Monday, March 30, 2009

Golden books

Sunday, March 29, 2009

“მასწავლე სიყვარული”

ჩემი პირველი მოთხრობების კრებული “ანგელოზები ავტობუსში” ამ სიტყვებით დავასრულე: “ცოტა მიიწიეთ, მეც დავდგე იმ მთის ქვეშ, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდი.” ყოვლისშემძლე ღმერთს უჭირავს ეს მთა სამყაროს თავზე და, თუ ებრაელები თორის კანონებს არ დაიცავენ, განადგურებით ემუქრება. თუმცა არავინ ჩქარობდა ჩემთვის ადგილი დაეთმო. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მე იქ არაფერი მესაქმებოდა, ან იქნებ სხვებს, უკვე მთას რომ იჭერდნენ, ხელს ვუშლიდი ჩემი დაჟინებული თხოვნით, ადგილი დამითმეთო. მე, უბრალოდ, ვერ ვხვდებოდი, რომ იმ მთის ქვეშ ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. ეტყობა მეგონა, რომ შემეძლო მთის დიდი ნაწილი მე დამეჭირა მხრებით. ყველას თავისი ადგილი ნაპოვნი ჰქონდა, მე კიდევ - საშინელი აზრები მიპყრობდა. “იქნებ ეს ის მთა არაა და არც ის ხალხია? იქნებ ყველაფერი ილუზიაა?”
საბედნიეროდ, ერთი ისტორია გამახსენდა სოლომონ მეფის ცხოვრებიდან.
ერთხელ სოლომონ მეფეს ყოვლისშემძლე გამოეცხადა სიზმარში და უთხრა: “რაც გინდა მთხოვე და მოგცემ შენ.” სოლომონმა უპასუხა: “შენ მეფედ დამსვი, მაგრამ არ გისწავლებია საქმის მართვა. უბოძე შენს მონა-მორჩილს გული გონიერი, ბრძნულად რომ განსაჯოს შენი ერი და გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან.” მოეწონა გამჩენს სოლომონის სიტყვები. უთხრა: “რადგან არ მთხოვე სიმდიდრე, არც მტრების განადგურება, მოგცემ მე შენ სიბრძნეს, სიმდიდრესა და სახელს.”
დავფიქრდი, ჩემთანაც რომ მოსულიყო გამჩენი და ეკითხა, რას ვისურვებდი, რა უნდა მეთხოვა? მე ხომ მეფე არა ვარ. ცხოვრებაში არ მქონია უფროსობის სურვილი. სიბრძნე, თავად სოლომონ მეფის სიტყვებით, კიდევ უფრო აღრმავებს სევდას. რაც მაქვს, ისიც მყოფნის. სიმდიდრე – არ მინდა და არასოდეს მნდომებია. ვნებებიც ასაკთან ერთად ჩაცხრა. სახელი? ხალხის აზრის მიმართ გულგრილი ვარ, რადგან ჯანმრთელობას ამაზე მეტად არაფერი ვნებს. მხოლოდ ერთს ვთხოვდი ზეციურ მეფეს: “მასწავლე შენი ხალხის სიყვარული. ამაშია მთელი საგანძური, რადგან ნათქვამია, ბრძენს თავისი მეტოქეც კი უყვარსო.
ერთხელ მითხრეს: შენ არასოდეს აკრიტიკებ ვინმესო. მე კიდევ ვუპასუხე: ჯერ სიყვარული უნდა ვისწავლო-მეთქი.
უზენაესო, მასწავლე სიყვარული!

P. S. კრიტიკას ბოლო წიგნშიც ვერ ნახავთ (საკუთარ თავს არ ვთვლი). როგორც ჩანს, მისმინა გამჩენმა. ჩემს ერში ცუდს ვერ ვხედავ. ერთგვარ დალტონიკად ვიქეცი. რაც მთავარია – ადგილი ვიპოვე იმ მთის ქვეშ: ვეძებ მცნებებს, რომლების შესრულებაც ჩემ გარდა არავის უნდა, ან არ შეუძლია. ახლა ჩემი დევიზი ასეთია: მაგრად დადექი! მაგრად!

მეირ ლევინი

Thursday, March 26, 2009

ჩემი პირველი ვიდეოპოსტი

მე, საერთოდ, ბევრს არ ვფიქრობ ხოლმე, სპონტანურობის მიმდევარი ვარ :) უცებ მომინდა ვიდეოპოსტის გაკეთება და here I go :)
დანარჩენი თქვენ იცით.

Wednesday, March 25, 2009

Ultimate Bus Show

დღევანდელ დღეზე ითქმის, რომ სასწაული დღე მქონდა.

დილიდან, ვარაზისხევზე რომ არახრახდა ავტობუსი, ვიგრძენი, როგორ მიყვარს სიცოცხლე, როგორ მიყვარს მზე და ადამიანები. სერიოზულად ვამბობ, ისე მიყვარდა ყველა იმ მომენტში, მეთქი ავდგები და ვიყვირებ.

