ჩემზე წუწუნა ადამიანი არ არსებობს ამქვეყნად. ორი კვირაა, სულ რაღაც მაწუხებს :D ჯერ იყო მარცხენა ყური - რომელსაც ფსალმუნებიც წავუკითხე, ჩემს მოგვარე მიშას ოტოლარინგოლოგიის კურსებიც "გავავლევინე", ჩემი ბავშვობის ორი მეგობარი "თავქუდმოგლეჯილი" დავიბარე სახლში, ნაამას მივწერე, გრცხვენოდეს-მეთქი... ოღონდ ვის უფრო უნდა რცხვენოდეს, იმას, ისრაელის საზღვარზე რომ დააბიჯებს, თუ მე - უსაზღვრობაში რომ ვჯღაბნი რაღაცებს. ყურმა გამიარა, მერე სიცხე დამეცა 35-ზე, დედაჩემიც აქ არ არის ამჟამად და ვის ვეწუწუნო? დინა და ლეა უკვე დავღალე, ლილუს თავისი ვირუსი გასჭირვებია.
ხოდა, გამახსენდა, რომ დავწერ, დავწერ და ვუყურებ ფილმებს, მერე ისევ დავწერ, ღამით ცოტას ვიტირებ კიდეც, მაგრამ დილით ისევ მზიანი გავიღვიძებ. აღარ ვიდარდებ იმაზე, რომ ჩემს ერთერთ ლექტორს არ მოსწონს ჩემი ბლოგი, ჩემი წერის სტილი არ მოსწონს... ლექციაზე გამომიცხადა, საღამოს ანუშკამ (პირველი კურსიდან ვმეგობრობთ) დამირეკა აცრემლებულმა (ფეხმძიმედაა, ეპატიება), რატომ, რატომ გითხრა ასეო? მე ისე მიყვარს შენი ბლოგიო... დავამშვიდე, ასეა, sweetheart, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს - მღვდლის ცოლი-მეთქი :ლოლ: (როგორ მიყვარს ანდაზები!!!) მე კიდევ არცერთი ვარ და როგორ მოვეწონები იმ ლექტორს, ჰა? ;) ანუშკა, ანუშკა, ვიცი, რომ სულ კითხულობ ჩემს ბლოგს, ჰოდა, დაარქვი, გოგო, შენს ბავშვს სოფი, ამაზე უკეთესს რას დაარქმევ :D :P
კიდევ გამახსენდა ერთი არგენტინელი თუ ურუგვაელი ექიმი, კუნძულზე გავიცანი :) სულ სონიჩკას მეძახდა, საქართველოო რომ გაიგო, მაშინვე რუსეთი წარმოიდგინა :D ულამაზესი ცოლი ჰყავდა. ხოდა, ვუთხარი, არა, საქართველო სხვაა-მეთქი, რას ამბობ, სონიჩკაო, რუსეთი იმხელააო, იმხელა კულტურისო ;) მაგარი ცოლ-ქმარი იყო, პროლეტარები, იმ დროს მეც ასეთი ოჯახი მინდოდა.
რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ ჩემმა ლექტორმა წაიკითხოს :P უკვე ვეღარ მეტყვის, არ მომწონსო, რაღაც ქართულში გიჭირსო ;) ეს მე მიჭირს ქართულში, ხო მაგარია! საკონტროლოს ვწერ თუ რა, man?
კიდევ რა, იცით? კერი გრანტმა თქვა, ყველა წიგნი ადამიანების გაფარჩაკებააო, მეც დავწერდი და ბესტსელერი იქნებოდა, მაგრამ არ მინდა, სხვებზე ვილაპარაკოო. კერი გრანტი - მაგარია, ისეთი მაგარი, მსიამოვნებს ამ ტიპის ყურება, მაგრამ ცდებოდა, იმიტომ, რომ მეირ ლევინის წიგნი არ წაუკითხავს :) რაბი მეირი წერს, ალბათ ღმერთმა მასწავლა, რომ კარგად დამენახა ყველა ადამიანიო :) Sorry, Cary Grant, you're so wrong, ეს შენ და მე ვაფარჩაკებთ ადამიანებს, წიგნებს, ლექტორებს, იქ კიდევ ისეთი ადამიანები არსებობენ, მეირ ლევინივით - ავტობუსშიც რომ ანგელოზებს ხედავენ.
მეც იქ მინდა!

18 comments:
1.პატივცემულო ლექტორი, რატომ არ მოგწონთ ეს ბლოგი? :ჵ
2. წუწუნი კაი რამაა, ცუდი ენერგიისაგან იცლები. ადამიანი თუ ვერ ნახე საწუწუნოდ აქ მაინც იწუწუნე ხოლმე.
