ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ თუ სადმე, რამე ტრენინგი, ფოკუს-ჯგუფი, მრგვალი მაგიდა (ან მართკუთხა) ტარდება, მიწვევენ და მეც ძალიან მიყვარს მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი საუბრიდან ბევრი არაფერი გამოვა, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდები ჩემი შეხედულების სისწორეში და სხვებიც იმავე, საკუთარ აზრზე დარჩებიან. ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ არცერთი ტრენინგიდან შეცვლილი არ წამოვსულვარ.
გასულ კვირასაც მოვხვდი ასეთ ტრენინგზე, უფრო სწორად დისკუსიაზე, რომელიც ეხებოდა "ტოლერანტობას". ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ ამ სიტყვას, რომ აღარ მაინტერესებს ეს საუბრები რელიგიაზე, დემოკრატიაზე, ჰომოფობიასა თუ ჰომოფილიაზე. Whatever! მაგრამ როცა დისკუსიაში/ზე ხვდები, უნდა ისაუბრო და შენი აზრი გამოხატო. ადრეც ვწერდი ამაზე, რომ ჩემს ნაჭუჭში ვცხოვრობ, თუ ვინმესთან ვურთიერთობ, ისინიც, ჩემსავით, თავიანთ ნაჭუჭებში ცხოვრობენ და ვართ ასე გამონაჭუჭებულები. ამ დისკუსიაზე აღმოჩნდა, რომ მონაწილეების 50% დასანახად ვერ იტანდა ჰომოსექსუალისტებს, დანარჩენი 50% თავს იკავებდა კომენტარისგან, მე საერთოდ არ ვითვლებოდი, იმიტომ, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც თქვა, არ მაინტერესებს, ვის ქალი ურჩევნია და ვის - კაციო. ყველაზე სასაცილო ისაა ხოლმე, ზოგჯერ მთელი აუდიტორია მეტაკება და "ტფუი ეშმაკსო" იძახის, ზოგჯერ კიდევ - ყველა ჩემს აზრზე გადმოდის. აქაც, როცა ვთქვი ჩემი აზრი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე, რამდენიმემ "დასძინა", პრინციპში, ჩვენც არ გვეზიზღებიან ეგენი, პროსტა არ მოგვწონანო :| ერთმა ბიჭმა ღიმილით შემომხედა (?), გეებს ვერ ვიტან, ლესბოსელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო. Yeah, well :D
როგორც ყოველთვის, საუბარი სიყვარულით და გაგებით დასრულდა, მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ ჩემი რელიგიური და "ერისკაცული" ხედვა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მერე რა, რომ რელიგია არჩევანის თავისუფლებას ქადაგებსო...
სინამდვილეში კი ასეა: რამდენიმე წლის წინ გავიცანი ორი ფრანგი ტურისტი ქალი, რომლებიც გავლით იყვნენ "ჩემს" კუნძულზე და მიდიოდნენ კუნძულ ლესბოსზე, სადაც თურმე ყოველწლიურად ლესბოსელების შეხვედრა ეწყობა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ შუაგულ ევროპასა და დემოკრატიის აკვნის დამრწევ ქვეყანაშიც კი, მათ დანახვაზე ჩურჩულებდნენ და უცნაურ მზერას აყოლებდნენ; ისე მოხდა, რომ გავისაუბრეთ, მომიყვნენ თავის შესახებ - ვეგეტარიანელები იყვნენ, ბავშვები და ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდათ, თუმცა ბევრს მათთან მეგობრობა აღარ სურდა. ძალიან ჩვეულებრივი საუბარი გვქონდა, გაცნობითი, როგორიც შეიძლება ტურისტს და გიდს ჰქონდეთ, მაგრამ ბოლოს დავინახე, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და არა სექსუალური მონსტრები, რომლებიც ყველას ეკიდებიან (ჰეტეროსექსუალების უმეტესობას ისინი რატომღაც ანომალებში ეშლებათ, მანამდე ლამის მეც ასე მეგონა და ცოტა ეჭვით ვუყურებდი). უბრალოდ, მოხდა ისე, რომ სხვა გზა აირჩიეს და რახან აირჩიეს, იქ მთავრდება ჩვენგან მათ ცხოვრებაში ჩარევის უფლება.
დღემდე მგონია, რომ მაშინ, ამ ქალებთან საუბარმა ბევრი რამე მასწავლა. პირველ რიგში, ადამიანების მიღება ზუსტად ისეთების, როგორებიც არიან და კიდევ - თავისუფალი არჩევანის დაფასება.