თუმცა, ჩემს ჰუმანიზმს რომ არ ეხება ეს პოსტი, აშკარა უნდა იყოს. დღეს უნივერსიტეტში რუსული სექტორის ჟურნალისტიკის სტუდენტებმა თავიანთი ჟურნალ "ლაბირინთის" პრეზენტაცია მოაწყვეს და დავიპატიჟეთ თავი. ზემოხსენებული პრეზენტაცია VI კორპუსის დარბაზში ჩატარდა. მართალია ჟურნალი გასული წლის დეკემბერში გამოვიდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, პრინციპით მუშაობენ ჩვენი ძმები ;) მე კიდევ მსოფლიოში უსაძაგლეს ანდაზად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ბავშვებს ჟურნალებიც აღარ ჰქონდათ, რომ დაერიგებინათ. პრინციპში ვის დაურიგებდნენ, აღმოჩნდა, რომ 2 საათზე ყველაფერთან ერთად (ყველაფერში იგულისხმება არარსებული ა-ლა ფურშეტი, ნატა რომ ასე ძალიან ელოდა) "მთავრობის" სხდომა იყო და ამიტომ ათიოდე ადამიანი (სტუდენტების ჩათვლით) ესწრებოდა რუსული ჟურნალის პრეზენტაციას. ბელქანიამ ბოდიში მოიხადა, რამდენიმე წამით უკან ჩამოჯდა და ჩემი არაქვეტექსტიანი შეკითხვა ჟურნალის რეცენზენტის მისამართით, რომელიც სტუდენტებს აჯერებდა, ობიექტურობა არ არის საჭირო და ჟურნალისტი სუბიექტური უნდა იყოსო, მოისმინა. ქეთი მეფარიძე შეშფოთდა, შენც ეს გაიგონე თუ მომეჩვენაო? რეცენზენტი რუსულად ლაპარაკობდა.
მალე ეს ხალხი კითხვების დასმას შემაძულებს. აბა, მაინც ვერ მიხვდა ის კაცი კითხვას და იგივე განაგრძო, ობიექტურობა რა საჭიროაო, მაგალითიც მომიყვანა (სულ მთლად ცოცხალი), აი, უნივერსიტეტში რომ ჭერი ჩამოინგრეს და ვინმეს ფეხი მოსტყდეს, შენ სხვანაირად გააშუქებ და მე - სხვანაირადო; მე სისტემას დავადანაშაულებო... მეც მანდ ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ გავუგეთ მე და რეცენზენტმა ერთმანეთს ;) სისტემა უკან მეჯდა.
მერე ერთერთმა ლექტორმა შემახსენა, შენ აქ დაუპატიჟებელი სტუმარი ხარ და რეცენზენტს დააცადე ჟურნალისტების შექებაო, რომელიც ასეთი სახის იყო: ძალიან კარგი ნაწერებია, ჩანს შემართება, ჩანს აზროვნება, მაგრამ უფრო მეტ სითბოს, ჩაწვდომას ვისურვებდი... ვის რად უნდა ობიექტურობა, screw that!

მაგრამ ჩემი დღევანდელი დღის აპოთეოზი ავტობუსით მგზავრობა იყო, სადაც ჯერ ორმა ბიჭმა ველოსიპედი ამოიტანა და ხალხს გზა გადაუღობა. მერე გეპეის პირველ კორპუსთან ორი მუსიკოსი ამოვიდა დოლ-გარმონით, კი ვიეჭვე, ახლა ესენი დაუკრავენ-მეთქი, მაგრამ ბოლომდე სასწაულების მაინც არ მჯერა ხოლმე.
სასწაულები, კიდევ, ხდება და შეგიძლიათ ვიდეო იხილოთ.

Monday, March 23, 2009

Girl talk ანუ ყველაზე არეული პოსტი ამქვეყნად

პოსტის დაწერა ისე არასდროს გამჭირვებია, როგორც ახლა. ერთი სამი-ოთხი დღეა ტირილის მიზეზს ვეძებ, აი ასე. ვგრძნობ, რომ ტირილი მინდა და მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიცინი, მაინც ტირილი მინდა. რამდენიმე მიზეზი კი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად საკმარისია და ღირს, რომ ვიტირო :P

გუშინ ნატასთან და თეასთან ერთად რაღაც საცოდავ პოეზიის საღამოზე ვიყავი, ვაპირებდი დამეწერა ამაზე, მაგრამ შემეცოდა ის პოეტი გასაბითურებლად. იქიდან გვიან წამოვედით და ვითომ მშვიდად უნდა გვესეირნა პლეხანოვზე, უცებ წინ ერთი წითელლიფიანი და გიპიურისპერანგიანი კაცი შეგვეფეთა :( შემეცოდა, გაოცებაც ძლივს მოვახერხე. ნატამ, ნეტა, კარგად შემეთვალიერებინაო. მერე გზად მე დამტუქსა "სულ მთლად გადაჰყევი ამ ბლოგს და ღირსშესანიშნავს აღარაფერს ქმნიო", აქამდე ხომ მე შევქმენი მსოფლიო კლასიკა... მიკვირს ხან, როგორ შეუძლია ამ ერთი ბეწო ნატკას ამხელა ენერგია ჰქონდეს და მეც კი, ტანიან-ჯანიანი ქალი, მიმტუქსოს. მერე გოგოებს მოშივდათ. სანამ ისინი ლობიანს იყოფდნენ და მე კოლით ვიჭყიპებოდი, ვისაუბრეთ ყველაფერზე - წიგნებზე, მარკესის მეძავებზე, ჩვენს საქმიანობაზე, თეას ისევ პიარი იტაცებს, ნატა ჟურნალისტია თხემით ტერფამდე და მე კიდევ... არავინ იცის ჯერ :| ჩემმა მეგობარმა მითხრა, თინიმ, არ გამიკვირდება, ერთ დღესაც სამზარეულოში გნახო სადილს ამზადებდე ან ბავშვს უცვლიდეო, ჰო ვინ იცის. მე არ ვიცი, შეხედულებებიც მეცვლება, მისწრაფებებიც, მიზნებიც. საერთოდ, ყველაზე ხშირად ჩემნაირი ექსფემინისტები მიდიან იქ, სადაც ვერავინ წარმოიდგენს - სამზარეულოში :ლოლ:

დღეს კიდევ ლექციაზე საინტერესო რაღაცები მოგვიყვა გივი ქირიამ, ადამიანებზე, მათ პასუხისმგებლობაზე, ფიზიკურ და სულიერ შესაძლებლობებზე, ზოგ ადამიანს თურმე შეიძლება ხშირად მოსდიოდეს ავარიები, ან ჩხუბი თანამშრომლებთან და ჩვენი ვალია, ფსიქოლოგების (even minors) то есть, გავიგოთ, ზუსტად რაშია საქმე, ასე კალკის დონეზე რომ გითხრათ. ეგ არ ვიცი, მაგრამ დღეს ვცდილობ, ჩემს ბრაზს მოვერიო, არ ავღელდე უმნიშვნელო რაღაცებზე, თავიდან ამოვიგდო სამყაროს შეცვლის სურვილები; მოკლედ, "დავაყენო", როგორც გემრიელად მეტყოდა ვინმე გაბედული :| მაგრამ ძნელია, man, ისეთი ძნელია. უკვე აღარ ვიცი, ვინ ვარ, სად ვარ, რატომ ვარ და მინდა, თუ არა ვიყო. ადამიანები მეცოდებიან. ლილუს ვეუბნებოდი, საქართველო ისე მეცოდება, ვიტირებ-მეთქი :( one more reason to cry. ("ცხელ შოკოლადს" ვურჩევ, ერთი კვლევა ჩემნაირ სოციალისტ-wanna-cry-so-much-type-of-girls-ზეც მოიძიოს)

თუ ამ პოსტს გაუძელით, ჩემი თინეიჯერობის საყვარელ ჯგუფსაც მოუსმინეთ :) ჩემი ბავშვობის მეგობარ თამუნას ჰქონდა წარსულ 1998-99 წლებში Spice Girls-ის სტამბულის კონცერტის ვიდეო და მაძაგძაგებდა მისი ნახვისას. I used to be such a girl power, gosh! :D Все, აღარ ვიტირებ, better dance!

Thursday, March 19, 2009

რა სურთ ქალებსა და ხუბუას





დღეს ძალიან საინტერესო სტატია ვიპოვე "ცხელ შოკოლადში". ორი დღეა ამ ჟურნალს ვერ მოვწყდი. ქალებს ეხებოდა თემა და მათ სექსუალურ ლტოლვებსა თუ მიდრეკილებებს, რომლებზეც ცდებს ბევრი ფსიქოლოგი და სექსოლოგი ატარებს შეერთებულ შტატებში, სხვაგან სად? საინტერესო ის იყო, რომ ცდის შედეგად დადასტურდა, ქალი ბევრად ადვილად შეიძლება აღიგზნოს ფიზიოლოგიურად, მაგრამ ამ დროს გონება აბსოლუტურად მშვიდად რჩება; მამაკაცებთან კი საპირისპიროდ - მათი გონება და გენიტალიები ერთნაირად განიცდიან ლტოლვას საპირისპირო თუ იმავე სქესის მიმართ, ჰომოსექსუალისტების შემთხვევაში. მოკლედ, ძაან მომეწონა მე ეს სტატია და საკუთარ თავზე გადავწყვიტე დაკვირვება ;)))

მაგრამ ჩემი დღევანდელი პოსტი სექსოლოგიის საფუძვლებს და "რა სურთ ქალებს" არ ეძღვნება. ზემოხსნებულ ჟურნალს უნი-ს ბიბლიოთეკაში ვკითხულობ, რადგან იქ ყველა ჟურნალ-გაზეთი უფასოდ გვაქვს ;)) ეს ჟურნალი კიდევ საკმაოდ ძვირი ღირს და იმავე ფასად წიგნების ყიდვას ვარჩევ ხოლმე. იმ საინტერესო სტატიას ვკითხულობდი, როდესაც ბიბლიოთეკაში აჩოჩქოლდნენ (რაღაც ბევრ-ჩ-იანი სიტყვაა...), მეორე კორპუსში, ფიზიკოსების დარბაზში, თურმე გია ხუბუა ატარებს შეხვედრას ჟურნალისტიკის სტუდენტებთანო და აბა, წავედით. სადღაც 10 წუთს ვყოყმანობდი ის საინტერესო სტატია დამესრულებინა ქალების ლიბიდოზე, თუ ხუბუას არააგზნებად შეხვედრაზე წავსულიყავი.

