Wednesday, December 24, 2008

Zig-a-zig-ha - not funny at all


დღეს ომისა და მშვიდობის ინსტიტუტში მქონდა ლექცია, ნინო ჟიჟილაშვილმა წაგვიყვანა. საინტერესო იყო. რა ემოციურები არიან ეს გოგოები, გავოცდი, არა, ცუდად ნუ გამიგებთ, უბრალოდ, მე ვარ ცოტა ცივი და პრიბალტიკურსისხლნარევი ეტყობა. როგორ შეიძლება ის ადამიანი ობიექტურად ჩათვალო, რომელიც ასე საუბრობს: "ტრენინგზე იყო ორი ცალი აფხაზი და ორი ცალი ქართველი", ნუ, ვითომ ძაან ჰიუმორია! კიდევ თურმე აფხაზეთი "აიღეს" სომხებმა, ებრაელებმა, რუსებმა... მე მგონი, ადამიანები უკიდურესობაში ვარდებიან, მომიტევეთ და რას ჰქვია, "აიღეს", უბრალოდ უფრო მეტი სურვილი გააჩნიათ, რომ აფხაზური ისწავლონ და რაღაცები შეცვალონ. რა მნიშვნელობა აქვს მათ ეროვნებას, როდესაც მათ აქვთ ამ ქვეყნის პასპორტი და იქ დაიბადნენ. არასოდეს მესმოდა, ეროვნული უმცირესობის ცნება და მომკალი!!! რას ჰქვია უმცირესობა, როდესაც ადამიანს, სომეხი იქნება თუ ოსი, ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და საუკუნეებია აქ ცხოვრობს? ჩემი აზრით, ის ისეთივე ქართველია, როგორც მისი მართლმადიდებელი თანამემამულე. ეს ქართული პარადოქსები გადამრევს... გინდა საბჭოური გადმონაშთი დაარქვი, მე უბრალო "ბულშითოლოგიას" ვუწოდებ ჩემს ენაზე. :[

ზემოთ ნახსენები ინსტიტუტიდან ფეხით წავედი უნივერსიტეტამდე... კარგ ხასიათზე ვიყავი, მზეს ვგრძნობდი სახეზე, რა საინტერესოა ცხოვრება, ადამიანები. ახლო წარსულში ალბათ ძალიან გაბრაზებული გამოვიდოდი ამ შეხვედრიდან, მაგრამ დღეს უკვე სხვანაირი, მშვიდი, ვარ და ასე ადვილად აღარ ვბრაზდები, თუმცა ერთერთი "მასპინძელი" გოგოს აღტყინებულმა საუბარმა წუთით სუნთქვაც კი შემიკრა და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გავქცეულიყავი, უბრალოდ ნინოს შევხედე, ისიც თავის ლეპტოპში იყურებოდა და მივხვდი, რომ მისთვის უნდა მეცა პატივი. თუმცა წყალი ძალიან მინდოდა, მაგრამ როდის იყო სტუდენტებს საქართველოში ვინმე წყალს ასმევდეს :( ერთადერთი ია ანთაძე იყო, ჩვენს სტუდენტურ კუჭებზე რომ ზრუნავდა ხოლმე კინოჩვენების შემდეგ. როდის იქნება, მე თვითონ ჩავატარო შეხვედრები და თითოეულ ადამიანს ვაგრძობინო, რომ მნიშვნელოვანია. უტოპისტი არა ვარ, ღმერთმა დამიფაროს, ილუზია არა მაქვს, ყველას თავი შევაყვარო, უბრალოდ, მჯერა, რომ შემიძლია თავი მაინც მოვაწონო.

დებორას მუსიკას ვუსმენ :) ჩემი უფროსი მეგობრის, ყველაზე მზიანი ადამიანის, ჩემზე ბევრად მზიანისაც კი :) 'Pesakh Branwein's Nigun'

გუშინ ანდრიუშამ გამომიგზავნა ერთი საყვარელი რუსული სიმღერა :) "Клубничка со льдом", ტკბილი რამეა ;)

No comments: