Thursday, June 25, 2009

Everybody goes to Hollywood - not really

ძალიან მიყვარს პარადოქსული სათაურები, რომლებიც პოსტებს არ შეესაბამება სამაგიეროდ ჩემს განწყობაში ზის. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც მადონას ეს სიმღერა ავიკვიატე და ყველას ხოლივუდში ვაგზავნი, ცუდი არაფერი იფიქროთ.

სანამ ჰოლივუდი ჩემთან მოვა მუჰამედივით, უნდა მოგიყვეთ ჩემი უნივერსიტეტის ამბები. ჩემი სადიპლომოს კვლევითი ნაწილი უკვე ჩაბარებულია, ხვალ მზად იქნება თვითონ ჟურნალი და ივლისის დასაწყისში დაცვაც მოგვიწევს.

ამ პოსტის დაწერა გუშინ მინდოდა, მაგრამ ვერ მოვიცალე. თან ცხელ გულზე ვერიდები ხოლმე წერას, იმიტომ, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს, შესაბამისად ჩვენს უნივერსიტეტსაც. გუშინ მარის ბლოგზე წავიკითხე მისი აღშფოთებული პოსტი, როგორ წაართვა მეექვსე კორპუსის დაცვამ მის ჯგუფელს სტუდბილეთი იმის გამო, რომ აუდიტორიაში მერხზე იჯდა :| დეტალები თქვენ მარის ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, მე, პირადად, გაოცებული დამტოვა. მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, როცა დაცვის კაცმა აუდიტორიის გასაღები არ მომცა, იქ რა უნდა გააკეთოთო, თავიდან ავუხსენი, რომ ლექტორიც უნდა მოსულიყო და საქმე გვქონდა, მაგრამ როცა ვერ გავაგებინე, ორგიას ვაწყობთ-მეთქი, ცოტა გავბრაზდი. საბოლოოდ, მომცა გასაღები, ეჭვი მაქვს, არ იცოდა, რა იყო ორგია. ყველაზე საწყენი ისაა, რომ ბოლო წლებში, უფრო მეტად კი შარშან, მეექვსე კორპუსი ჩემი სახლივით იყო. მთელი დღე იქ მიწევდა ყოფნა, რადიოგადაცემების, სხვა დავალებების მომზადება და არავის გაუბედავს, 6 საათია და დაახვიე აქედანო, ამ დროს მარი წერს, გინება დაიწყო დაცვამ, როცა ცოტა ხნით დარჩენა ვთხოვეთო. Have no comment! :|

მე კიდევ მაინც მიყვარს უნივერსიტეტი. შეიძლება ბევრი არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცები ვისწავლე, გვყავდა ისეთი ჭკვიანი და გაგებული ლექტორი, როგორიც ნინო ჟიჟილაშვილია; ყველას სახელი რომ ახსოვდა, ისეთი დათო პაიჭაძე; მარინა ვაშაყმაძე, რომლისგანაც პირველად გავიგე, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი; ია ანთაძე, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ჩვენი პიროვნებით დაინტერესდა :) იმ ლექტორებისგანაც კი, მხოლოდ მანქურთის მნიშვნელობაზე რომ გვეკამათებოდნენ, ვისწავლე ის, რომ ბევრზე ბევრი ადამიანი არსებობს ამქვეყნად, თავისებური, სწორხაზოვანი, მრავალფეროვანი, მწვანე, წითელი, ლიბერალი... და მე მაინც მე ვარ :)

მე კი მე ვარ, ძნელად ვბრაზდები და მეცინება, შლომოსი არ იყოს, მაინც ყველაფერი ამაოებაა და რატომ უნდა მოვუშალო ადამიანებს ნერვები, რატომ უნდა დავიბოღმო და სხვას ხასიათი გავუფუჭო, როცა შემიძლია ჩემი ცხოვრების და გარშემო სამყაროს ოდნავ შეცვლა, მაგრამ სულ რომ ისე არ ხდება, როგორც მე მინდა? მოკლედ, გუშინ ვაპირებდი უნივერსიტეტის ამჟამინდელი მთავრობის გაფარჩაკებას, დაცვების მიწასთან გასწორებას, "გმადლობთ, რომ არ ეწევით" განცხადების ქვეშ გაბოლებაზე ქილიკს (ჰუჰუჰუ). არ ვიცი, იქნებ იმიტომ მეზარება ახლა ამაზე წერა, რომ დასრულდა ჩემი და უნივერსიტეტის relationship, ნაკლებად განვიცდი დაცვის უხეშობას და დანგრეულ კომპიუტერებს, გასული საუკუნის ყავისფერ კონდიციონერებს, რომლებიც არ მუშაობენ, ბუნებრივია; გაუჩინარებულ გრანტებს, თვითმმართველობის თვითდაფინანსებას. Суета сует, или мне все кажется...

8 comments:

Anonymous said...

)) კარგი პოსტია. ძალიან მომეწონა.
ეხ, ვინ იცის, რამდენჯერ გადაურჩა ჩემი უნივერსიტეტი ჩემს ბლოგპოსტებს. გავბრაზდებოდი, გადავწყვეტდი დაწერას, მერე ვმშვიდდებოდი და ვიკიდები.
ალბათ, ადრე თუ გვიან მაინც დავწერ რამეს შემაჯამებელს ) დიდი იმედი მაქვს რომ მივაღწევთ მე და ჩემი ბლოგი მაგ დრომდე ) ისე, ძალიან კარგი პოსტი იყო, მომეწონა )

Natalia said...

აუ სოფი,შენს ნოსტალგიურ პოსტებს რომ ვკითხულობ უნივერსიტეტზე მეც სევდა შემომაწვება ხოლმე გულზე - სულ რაღაც 1 წელი და.. :D

კარგია სტუდენტობა :)

Anonymous said...

არა რაა,ის სტუდენტობის წლები მაინც სულ სხვაა რააა:)))) მე ნამდვილად არ მეგონა,თუ ასე ძალიან მომენატრებოდა მშობლიური უნივერსიტეტი :(

Keti said...

მე კი მგონია, რომ დაკიდება არ ვარგა, ანუ კრიტიკული აზრის გამოთქმაც, და საერთოდ, აზრის დაფიქსირება იმაზე, რაც გარშემო ხდება და ოდნავ მაინც გვაღელვებს, აუცილებელია. სხვაგვარად უკეთეს გარემოში ცხოვრებას ვერ შეძლებთ. ჰოდა, კარგია, რომ დაწერე :)

green said...

hm! dacvas ertxel ise vechxube imis gamo rom ar gvishvebdaaaaaaaa...eget rameebs ver vikideb,pirikit,ise vertobi xolme chxubit..saertod agar maxsov amaoeba ama kveknisa :D :D :D posti momecona..tu araa ak sachiro moconeba-armoconebis dapiksireba?

Anonymous said...

მე რომ სტუდენტობის პერიოდში ვყოფილიყავი ბლოგერი მართლაც რომ ბევრს დავწერდი ჩემს ფაკულტეტზე მიმდინარე მოვლენებზე. ახლა უკვე ეს საკითხი აღარაა აქტუალური, თუმცა შენი არ იყოს, მე მაინც მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და მეც საკმაოდ ბევრი ვისწავლე იქ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ლექტორისაგან მისწავლია რამე. გვყავდა ისეთი კატეგორიაც, რომლებსაც სამართლის სწავლება ხომ არ შეეძლოთ და არც სხვა მხრივ იყვნენ რამით საინტერესო,მაგრამ სტუდენტობა მაინც საუკეთესო პერიოდია და ამ პოსტმა მძაფრი ნოსტალგია გამოიწვია ჩემში. მშობლიური მეორე კორპუსი მომენატრა! :(

მარი ახსიაშვილი said...

სოფი, დავნაღვლიანდი:–)))

უფრო იმიტომ, რომ არ მინდა გაისადაც აქ ყოფნა, მინდა ვამთავრებდე, რომ გული მწყდებოდეს, რადგან გასული წლები მართლა მომენატრება.. გაისად აქ რას ვიზამ და გავაკეთებ , არ ვიცი.. არ მინდა, მე–6 კორპუსი , ის ცისფერი შენობა, რომელშიც დღე–ღამეში თითქმის 12 საათს ვატარებ (კომპიუტერის ოთახებში თუ მის გარეთ), არ დამენანოს.. მინდა , რომ მენატრებოდეს.. ახლა რომ ვამთავრებდე, მართლა მომენატრებოდა ყველაფრის მიუხედავად, რადგან ბოლო ორი წელი მართლა დაუვიწყარია ჩემთვის ..

აი, გაისად კი.. ალბათ, მხოლოდ ლექციებზე თუ მოვალ.. სხვა რა უნდა გავაკეთო:–)))

იმ დაცვას კი არ შევარჩენთ:–)0)

DreaMar said...

როგორ მიხარია, სადიპლომოზე მუშაობას რომ მოვრჩით :)
უნიც მომენატრება,ბავშვებიც და ლექტორებიც :)
სამწუხაროდ, დაგეთანხმები, რომ ია ანთაძე იყო ერთადერთი ლექტორი, ვინც ჩვენი პიროვნებით დაინტერესდა. უსაყვარლესი ადამიანია:)