როცა მსგავს შეხვედრაზე მივდივარ და მოპოლიტიკოსო ტიპს უნდა ვუსმინო, წინასწარ ვიცი, რა კითხვაც უნდა დასვა, მაინც იმას გიპასუხებს, რაც თვითონ უნდა. ამიტომ სურათების გადაღებით შემოვიფარგლე. სამაგიეროდ თაზომ და ნატამ იქალვაჟკაცეს და ბრაზიანი კითხვები დაუსვეს ხუბუას. პასუხად, რექტორმა ჩვენი ფაკულტეტის დეკან ნოდარ ბელქანიას მიმართა: კი, მაგრამ რატომ არ გაქვთ საკმარისი კამერებიო? როგორ არ უშვებთ სტუდენტებს პრაქტიკებზე სხვადასხვა მედიასაშუალებებშიო? კი, მაგრამ ნუთუ ასეთი რამე შესაძლებელიაო? ცუდად გავხდი კინაღამ. ისეთი სახე ჰქონდა ხუბუას, მინდოდა მეთქვა, დამშვიდდით, ყველაფერი ჩვენი ბრალია, რომ ასე გაწუხებთ-მეთქი. არ მითქვამს, რა თქმა უნდა, მერე კი ვინანე, რომ არ ვკითხე, ამ phony ფაკულტეტის ადმინისტრაციას არასოდეს შეხვედრიხართ-მეთქი, სად ცხოვრობ, man? ხოდა, ჰოლდენივით, სარკეში რომ იჭერდა ბოქსიორის პოზას, მეც ისე მომივიდა, ჩემთვის ვბრაზობდი და კითხვა მაინც არ დავუსვი. ოქეი, დავუსვამდი და რას მიპასუხებდა? პოლიტიკანურად, თავისკენ შეაბრუნებდა საჭეს და ისევ ბელქანიას ეტყოდა, კი, მაგრამ რატომ არ მოდიხართ თხოვნებით, ჩემი კარი მუდამ ფართოდაა ღია თქვენთვისო, სტენლი კუბრიკის იმ ეროტიკული ბულშითოლოგია ფილმივით 'Eyes wide shut'. ერთი მომენტი, მეორეკურსელმა მეგიმ რომ დასვა კითხვა და სტუდენტები აჟღურტულდნენ, ვიფიქრე, ახლა ვნახავ ცოტა სკანდალს-მეთქი, მაგრამ ვერ შედგა ეს სკანდალი. რექტორმა ისევ დეკანთან გადაამისამართა და თვითონ უცოდველივით იდგა კათედრასთან, გვერდს ცისფერპერანგა თვითმმართველობის ბიჭი უმშვენებდა და ისე ფართოდ იღიმებოდა, მე რომ ცისფერპერანგა ტიპებს ვეტრფოდე, მომეწონებოდა :P
ნათელი წერტილები: თაზო მიკროფონით და იდეებით სავსე იყო :P ამიტომ ველოდები მის პოსტს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. თათია მჟავანაძე, ბოლოს რომ გაბრაზდა და ხუბუას უთხრა, მილიონი წელია წერილი მოგწერეთ და ჯერ პასუხი არ მიმიღიაო. აქ ერთი კი შეხედა ხუბუამ ბელქანიას, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
მერე დარბაზი რომ დავტოვეთ, ნატამ მითხრა, ბელქანია შემეცოდა, რა დღეში ჩააგდო ხუბუამო :ლოლ: ღირსია-მეთქი, გავიხუმრენახევრად ;))) ეგ ბელქანია იყო, კოლოკვიუმებზე რომ მწურავდა და ჩემგან ანა ფროიდობას მოითხოვდა. აენგრე :ნიშნისმოგებსმაილი:

[კინაღამ დამავიწყდა: ივერია გაბრწყინდება! უკვე დაიწყო კიდეც, მელიქიშვილზე ისეთი გასართობი ცენტრი ააციმციმეს. მარაზმ!]

Wednesday, March 18, 2009

არ ვიცი, რა დავარქვა

გუშინ ავტობუსით რომ მივდიოდი უნივერსიტეტში, ბევრი აზრი მიტრიალებდა თავში (სულ ავტობუსში მიწევს ფიქრი), საღამოს სახლში რომ დავბრუნდები, დავწერ, როგორი სასაცილო შენობები შენდება-მეთქი. პირდაპირ მელიქიშვილზე, დედაუნივერსიტეტთან უზარმაზარი ბრჭყვიალა სლოტ-კლუბი გახსნეს, თუ როგორც ჰქვია, გასართობი ცენტრი; მთელი თებერვალი უნი-დან არდადეგები რომ მქონდა, არ გამივლია იქით და ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, იქნებ არ გააკეთონ ეს სიმახინჯე-მეთქი, მაგრამ ახლა უკვე ბოლო აგურებს ადებენ, კაკ გავარიტსა. მოკლედ, ამაზე მინდოდა დაწერა, სურათებიც კი გადავუღე სპეციალურად. მერე ავტობუსში ჩემ უკან 4 გოგო იჯდა, ზაგარნი კრემებით რომ აქვთ სახე გათხუპნული და ყელი თეთრად უჩანთ, იმ გოგოებმა გამაბრუეს... მთელი თავისი სკოლა გაჭორეს, არადა მე მეგონა, დედაკაცები იყვნენ და სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ. გავიგე, ვის როგორ აცვია და რა ბანძია, ვინ ვისი შეყვარებულია და თურმე ზოგიერთი უკვე სექსსაც "შვრება", ზოგი "პიდარასტია" და ნენაააა, ეს რა საშინელებაა! ცუდად გავხდი, მაგრამ გავუძელი, ბლოგისთვის გამომადგება ამათი საუბარი-მეთქი. მერე კიდევ რამდენიმე ასეთ სცენას შევესწარი და ბოლოს ყველა შემეცოდა. აბსოლუტურად ყველა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან დაწყებული, იმ პატარა "ავტობუსის" დედაკაცებით დამთავრებული. ისეთ პირობებში ცხოვრობენ, მედიაში მხოლოდ საკან #5-ს ხედავენ, სკოლაში ჭორაობენ, ქუჩა მათხოვრებითაა სავსე, ვდგავარ მე და იმაზე მინდა დაწერა, ოხ, ეს რა მარაზმობაა-მეთქი, რასაც ყველა ბლოგერი წერს და ბრაზობს. ესეც უსამართლობაა.
ჟურნალისტიკა ნერვებს მიშლის, იმიტომ, რომ ტელევიზია მართავს მასებს, იქ კიდევ არ უშვებენ იმ ხალხს, ვისაც შია, სცივა და ბითურული პენსიის მოლოდინშია. ვიტყვი, რაც ერი, ის ბერიო, მაგრამ ხალხი ხო ცოდოა? გონება რომ აქვთ დაჩლუნგებული და არავინ ცდილობს გაუხსნას. თბილისი რომ რევოლუციამდელ კუბას ჰგავს და მხოლოდ სასტუმროებად და გასართობ კლუბებადაა ქცეული, ხო საშინელებაა? ამიტომ ზედმეტია და სასაცილოა (ტირილამდე) იმ ადამიანებზე გაბრაზება, ვინც სინამდვილეში მხოლოდ არსებობს და თავის ჭიას ახარებს ჭორაობით და ჩურჩულ-კურკურით. მე, კიდევ, და ბევრი კოლეგა-ბლოგერი სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მეტ-ნაკლებად თბილა, არც გვშია, არც ავტოზაგარიან გოგოებთან გვიწევს შეხვედრა და სათამაშო კლუბებიც 'Pet society'-ით შემოიფარგლება, ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში.

