




ჯერომ სელინჯერი წლებია, რაც ხალხში არ ჩნდება და მასთან ინტერვიუ ყველა სერიოზული ჟურნალისტის ოცნებაა... სელინჯერმა დაინახა, რომ მსოფლიოს ვერ შეცვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჰოლდენის პოპულარობა ლამის ჯონ ლენონისა და იესო ქრისტესას მიუახლოვდა.
ემილი დიკონსონი სახლში ჩაიკეტა, საკუთარი პოეზიის გამოქვეყნებაზე უარი თქვა... არცერთ თავის შეყვარებულს არ შეხვედრია...
ჰემინგუეი კუბაზე წავიდა და კომუნიზმში იპოვა დროებითი თავშესაფარი... მაიაკოვსკივით... მაგრამ ყველაფერი დროებითია, კომუნიზმიც და პოეზიაც... (ფიდელის გარდა ;) )
მანამდე იყო ჯეინ ოსტინი, ცვეტაევა, ესენინი, ვირჯინია ვულფი საკუთარი ოთახის ძიებაში.
რომი შნაიდერი და მერილინ მონრო... არ ვიცი, რატომ ვწერ ამ ბლოგს, რატომ ვიხსენებ ამ ადამიანებს?.. ვერ ვისვენებ... ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა: Relax!.. But I don't want to!!!
"Ты дал мне детство лучше сказки - дай мне смерть в семьнадцать лет!"



No comments:
Post a Comment