Wednesday, December 31, 2008

Sacred - შეწირული - Kadosh


ამოს გიტაის 1999 წლის ფილმი "შეწირული" (KADOSH) ისრაელის წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. ჩვეულებრივად, ამ ფილმს კრიტიკოსები აღწერენ, როგორც ღრმაშინაარსისმქონე, ულტრაორთოდოქსული დოგმების საწინააღმდეგო საგას. ფილმის მოკლე შინაარსის გაცნობა თქვენ ინტერნეტში ბევრგან შეგიძლიათ. ამიტომ მე აღარ მოვყვები.

ჩემთვის ფილმებში ყოველთვის საინტერესოა ის ადამიანი, რომელიც სტერეოტიპების და დოგმების წინააღმდეგ წასვლას ბედავს. ამ შემთხვევაში სულ სხვაგვარად მოხდა, ამ ფილმში უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, თუ ვინ შეძლებდა ბოლომდე თავისი შეხედულებების და რწმენის დაცვას. ფილმის მთავარი გმირი რივკა ხდება შეწირული მსხვერპლი იმ კანონებისა, რომელსაც თალმუდი ადგენს და ადამიანები, უბრალოდ, ასრულებენ. ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა... 10 წლის უნაყოფო (პირდაპირი გაგებით) ქორწინების შემდეგ, რაბინის დაჟინებით, რივკა და მეირი იყრებიან. ამ დროს ერთმანეთი უზომოდ უყვართ. რივკა დარდისგან იღუპება. რივკას გაბედული და მალკა - ქმრისგან გარბის და მუსიკოს იაკობს უერთდება (ესეც პირდაპირი გაგებით).

ფილმის ბოლოს იერუსალიმის მარადიული ხედი ჩანს. მეჩეთი, ეკლესიის გუმბათი, ქვები, ქვები...ამ დროს მახსენდება ჩემი ახლადაღმოჩენილი მწერალი ქალის, დინა რუბინას ნაწყვეტი მოთხრობიდან:
"Довольно часто я размышляю о возникновений феномена мифа в сознаний, в чувствование человечества. Знаменитые сюжеты, исторические личности, произведение искусства, города могут вознестись до сакральных высот мифа или остаться в ряду накопленных человечеством земных сокровищ.
Вот Лондон - огромный, имперской славы город.
Париж - чарующий, волшебный сон!
Нью-Йорк - гудящий вавилон, законодатель мод...
Иерусалим - миф.
Миф сокровенный."

ბოლოს ყველაფერი მთავრდება - ფილმიც, ტიტრებიც და გმირებიც, იერუსალიმი კი დარჩება, დარჩება სწორედ დოგმების შესრულების, რელიგიის ბოლომდე მიღების და შეწირული ადამიანების ხარჯზე.

"If I forget thee, O Jerusalem, let my right hand wither, let my tongue cleave to my palate if I do not remember you, if I do not set Jerusalem above my highest joy." (137, 5-7)."

Thursday, December 25, 2008

no title



I feel bad, sad and low.
I shouted at my cousin today with no reason. I behaved like a total neurotic bitch. I feel awful. I never shout at people and now I hurt very close person of mine.

I don't know, I had quite hard week - meetings, prepositions... too much for a former feminist girl like me.

I am going to Gori on Sunday with my university mates. We are going to make some reports there - meet people and just get to know with post war situation. I can't wait.

But what I really really want now is to get away somewhere far from civilization - take my books and relax. Yes, dear Deborah, I need to relax so bad!!!

I saw Woody Allen's 'Annie Hall', I adore his movies, you know. And Allen's character - Alvy Singer always thinks that Diane Keaton's character's bad mood is caused by her period, and it bugs Annie a lot. Because she doesn't have period, it's just so. I understand Annie.

Wednesday, December 24, 2008

Zig-a-zig-ha - not funny at all


დღეს ომისა და მშვიდობის ინსტიტუტში მქონდა ლექცია, ნინო ჟიჟილაშვილმა წაგვიყვანა. საინტერესო იყო. რა ემოციურები არიან ეს გოგოები, გავოცდი, არა, ცუდად ნუ გამიგებთ, უბრალოდ, მე ვარ ცოტა ცივი და პრიბალტიკურსისხლნარევი ეტყობა. როგორ შეიძლება ის ადამიანი ობიექტურად ჩათვალო, რომელიც ასე საუბრობს: "ტრენინგზე იყო ორი ცალი აფხაზი და ორი ცალი ქართველი", ნუ, ვითომ ძაან ჰიუმორია! კიდევ თურმე აფხაზეთი "აიღეს" სომხებმა, ებრაელებმა, რუსებმა... მე მგონი, ადამიანები უკიდურესობაში ვარდებიან, მომიტევეთ და რას ჰქვია, "აიღეს", უბრალოდ უფრო მეტი სურვილი გააჩნიათ, რომ აფხაზური ისწავლონ და რაღაცები შეცვალონ. რა მნიშვნელობა აქვს მათ ეროვნებას, როდესაც მათ აქვთ ამ ქვეყნის პასპორტი და იქ დაიბადნენ. არასოდეს მესმოდა, ეროვნული უმცირესობის ცნება და მომკალი!!! რას ჰქვია უმცირესობა, როდესაც ადამიანს, სომეხი იქნება თუ ოსი, ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და საუკუნეებია აქ ცხოვრობს? ჩემი აზრით, ის ისეთივე ქართველია, როგორც მისი მართლმადიდებელი თანამემამულე. ეს ქართული პარადოქსები გადამრევს... გინდა საბჭოური გადმონაშთი დაარქვი, მე უბრალო "ბულშითოლოგიას" ვუწოდებ ჩემს ენაზე. :[

ზემოთ ნახსენები ინსტიტუტიდან ფეხით წავედი უნივერსიტეტამდე... კარგ ხასიათზე ვიყავი, მზეს ვგრძნობდი სახეზე, რა საინტერესოა ცხოვრება, ადამიანები. ახლო წარსულში ალბათ ძალიან გაბრაზებული გამოვიდოდი ამ შეხვედრიდან, მაგრამ დღეს უკვე სხვანაირი, მშვიდი, ვარ და ასე ადვილად აღარ ვბრაზდები, თუმცა ერთერთი "მასპინძელი" გოგოს აღტყინებულმა საუბარმა წუთით სუნთქვაც კი შემიკრა და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გავქცეულიყავი, უბრალოდ ნინოს შევხედე, ისიც თავის ლეპტოპში იყურებოდა და მივხვდი, რომ მისთვის უნდა მეცა პატივი. თუმცა წყალი ძალიან მინდოდა, მაგრამ როდის იყო სტუდენტებს საქართველოში ვინმე წყალს ასმევდეს :( ერთადერთი ია ანთაძე იყო, ჩვენს სტუდენტურ კუჭებზე რომ ზრუნავდა ხოლმე კინოჩვენების შემდეგ. როდის იქნება, მე თვითონ ჩავატარო შეხვედრები და თითოეულ ადამიანს ვაგრძობინო, რომ მნიშვნელოვანია. უტოპისტი არა ვარ, ღმერთმა დამიფაროს, ილუზია არა მაქვს, ყველას თავი შევაყვარო, უბრალოდ, მჯერა, რომ შემიძლია თავი მაინც მოვაწონო.

დებორას მუსიკას ვუსმენ :) ჩემი უფროსი მეგობრის, ყველაზე მზიანი ადამიანის, ჩემზე ბევრად მზიანისაც კი :) 'Pesakh Branwein's Nigun'

გუშინ ანდრიუშამ გამომიგზავნა ერთი საყვარელი რუსული სიმღერა :) "Клубничка со льдом", ტკბილი რამეა ;)

Tuesday, December 23, 2008

Tsofiya's watching you :lol:


დღეს ჩემი დაბადების დღეა გრიგორიანული კალენდრით :) მომწონს, რომ ვიზრდები და აქამდე არ მეგონა, თუ ასე მომეწონებოდა. ვგრძნობ, როგორ ვიცვლები (მჯერა, უკეთესობისკენ), უამრავ ადამიანს ვეცნობი, ახალ მუსიკას ვისმენ, ახალ ფილმებს ვნახულობ... ახალი შეგრძნებები მიჩნდება... არა, კარგია, როცა ადამიანი იზრდება, ძალიან კარგია და "იმან" ზემოთ, ყოველთვის იცის, რა ჯობია ;)