Monday, March 16, 2009

Holden, take me with you!


გუშინ ჩემი ექსი ვნახე :ჰუჰ: სად და როგორ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, არც ბევრ სხვა რამეს... მოკლედ, გამიხარდა. მეც არ ვიცი, რატომ. მთლად ექსიც არ შეიძლება დაერქვას, უფრო soulmate იყო, თუ არ ვიცი, დეფინიციას ვერ ვუკეთებ. მე კი მიყვარდა და... or I believed so. გუშინვე მინდოდა დაწერა და ბევრად უფრო კარგიც გამომივიდოდა, რადგან ისეთი სევდა შემომაწვა, აღარ ვიცოდი, რა მექნა. გამახსენდა, როგორ მიფრთხიალებდა გულს, როგორ ვდგებოდი შუაღამისას და ვწერდი, სუფთა ტატიანა ლარინა ვიყავი :| ხან ნერვებიც მეშლება, რომ არ ღირდა, მაგრამ არა, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ რაღაცებს გაიხსენებ, ნახავ იმ ადამიანს და აღმოაჩენ, რომ არ ცდებოდი, ის დღემდე მაგარი ვინმეა, fuck, ისევ მიმზიდველი და საინტერესო, ისეთი, როგორიც იშვიათად შეგხვდება სხვა. მაგრამ ახლა უკვე დიდი ხანია გასული, მე სულ სხვა მიმართულებით მივდივარ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებ. ვერ ვიტან უკან დაბრუნებას, ისიც კი არ მიყვარს, სახლში რომ რაღაც დამრჩება და გზიდან უნდა მოვბრუნდე, თუ ძალიან საჭირო ნივთი არ დამრჩა, არც ვბრუნდები ხოლმე.

დღეს უნი-ში ვიყავი ერთკვირიანი პაუზის შემდეგ. მეზარება სიარული, თანაც წელს კვირაში სამჯერ მაქვს მხოლოდ ლექციები, მაგრამ მაინც მეზარება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამოვწურე ჩემი თავი უნივერსიტეტში და მანაც ამოწურა ყველაფერი ჩემთვის.

ხან ისევ არ ვიცი, რა მინდა :( გუშინ მქონდა შეგრძნება, რომ საერთოდ მინდა, არავინ ვიყო. როგორ აგიხსნათ, აი ასე, არავინ ვიყო, სადმე შორს, მთაზე ვცხოვრობდე და იქიდან ვუყურებდე ადამიანებს და ადამიანურ ცხოვრებას, მთელი თავისი ფაციფუცითა და ფუსფუსით. მეტყობა სელინჯერს რომ ვკითხულობდი მთელი შაბათ-კვირა, ხო? სელინჯერობა მინდა. ვწერო, ვწერო და სისტემა დავიკიდო. საერთოდ დავიკიდო ფორმალობები, პასპორტები, ქორწინების ცნობები და საზღვრები. დილას ჩაის რომ ვსვამდი, ვფიქრობდი, პირიქითა ხევსურეთში ვიცხოვრებდი-მეთქი სიამოვნებით. რამდენიმე წლის წინ თეას და მე გვინდოდა ასეთი ცხოვრება, სადმე მთაში, დიდ თოვლში; ხინკალი, არაყი, მთის ფილოსოფია, უხ!..

დღეს აღმოჩენების დღე მქონდა. ჰოლდენივით ვფიქრობდი, რომ ბევრი რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ მერე ვიცი, ყველა მომენატრება და გული დამწყდება. მოკლედ, ექსისმაგვარის დანახვამ ფიქრები ამიშალა. დიდი არაფერი. ჯობდა დამენახა, რომ ვცდებოდი და არაფრად ღირდა, მაგრამ თავის მოტყუება იქნება. I like him badly. მერე გამახსენდა იმ პერიოდში ქეთინო გვყავდა სტუმრად. ხოდა, ახლა ქეთინო აღარ არის და კიბეებზე ამოვდივარ, მახსენდება, ვიძინებ, მახსენდება... Ух, ты, жизнь! აი, ხომ ვთქვი, დაწერ და მერე გული გწყდება, არ დაწერ და სული გეღლება. Holden, take me with you!