11 comments:
imistvis rom sxvisi nebis da tavisufleba miigo shen tviton unda gqondes eg orive da + amas unda azrovnebde, xoda you are lucky ertic gaqvs meorec da mesamec dadanarchebi kida gaushvi na vse chitiri storani! yvelas ar sheuzlia miigos is rac ar icis da ar esmis ganvitarebis da azrovnebis ar arsebobis gamo rac zalian dasanania
Sophie Golden მართალი ხარ, დისკუსიები და განხილვები ზოგჯერ მოსაბეზრებელი ხდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ ვინმეს განხილვა ავუკრძალოთ, თუ არ გვინდა არ წავალთ ამ დისკუსიაზე და ეგ იქნება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი დისკუსიები (ზოგადად დისკუსია) ერთერთი საშუალებაა ზოგჯერ, რომ ბევრ ადამიანს გააგებინო საკუთარი აზრი და ის, რომ შენ, როგორც ადამიანს, საკუთარი მოსაზრების და პირველ რიგში, საკუთარი უფლებებიც დაცვის უფლება გაქვს.
ჩვენთან კი როგორაა მიღებული, ყველას ჰგონია რომ ჭკვიანია, ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, და ხშირად თავისი მხდარი აზრების დასამტკიცებლად ათასწლეულების წინ დაწერილი ციტატებიც მოჰყავთ, და ამასთან ერთად იქვე შეუძლიათ გაანადგურონ და ამობუგონ ადამიანი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, საზოგადპოებრივი სასამართლოები მოუწყონ (როგორც ეს გურიაში დაემართა როკერ გოგონებს), სცემონ იმის გამო, რომ გეია (როგორც ეს კახეთში მოხდა), გამოაგდონ შოუდან და კაპიკიც არ გადაუხადონ იმის გამო, რომ მათი შოუ ყურებადი გახადა (პაკო ჯეობარიდან), ოჯახებში გამოამწყდიონ (რამდენიმე ჩემი ნაცნობი ლესბოსელი გოგონა) და მზის სინათლე არ აჩვენონ.. ასე უამრავი შეიძლება ჩამოვთვალოთ... მიუხედავად ამ დისკუსიების და განხილვების მოსაბეზრებლობისა, ძალაუნებურად, ადამიანებს, რომლებიც ბუნებით მხიარული ადამიანები ვართ (gay) გვიწევს სერიოზულ თემებზე საუბარი, უბრალოდ იმიტომ რომ დღეს არ არის შუა საუკუნეები და ყველამ კარგად ვიცით (მაშინაც უნდა სცოდნოდათ), რომ ყველა ადამიანი თანასწორია (უფლის წინაშეც)... ბევრი ვილაპარაკე...
@ Alexander, ნამდვილად გეთანხმები, უბრალოდ, როგორც პოსტში დავწერე, მე მგონია ხოლმე, რომ ყველა ჩემსავით ფიქრობს და აღმოჩნდება, რომ საშინელი ჰომოფობიაა ქვეყანაში :( მადლობა კომენტარისთვის!
ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთნაირად ფირობდეს. მაგრამ არც ისაა კარგი სხვას რომ აჯერებს ადამიანი მე მართალი ვარ და შენ ცდებიო.
ზოგადად ერთიდაიგივე ინფორმაციას სხვადასხვაგვარად ღებულობსთითოეული ადამიანი. შესაბამისათ ერთს ისე ესმის მეორეს ასე. :)
ჰომოსექსუალებზე აღარ ვწერ კომენტარს, ყველამ იცის ჩემი აზრი მათ შესახებ :)
სოფი, ეგ ტენდენცია მეც შევამჩნიე. სადმე შეხვედრა თუ იქნება ჰომოფობიაზე და რელიგიურ უმცირესობებზე, იქ ყველა საუბრობს ტოლერანტულ კონტექსტში. მერე აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში მათ უმრავლესობას ტოლერანტობა თვალადაც არ დაენახვება და საქმეც ვერ მიდის წინ. შეიძლება ამის ბრალი ისიცაა, რომ ასეთ შეხვედრებს ერთი და იგივე ადამიანები ესწრებიან. ლიბერალები გარკვეულ წრეში იკეტებიან და "დისკუსიობენ", არალიბერალები კი ცალკე მსჯელობენ "ქვეყნის დაქცევასა" და "მასონების შემოტევაზე". ერთად თუ მოხვდა საზოგადოების ეს ორი ნაწილი, მიდის თავ-პირის მტვრევა. გაიხსენეთ შეხვედრა ბიოლში.