დღეს ია ანთაძის ლექცია გვქონდა, ძალიან საინტერესო იყო!!! პირველ რიგში, იმას რა ჯობია, როცა შენმა ლექტორმა იცის შენი დაბადების დღის შესახებ :) ბლოგებზე ვისაუბრეთ, ერთ ნიჭიერ გოგო დოდკაზე, ადამიანებზე, რომლებიც მეგობრებს და საკუთარი აზრის გამოხატვის ადგილ ინტერნეტში პოულობენ... და მეც რომ ერთერთი მათგანი ვარ!!! დღეს იამ ჩვენს თავზე გვასაუბრა, თითქოს ბლოგს ვწერდით :) მე ჩემებური სიტყვა წარმოვთქვი, სამყაროს შექმნაზე, ადამიანების მნიშვნელობაზე, თავისუფლებასა და იდეალებზე, რომლებზეც უარი არასდროს უნდა თქვა...

[მერე ავტობუსით მოვდიოდი სახლში და ერთი გოგო იდგა ჩემ წინ... ლოლიტა : არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მაგრამ ისე ჰგავდა ლოლიტას, ნაბოკოვს წამში გავუგე. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, ცოტა შემეშინდა. : ]
"მაი სფეისში" ერთმა სასწაულმა რეპერმა მთხოვა მეგობრებში დამატება და მოუსმინეთ ერთი, არცთუ ისე ცუდია, ლილ'უეინს ჰგავს რაღაცით, აზრზე ხართ, როგორ ვერკვევი ჰიპ-ჰოპსა ზედა? გაუმარჯოს ტოლერანტობას და ინტერნაციონალიზმს!!! :D მერე რა, რომ უწმაწური ზმნები უყვარს :P კიდევ ერთი საინტერესო გერმანული ბენდი, ჯეიკობ დილანი (ბობის ვაჟი) და მათისიაჰუ, ძალიან მაგარი ხასიდი მომღერალი, რეგის გავლენას რომ განიცდის: check them out:

http://www.myspace.com/biggyello - My rapper ;) 'hungry little nigger' (he said so)
http://www.myspace.com/blackberriesmusic - lovely band never forgetting my birthday
http://www.myspace.com/jakobdylan - Jakob - I love him, he's such a sweetheart :)
http://www.myspace.com/matisyahu - great jewish guy with reggae background :lol:
And, oh, by the way: my jewish birthday is due to 30 Kislev (27th December) so I'll celebrate it twice :) I am happy just for being here alive and shining through people... even through one single person, you know what I mean.

Sunday, December 21, 2008

CHANUKAH SAMEAKH!!!


Nes Gadol Haya Sham - "A great miracle happened there"

It is a day for miracles and a miraculous day itself: so, happy Chanukah to my dear people!!!

for more information, check this out: http://en.wikipedia.org/wiki/Hanukkah

Saturday, December 13, 2008

Где для меня уготовано логово?






ჯერომ სელინჯერი წლებია, რაც ხალხში არ ჩნდება და მასთან ინტერვიუ ყველა სერიოზული ჟურნალისტის ოცნებაა... სელინჯერმა დაინახა, რომ მსოფლიოს ვერ შეცვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჰოლდენის პოპულარობა ლამის ჯონ ლენონისა და იესო ქრისტესას მიუახლოვდა.

ემილი დიკონსონი სახლში ჩაიკეტა, საკუთარი პოეზიის გამოქვეყნებაზე უარი თქვა... არცერთ თავის შეყვარებულს არ შეხვედრია...

ჰემინგუეი კუბაზე წავიდა და კომუნიზმში იპოვა დროებითი თავშესაფარი... მაიაკოვსკივით... მაგრამ ყველაფერი დროებითია, კომუნიზმიც და პოეზიაც... (ფიდელის გარდა ;) )

მანამდე იყო ჯეინ ოსტინი, ცვეტაევა, ესენინი, ვირჯინია ვულფი საკუთარი ოთახის ძიებაში.
რომი შნაიდერი და მერილინ მონრო... არ ვიცი, რატომ ვწერ ამ ბლოგს, რატომ ვიხსენებ ამ ადამიანებს?.. ვერ ვისვენებ... ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა: Relax!.. But I don't want to!!!
"Ты дал мне детство лучше сказки - дай мне смерть в семьнадцать лет!"