Saturday, March 14, 2009

All the king's men

დღეს "ვეფხისტყაოსანს" ვკითხულობდი, საღამოს ლილუ მოვიდა და რომ დაინახა, ვა, ამას ვინ კითხულობსო. ვინ წაიკითხავდა, თუ სადმე შორს მივდივარ, "ვეფხისტყაოსანი" მიმაქვს, არ ვხუმრობ. ერთხელ რაღაც ფორუმზე გავხსენი თემა, ვის რომელი აფორიზმი გიყვართ "ვეფხისტყაოსნიდან"-მეთქი და რა დაწერეს, იცი? ვერ ვიტანთ ამ ნაწარმოებსო, სკოლაში იმდენ საზეპიროებს გვაძლევდნენო...
დღეს კიდევ სხვა რაღაცებს ვკითხულობდი და უცებ ძალიან ნაცნობი ფრაზა მომხვდა, მეთქი საიდან მეცნობა. "ვეფხისტყაოსანშიც" წერია და იქიდან თურმე :) იქ არის საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოს ლაშქარიც ვერ გიშველის, თუ არ დაგეხმარა ის, ჩემი საყვარელი სცენარისტი...
პატარა რომ ვიყავი, დეიდაჩემი მეუბნებოდა, გაიზრდები და ცხოვრება ძალიან რთული იქნებაო, ბევრ ადამიანს შეხვდები, რომლებსაც ექნებათ შენზე დიდი სახლი, დიდმანქანიანი მამები, ბევრად უკეთესადაც ეცმევათ და ბევრი შენს წინააღმდეგ წამოვა, მაგრამ შენ გაქვს ყველაზე მთავარი - გონება, ღმერთის მოცემული. გავიზარდე, მართლა ასე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ადამიანები მხვდებიან, ჩემზე ბევრი რამე რომ აქვთ, მაგრამ არასოდეს განვიცდი, რადგან ვიცი, "უგანგებოდ ვერას მიზმენ შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი...". პირდაპირი გაგებით შებმას არ ვგულისხმობ, მიხვდებით ალბათ, ბევრჯერ ეს შებმა უფრო ფსიქოლოგიური და სულიერად დამღლელია. მგონია, რომ მეტი აღარ შემიძლია და უცებ ვგრძნობ, როგორ ლაპარაკობს ჩემში სხვა ზუსტად იმას, რისი თქმაც მინდოდა და როცა მინდოდა. ხან ისეც ხდება, რომ ხმას არ იღებს, სადარბაზოში მაქცევს და მუხლებს ვიტყავებ.
დღეს "ვეფხისტყაოსანმა" გამახსენა ეს სიტყვები, ამიტომ, როგორ შეიძლება ეს წიგნი არ გიყვარდეს? არასოდეს მისწავლია არცერთი საზეპირო. მთელი სიბრძნე, რაც ამ წიგნშია, სხვა ძალიან დიდი წიგნიდანაა... ჰოდა, ისეთი სასიამოვნოა, როცა კითხულობ, არაფერს იზეპირებ, უბრალოდ აღმოაჩენ ფრაზებს, რომლებიც ძალიან შენია და მთელ შენს ცხოვრებას ასახავენ.

Wednesday, March 11, 2009

თავის უფლება

გუშინ ლეამ დაგვპატიჟა ნაომი და მე თავისთან სახლში "საფურიმოდ". ფურიმი ებრაული დღესასწაულია, რომლის შესახებაც ვიკიპედიაზე შეგიძლიათ მოძიება. http://en.wikipedia.org/wiki/Purim
ლეასთან სტუმრობა ყოველთვის კარგია ხოლმე, დედამისი უგემრიელეს საჭმელებს ამზადებს, ლეა თვითონ საინტერესო ისტორიებს გვიყვება და ვიცინით. მე ბევრი არ მჭირდება, რომ გავიცინო, ისედაც სულ ვიცინი :ლოლ:

ნაომიმ დაიწყო არჩევანის თავისუფლებაზე საუბარი, ვიღაც გოგოს უკითხავს მისთვის, იქნებ არაფერი მსგავსი არ არსებობს და ყველაფერი დაპროგრამებულია ჩვენშიო.
ამაზე მეც ხშირად ვფიქრობ, ამასწინათ ერთი პოსტი წავიკითხე მსგავს თემაზე. ადრე, როცა ჯერ კიდევ ვბრაზდებოდი ხოლმე და ფეხებსაც ხშირად ვაბაკუნებდი, დედაჩემი მახსენებდა, რომ თავისუფალი ვარ და ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული. მე და ნაამას გვქონდა ამაზე დიდი საუბარი, თუ არჩევანის თავისუფლება არ გვაქვს, ესე იგი უაზრო ყოფილა ჩვენი ცხოვრება, რობოტებივით, რომ დაპროგრამებულან და მიჟღარუნობენ.
ლეამ ყველაზე მარტივი მაგალითი მოგვიყვანა, როცა ადამიანი მოხვდება სადმე და მწვადს წვავენ, რომელიც შენ არ გეჭმევაო, ამ დროს ირთვება სწორედ ეს არჩევანის თავისუფლება - ან შეჭამ, იმიტომ, რომ ნერწყვი ჩამოგდის, ან აჯობებ ინსტინქტს და არ შეჭამ. ამ დროს რა გკარნახობს, რომ არ შეჭამოო, ნაომიმ, იქნებ წინასწარ დაგვაპროგრამესო... ამ დროს ჩნდება სული, რაც გვაქვს ადამიანებს და არა აქვთ ცხოველებს, რომლებიც ყველაფერს ჭამენ და აკეთებენ, როცა და რაც მოუნდებათ. ის გვკარნახობს :)
ჰოდა, ამ დროს თავი ისე ბედნიერად ვიგრძენი, ახსნაც კი მიჭირს :) ადამიანობა აქამდეც მომწონდა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ არჩევანის თავისუფლება მაქვს, მონა არა ვარ. ცუდი გზის არჩევაც კი შემიძლია, იმიტომ, რომ მხოლოდ მე ვარ ჩემს ქცევაზე პასუხისმგებელი და თავის უფალი, პირდაპირი გაგებით.
ადრე დავწერე, მაშინ სუქოთის დღესასწაული იყო, ლეას ძმის სიტყვები, რომ ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაო და უაზროდ არ იბუზღუნო სხვებზე, ისინი ასეთები და ისეთები არიანო. შენ თვითონ როგორი ხარ, man?