გეთანხმები, უმეტესობა (საქართველოშიც და საზღვარგარეთაც) არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს სექსუალურ მონსტრებად აღიქვამს. ანუ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცს იზიდავს ქალები, ხომ? მაგრამ ეს არ უშლის ხელს იმეგობროს გოგოსთან და მეგობრულ ამბავში ხელი გადახვიოს. ჰომოსექსუალისტმა კი ბიჭს რომ ხელი გადახვიოს `ძმაბიჭურად`, ან სულაც შესთავაზოს წამო, ლუდი დავლიოთო, უმეტეს შემთხვევაში აღქმული იქნება, არიქა, მეჩალიჩებად! საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ოღონდ ერთი განსხვავებით, საქართველოში იმ ბიჭს ცხვირ-პირს დაუნაყავენ (კაკ მინიმუმ), საზღვარგარეთ უბრალოდ თავიდან მოიშორებენ.
ვაჰ, მე ის მომეწონა ყველაზე მეტად, "გეებს ვერ ვიტან და ლესბოსელები არ მაღიზიანებენო" :)))))
აი ეგ ჰომოფობია ან დილეტანტობა კი არაა, ეგ არის უკვე გოიმობა რა, მეტი არაფერი :))
როგორ შეიძლება, განათლებულ და ინტელექტუალურ ადამიანს ჰომოსექსუალებზე ისეთი წარმოდგენა ჰქონდეს, როგორც მონსტრებზე.
ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც შუა საუკუნეებში რიჟა და თმაგაშლილი ქალების მიმართ იყო ხოლმე, ჯადოქრობას აბრალებდნენ და ცეცხლზე წვავდნენ.
(არადა, რაის ჯადოქარი, უბრალოდ, წითელთმიანი და თმაგაშლილი ქალი ყველაზე სექსუალურად აღიქმება მამაკაცის არაცნობიერში და ამიტომაც, ისევ სექსის შიშით...)
აი ამიტომ მომეწონა "სალო" (ყველა ერთ ამბავს მიყრის ხოლმე, 20 წლის გოგოს "სალო" რატომ მოგწონსო), იმიტომ რომ ერთადერთი მწარე სიმართლე, რაც ამ ფილმშია, იყო ეგ, რომ ადამიანებს ამოძრავებთ მხოლოდ სექსუალური ენერგია, მიიპყრონ თავიანთი საწინააღმდეგო/გნებავთ იგივე სქესის ყურადღება. თუ ვერ აკეთებენ ამას, მაშინ აგრესიად გარდაექმნებათ.
ჩვენს ქვეყანაში კიდევ რამდენი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი კაცი და ქალი დადის, ვინ დათვლის.... :)
ბიჭო, გასაგებია, ეგრე მე თუ ბიჭი არ მომწონს, მეც თავიდან ვიშორებ,შეიძლება უხეშადაც კი, ეგ რა პრობლემაა :)))))
მაგრამ, არა მგონია, გეები მართლა "აგრესიული მონსტრები" იყვნენ, რომ ყველას "ეცნენ" :))))
@ Enia, გეთანხმები აბსოლუტურად :) შენ და ფროიდი მართლა ბრძენები ხართ :ლოლ: იმიტომ, რომ მართლა ყველაფერი სექსუალურ ენერგიასა და სურვილებზეა დამოკიდებული, ყველაფერი ამით იქმნება ;) როგორც ადამიანები, ისე გენიალური ნაწარმოებები.
ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა ამ პოსტში?
რომ არ თქვი რომ ეს "ტოლერანტობა" წმინდაქართული ფენომენია...
ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის ხალხისგან, რომ აი საქართველოში დოგმებია, საქართველოში თავისუფალი აზრის არმიღებაა...
სინამდვილეში კი ერთი და იგივე ხდება ყველგან...
ყველაზე ტოლერანტული იმიჯის მქონე ქვეყანაში ვცხოვრობ უკვე კარგა ხანია და მივხვდი რომ ეს ფენომენი საერთაშორისოა...
უბრალოდ ზოგ ქვეყანაში მეტად ჩენს, ზოგში ნაკლებად...
და truly open minded ხალხი ყველგან ცოტაა...
eeh, me da zigmundi... ra dro iyo :D:D:D
martali iyo is kaci :P
Post a Comment