვენ ვართ მართლები და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად.
ვფიქრობ, სულაც არ არის ეს ცუდი.
ყველა ქალი დასაფასებელია, მიუხედავად იმისა, თუ რა უნდა ან რა აქვს ცხოვრებაში, მნიშვნელობა არა აქვს მის კარიერულ, ოჯახურ თუ სპორტულ არჩევანს.
სწორედ ესაა ჩემი ფემინიზმი - არ არსებობს უკეთესი და უარესი სქესი, რასა, რელიგია. ვარსებობთ ადამიანები, ყველანი ერთნაირად მივისწრაფით ბედნიერებისა და უზრუნველობისკენ. სანამ იქამდე მივალთ, სასწაული სულიერი და ფიზიკური ბრძოლა მოგვიწევს, სადაც სინამდვილეში ფიზიკურ ძალას მნიშვნელობა საერთოდ არა აქვს (ჰმ, მოიცა, პოსტის წერისას იდეა მომივიდა, რამე სექტა ხომ არ ჩამოვაყალიბო, რაღაც ძალიან გავუტიე ჩემს უცნაურ "პატაფიზიკას" :ლოლ: )...
მოკლედ, სულიერი თავისუფლება, სილაღე, სიმშვიდე (oh yeah, პატარა
დრაკონები შვილები როცა არ გაძინებენ), ბრძოლა, განათლება, განათლება, ბრძოლა!!! - არც ისე
ბრძნულად ჟღერს, მაგრამ ეს არის, რაც არის.
ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ!
მადლობა ჩემს მკითხველებს.
დიდი მადლობა ი-მეილებს რომ მწერთ, მენდობით და მახარებთ :-)