Sunday, March 8, 2009

Apple-eaters

მთელი დღე ვფიქრობდი, რა დამეწერა.
ქალებზე, რა თქმა უნდა. ადრე ამ დღეს ღია ბარათებს და ყვავილებს ჩუქნიდნენ ქალებს. დღეს კიდევ ტელევიზორში ბექა ელბაქიძის "ჟურნალისტის დღიურების" ანონსი ვნახე და ისე დამიმძიმდა გული, ხალისი აღარ მქონდა დამეწერა. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე, რამე დავწერო.
ნიჰილისტები და გაბრაზებული ვაშლისმჭამელები იტყვიან, რა ბოდვაა ეს დღესასწაულებიო. მეც ასე ვამბობდი ადრე და ზოგიერთ დღესასწაულზე ახლაც ასე ვამბობ. მაგრამ ლამაზია დღესასწაულები, მაინც ძალიან ლამაზი.

სელინჯერის მოთხრობების კრებული ვიყიდე მიწისქვეშაში და ამ დღეებში ვკითხულობდი. ახლა "ვაშლისმჭამელებზე" გამახსენდა; ასეთი მოთხრობა აქვს "ტედი", 16 წლის ბიჭზეა ეს მოთხრობაც, ოღონდ ტედი უფრო სხვანაირია, ვიდრე ჰოლდენი, სხვანაირად ხედავს ყველაფერს და ადამიანებს "ვაშლისმჭამელებს" უწოდებს :) სამოთხეში ვაშლის შეჭმა იმავეს უდრის, რასაც დღეს ლოგიკა; როცა ადამიანი ყველაფერს ლოგიკას უმორჩილებსო... აი, ფრენა არ შეუძლია, ან სჯერა, რომ ხელი ხელია და არა - ფეხი... სელინჯერია რა! დღევანდელ დღესთან არაფერ შუაშია, მაგრამ მომინდა მეთქვა, რომ ყველაფერი არ უნდა იყოს ლოგიკური, ნუღარ შევჭამთ ვაშლებს (პრინციპში, არავინ იცის, ის ხილი ვაშლი იყო თუ მსხალი) და ვიცხოვროთ რა, ან მოვკვდეთ, როგორც ტედი ამბობს, რა დიდი ამბავი ჰგონიათ, ყველა მომკვდარა ოდესღაც, უბრალოდ აღარ ახსოვთო.
ზუსტად დღეს ვიფიქრე, რომ ასეა დღესასწაულებიც, თუ იფიქრე იმაზე, რამდენად ლოგიკურია და რამდენად ჯდება შენს პრინციპებში, მაშინ ვაშლისმჭამელი გახდები და ეგაა ;) Purim sameach! :)
I love you - you know who you are!

Thursday, March 5, 2009

მზენარევი

ჩემზე წუწუნა ადამიანი არ არსებობს ამქვეყნად. ორი კვირაა, სულ რაღაც მაწუხებს :D ჯერ იყო მარცხენა ყური - რომელსაც ფსალმუნებიც წავუკითხე, ჩემს მოგვარე მიშას ოტოლარინგოლოგიის კურსებიც "გავავლევინე", ჩემი ბავშვობის ორი მეგობარი "თავქუდმოგლეჯილი" დავიბარე სახლში, ნაამას მივწერე, გრცხვენოდეს-მეთქი... ოღონდ ვის უფრო უნდა რცხვენოდეს, იმას, ისრაელის საზღვარზე რომ დააბიჯებს, თუ მე - უსაზღვრობაში რომ ვჯღაბნი რაღაცებს. ყურმა გამიარა, მერე სიცხე დამეცა 35-ზე, დედაჩემიც აქ არ არის ამჟამად და ვის ვეწუწუნო? დინა და ლეა უკვე დავღალე, ლილუს თავისი ვირუსი გასჭირვებია.
ხოდა, გამახსენდა, რომ დავწერ, დავწერ და ვუყურებ ფილმებს, მერე ისევ დავწერ, ღამით ცოტას ვიტირებ კიდეც, მაგრამ დილით ისევ მზიანი გავიღვიძებ. აღარ ვიდარდებ იმაზე, რომ ჩემს ერთერთ ლექტორს არ მოსწონს ჩემი ბლოგი, ჩემი წერის სტილი არ მოსწონს... ლექციაზე გამომიცხადა, საღამოს ანუშკამ (პირველი კურსიდან ვმეგობრობთ) დამირეკა აცრემლებულმა (ფეხმძიმედაა, ეპატიება), რატომ, რატომ გითხრა ასეო? მე ისე მიყვარს შენი ბლოგიო... დავამშვიდე, ასეა, sweetheart, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს - მღვდლის ცოლი-მეთქი :ლოლ: (როგორ მიყვარს ანდაზები!!!) მე კიდევ არცერთი ვარ და როგორ მოვეწონები იმ ლექტორს, ჰა? ;) ანუშკა, ანუშკა, ვიცი, რომ სულ კითხულობ ჩემს ბლოგს, ჰოდა, დაარქვი, გოგო, შენს ბავშვს სოფი, ამაზე უკეთესს რას დაარქმევ :D :P
კიდევ გამახსენდა ერთი არგენტინელი თუ ურუგვაელი ექიმი, კუნძულზე გავიცანი :) სულ სონიჩკას მეძახდა, საქართველოო რომ გაიგო, მაშინვე რუსეთი წარმოიდგინა :D ულამაზესი ცოლი ჰყავდა. ხოდა, ვუთხარი, არა, საქართველო სხვაა-მეთქი, რას ამბობ, სონიჩკაო, რუსეთი იმხელააო, იმხელა კულტურისო ;) მაგარი ცოლ-ქმარი იყო, პროლეტარები, იმ დროს მეც ასეთი ოჯახი მინდოდა.
რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ ჩემმა ლექტორმა წაიკითხოს :P უკვე ვეღარ მეტყვის, არ მომწონსო, რაღაც ქართულში გიჭირსო ;) ეს მე მიჭირს ქართულში, ხო მაგარია! საკონტროლოს ვწერ თუ რა, man?
კიდევ რა, იცით? კერი გრანტმა თქვა, ყველა წიგნი ადამიანების გაფარჩაკებააო, მეც დავწერდი და ბესტსელერი იქნებოდა, მაგრამ არ მინდა, სხვებზე ვილაპარაკოო. კერი გრანტი - მაგარია, ისეთი მაგარი, მსიამოვნებს ამ ტიპის ყურება, მაგრამ ცდებოდა, იმიტომ, რომ მეირ ლევინის წიგნი არ წაუკითხავს :) რაბი მეირი წერს, ალბათ ღმერთმა მასწავლა, რომ კარგად დამენახა ყველა ადამიანიო :) Sorry, Cary Grant, you're so wrong, ეს შენ და მე ვაფარჩაკებთ ადამიანებს, წიგნებს, ლექტორებს, იქ კიდევ ისეთი ადამიანები არსებობენ, მეირ ლევინივით - ავტობუსშიც რომ ანგელოზებს ხედავენ.
მეც იქ მინდა!

