ყველაზე ცოდო ხომ ის ადამიანია, რომელიც ვერ ხედავს, არ ესმის, თანაც იმიტომ კი არა, რომ უნარშეზღუდულია, უბრალოდ რაღაც სხვა, rather mental, შეზღუდვები აქვს. ადრეც ხომ ვწერდი, რამდენიმე ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც რუსები ისე სძულს, რომ ერთსაც არ იცნობს პირადად. განსაკუთრებით ძალიან სასაცილოა, ადამიანები რომ დასცინიან იმ დროს, როცა მოსკოვში ნაყინის საჭმელად მიფრინავდნენ 37 მანეთად. კიდევ უფრო სასაცილო (rather ironic) ისაა, რომ ეს ადამიანები თბილისის იქით არ წასულან, ან თუ წასულან ისევ თბილისში :| ყველამ იცის ჩემი შეხედულება კაპიტალიზმის მიმართ, სადაც მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები უფრო მეტად ღარიბდებიან. არ მეგონა, თუ ვნახავდი კიდევ ვინმეს, რომელიც იტყოდა, რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერი ცუდი არ იყო, რომ არა რევოლუცია - უმეტესი ჩვენგანი იჯდებოდა ახლა და თავად-აზნაურებს ქუსლებს დაფხანდა, ან კიდევ უარესი - რომ არა იგივე ლენინი, უსწავლელები და მონები ვიქნებოდით. ვნახე და მიხარია. პირველ კურსზე, მახსოვს, გვასწავლიდნენ ქართული ენის სტილისტიკას და მაშინ თავისუფალ თემაში დავუწერე ლექტორს, როცა ჩაკეტილია სივრცე, ჭუჭრუტანიდან ყველაფერი უკეთესი ჩანს-მეთქი, მაგრამ როცა გაიხსნა რკინის კარი, აღმოჩნდა, რომ იქ არაფერია ისეთი განსაკუთრებული. ცუდია, როცა ვერ აფასებ, ადამიანურად რომ გექცევიან. როცა მართლა 37 მანეთად მოსკოვში მიფრინავ და ახლა კიდევ 37 ლარად ბათუმშიც ვერ წახვალ, ჰო, კაი, შეიძლება წახვიდე, მაგრამ ვეღარ წამოხვალ, მატარებლის ფასი თქვენც იცით. როგორც დედაჩემი იტყოდა, ადამის დროიდან არ შეცვლილა ადამიანი :| სულ თავისუფლებას ეძებს, ეძებს და ბოლოს გალიაში ჯდება, როგორც ჩვენ ვსხედვართ ახლა და არ მითხრათ, არაო. რამდენი თქვენგანი ყოფილა საზღვარგარეთ ან თუნდაც მოსკოვში? 37 მანეთი დაივიწყეთ.[მართლა ასეა. ადამიანების ცნობიერება და სურვილები არასოდეს იცვლება. შეიძლება ველოსიპედი უკვე გამოგონილია, მაგრამ მისწრაფება მაინც იგივეა, რაც ადამის და ევას დროს. ადამიანებს გვინდა რაღაც სხვა... ამიტომ ვცხოვრობთ წვალებით, ოფლისდენით ვშოულობთ ფულს/პურს და ასე იქნება მანამ, სანამ მოვა მესია. ყველა ხომ მაინც ველოდებით, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მერამდენედ, მთავარია, რომ გმირები გვინდა ყველას, გმირები და ცვლილებები. პოლიტიკური ცვლილებებიც სწორედ ეს ცვლილებებია, სადაც ადამიანები, თაგვებივით, თხრიან, თხრიან და დანარჩენი ანდაზაშია.]