Sunday, December 7, 2008

Generation next ;) (dedicated to Deborah Bat Ellie)



When I was a little blonde baby, I told mum that one day I'd marry a rock musician and live like a hippie... doesn't make sense, does it? Guess what mama said? 'You will, dear, if you really want something you will have it one day!' Yeah, mums had always been dreamers ;))

I grew up actually... I still write about rock musicians although haven't married one of them yet. Then I tried to figure out what does the rock music mean to me? A crazy life and living it without limits? Or maybe I have overdone with the 'Led Zeppelin' record? Or am I Janis Joplin's reincarnated spirit? No, I am just a freeborn soul searching for something to hold on and to screw the stereotypes! I just try to live somewhere else while I am living here in the world that had been created in six days by Him above.

60's have faded away without me... 70's have been just shadows of 60's anyway... and I was born in stupid 80's when people believed that Madonna was natural blonde... then I grew up in 90's - the 'Backstreet Boys' and 'Spice Girls' ruled the world... I thought I was that very girl power forgotten my rock prince ;)) but soon I got back and dyed my hair in colour that would make Courtney Love bite her nails.

Now I am quite big girl with red hair listening Lou Reed and thinking: 'Well, if I really want something I'll have it, mama couldn't be wrong...' It is 21st century - pretty fake time to believe in pure rock music or hippish future, I know, but you can never tell ;)) It is always about one's attitude and belief - what is our world like? We should make our world as we want it to be... and let in only those ones who never tell, you are wrong because you are not right, if you know what I mean.

So, just believe in yourself and your ability, and you are gonna get what you've always wanted!

With big SUNNY love, Sophie :)))

Wednesday, December 3, 2008

This too shall pass [or Sophie's peeling the tangerine]


ჰანს ქრისტიან ანდერსენს აქვს ასეთი ზღაპრები, სადაც ყველა საგანი სუნთქავს, გრძნობს, განიცდის და ვისაც ჩემსავით ბავშვობა მისი ზღაპრების კითხვაში გაუტარებია, მიხვდება, რას ვგრძნობ მანდარინის გაფცქვნისას... "ამელიში" არის ასეთი ფრაზა, ვაშლსაც კი გული აქვსო :) დღემდე მჯერა, რომ თოჯინები შუაღამის შემდეგ ცოცხლდებიან და მეჯლისებს მართავენ, უბრალოდ ძალიან პატარა უნდა იყო, რომ ეს დაინახო... თუ უკვე ბოლოკურსელი ხარ და ნიცშეს კითხულობ, ან ღამეებს ინტერნეტში ათენებ, ვეღარაფერს შეამჩნევ. როცა TOEFL გაქვს ჩასაბარებელი და გეზარება... როცა გათენებამდე ამერიკულ მელოდრამებს უყურებ მეგ რაიანისა და ტომ ჰენკსის მონაწილეობით, რაღას უნდა ამჩნევდე. ეს ფრაზა ერთმა ძალიან ახლობელმა და საყვარელმა ადამიანმა მომწერა, ჰოდა ვზივარ და ვამბობ: 'Gam zeh ya'avor'!!! - აბა, რას იზამს-მეთქი.

კრისტინა რიჩის გმირი ამბობს "პროზაკის თაობაში", ანუ ელიზაბეტ ვურცელი, მხოლოდ ფილმებში ხდება, რომ ანგელოზი მოვა და შეგაჩერებსო... არა, ცხოვრებაშიც მოდის ანგელოზი და გაჩერებს, ხელს წაგავლებს და უფსკრულში ჩავარდნისგან გიხსნის, უბრალოდ შენ ვერ ხვდები და გგონია, მაგარი ხტუნვა ვიციო... ახლა არც 80-იანებია და ლუ რიდსაც აღარავინ უსმენს, ელიზაბეტ ვურცელი რას გაიგებს, მით უმეტეს არც ჰარვარდში ვართ და "როლინგ სტოუნისთვისაც" არ ვწერ...

ვიცი, ესეც გაივლის, დროც გაივლის და მეც გავივლი; არ მინდა, ისე გავიარო რა.

ახლა "მზის ჩასვლამდეს" უნდა ვუყურო :) ჟული დელპის და ითან ჰოუკის დიალოგები ისე მიყვარს!!! 'Baby, you are gonna miss the plane...' 'I know!' and Nina Simone sings and sways...

ნახეთ და მოუსმინეთ:

http://www.myspace.com/mattcolemanmusic - the dearest one

http://www.myspace.com/allisonsattinger - the sweetest one

This too shall pass ;) it always does we know :)