Tuesday, March 3, 2009

ყველაზე ლამაზი დედიკო

ერთხელ დედას ვუთხარი, რომ ძნელად მიჩუყდება გული წიგნებზე, ფილმებზე... ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიტირო, დედაშვილური სიყვარულია, როცა დედებსა და შვილებს ერთმანეთს აშორებენ, ან როცა შვილს დედა უკვდება.
დათუნას ველაპარაკე გუშინ, ჩემს დეიდაშვილიშვილს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაეღუპა დედა. ჯერ 12 წლისაა. ხვალ სკოლიდან ვისვენებთო, მითხრა და გაჩუმდა, ისე ჩამწყდა გული, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა. წარმოვიდგინე, როგორ ენატრება თავისი დედიკო. მიუხედავად ყველაფრისა, მისი ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. დედის სიყვარულს ვერავინ შეუცვლის. წარმოუდგენელია, როგორი ძნელია მისთვის დღევანდელი დღე.
თავიდან მინდოდა დამეწერა, ჩემო საყვარელო და ყველაზე კარგო დედიკო-მეთქი, გილოცავ... მაგრამ მერე გამახსენდა ერთი მოთხრობა, მგონი, პირველ კლასში ვისწავლე. შვილი დედას დაეკარგება, ვეღარ პოულობს, გამვლელები ეკითხებიან, ვინ არის შენი დედიკო, როგორიაო და ის პასუხობს, ჩემი დედიკო ყველაზე ლამაზიაო :) ჩემი დედიკოც ასეთია ზუსტად, ისევე, როგორც ყველა თქვენგანის, ვინც ამას წაიკითხავს.
დიდხანს იცოცხლეთ, დედაკოებო!!!

Sunday, March 1, 2009

'Carry me on'


ხან მგონია, რომ რობოტად ვიქცევი, ჩემს ემოციებს ვებრძვი. ტიპური "პმს" პოსტია.
ინტერნეტი შემზიზღდა.
გაზაფხული, საერთოდ, ნერვებს მიშლის. ყელი მტკივა, თვალები, შუბლი და ყველაფერი გაზაფხულზე მემართება. არც სიმწვანე მახარებს, არ მინდა სიმწვანე და თავი დამანებეთ! სიცივე მინდა!
მინდა, ყველა ჩემნაირი იყოს! :stupid: მხოლოდ მაშინ არ მირეკავდნენ, როცა რაღაც სჭირდებათ ჩემგან. მინდა, მომისმინონ ზოგჯერ, ამ დროს მხოლოდ ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და ენერგიას მაცლიან. ჩემი ხმა კიდევ იკარგება ცარიელ თვალებში.
მიჭირს არგაბრაზება. მიჭირს სიმართლის პირში არმიხლა, რადგან არ შეიძლება, თუნდაც სიმართლე იყოს. ჩემი საქმე არ არის და იქნებ მე უფრო ცუდი ვარ სხვებზე. ამ დროს გული მწყდება.
ლეიდიქროუს მისწერა წერილი ერთმა უჭკვიანესმა კაცმა, ამონარიდი "Footprints"-დან და მთელი დღე ამას ვიხსენებდი...
Carry me on, Lord!
ხევრუსასთან შევწყვიტე გაკვეთილები. ძალიან ძალიან ვიტვირთებოდი და მე კიდევ ჯერ მზად არა ვარ. იმდენ ინფორმაციას მაწვდიდა, ვეღარ ვუმკლავდებოდი...
შლომო, შლომო, როგორ მენატრები, როგორ მინდა სულ ცოტა, შენი ერთი ბეწო სიბრძნის ნაწილი მომცა!
I hope the sun is still there for me, is it? :)