3. მივმართავ ანუშკას - დაარქვი გოგო სოფი შენ ბაიას (თუ გოგო იქნა რათქმაუნდა):ჵ:ჵ
4. რა კუნძულზე იყავი? სხვათაშორის ძალიან ცოტა შემთვევა მახსენდება როცა ვამბობ საქართველოს და ხალხს ესმის რას ვამბობ. სხვა შემთხვევაში ყველა ფიქრობს რომ რუსეთი ვართ/ვიყავით. იგივე ენა და დამწერლობა გავქვს.
5.კერი გრანტს ერჩივნა მართლა დაეწერა ბესტსელერი და სხვისთვის მიეცა შეფასებისათვის - როგორ ”გააფარჩაკა ადამიანი”
საქართველო რომ რუსეთი ვერაა, მაგ ამბავზე გამახსენდა - იერუსალიმში ორი ადამიანი გავიცანი. ტურისტები იყვნენ,ინტელექტუალური ტიპების სრულ ილუზიას რომ ტოვებენ, ისეთები. გავისაუბრეთ და მკითხეს, საიდან ხარო. ამაყად ვუთხარი, ჯორჯიადან - მეთქი... ააა, ატლანტაო, გაეხარდა ერთს. რას ამბობთ, ბატონო, რაის ატლანტა, ატლანტას კავკასიაში რა უნდა მეთქი, ვიწყინე. მაშინ რუსეთიდან ყოფილხარო, მიხვედრილობის პიკს მიაღწია მეორემ.
მერე დიდხანს ვუყვებოდი არგონავტების მითს, ვუხსნიდი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა 3000 წელს ითვლის, რომ რუსები ხეებზე დადიოდნენ, როცა ლაზი ოსტატები უძვირფასეს სამკაულებს ქმნიდნენ ულამაზესი ლაზი მანდილოსნებისთვის. მოკლედ, ბოლომდე დავიხარჯე და იცით რა მითხრა ერთმა ტურისტმა? მგონი გამახსენდა, რომელია საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას რომ შეუერთდაო.
რა უნდა მექნა?! მხარზე ხელი დავადე და ძალიან სერიოზულად ვუთხარი,მე მაპატიეთ, ბატონო ჩემო, ვგონებ, მაწყინა რაღაცამ და სისულელეებს ვბოდავ-მეთქი.
დარწმუნებული არა ვარ, იცოდა თუ არა, რომ იერუსალიმი ერაყის დედაქალაქი ვერ არის.
P.S. მე მაპატიეთ ლირიკული გადახვევისთვის. სპეც. ბოდიშს მოვახსენებ ბატონ ლექტორს, რომელიც სავარაუდოდ, არაერთ სტილისტურ შეცდომას იპოვის ჩემს ნაწერში. სად, სად და, ბლოგზე ეგეთები არ უნდა ხდებოდეს!!!
Lika Kakiashvili - აიი, ზუსტად მეც მასე ვარ, დიდის ამბით ვუყვები ჩვენს ისტორიას მაგრამ ბოლოს მაინც ადგენენ რომ რუსები ვართ. მხოლოდ ერთი ადამიანი მყავს შეხვედრილი (ჩემი მეგობრის ქმარი, შვედი, ინჯინერი პროფესიით) რომელმაც იმედები არ გამიცრუა. ისიც კი იცოდა კაი ღვინო რა მხარეში გვაქვს საქართველოში :)
Katten, ეგ სანტორინიზე მოხდა, საბერძნეთის ერთერთ კუნძულზე :)
ანუშკას ბავშვს რაც შეეხება, თვითონ მთხოვა, იქნებ რამე international სახელი მირჩიოო :ლოლ:
წინა კომენტი არ გამოჩნდა რატომღაც.
რჩევა ჩემგან: ნაკლები იფიქრე იმაზე, რომ ვიღაცას შენი ბლოგი არ მოსწონს. ასეთები ყოველთვის იქნებიან.წარმოიდგინე რა უინტერესო იქნება ყველას რომ მოსწონდეს. ხშირად არმოწონება მკითხველისგან უფრო მეტი ფიქრის შედეგია წაკითხულზე, ვიდრე მოწონება.
ვერ წარმომიდგენია შენი ბლოგი რომ ვინმეს არ მოსწონს... : )
ორი ვარიანტია: შენ ლექტორს ან ძალიან მოსწონს ეს ბლოგი და არ იმჩნევს :)))
ან არვიცი, რატომ არ მოსწონს.
და ქართულს რატომ გიწუნებს.
მე ისეთი დააწუნებელ ქართულიანი ბლოგები ვიცი :)
და კიდევ, რა იქნება ყველასთვის "საქართველო" ვიყოთ? რატომ ჯორჯია და რატომ გრუზია და რატომ გურჯისტან და ა. შ.
ჩემი ინგლისელი მეგობარი მშვენივრად ამბობს და წერს – საქართველოს :)
ძალიან მომწონს აქ:*
და კიდევ, ვერ დავტოვებ აღუნიშნავად – ბლოგის ახალ სახეს :)
ლამაზია
noember, მეც მაგას ვამბობ :) ეს რომ არ ეთქვა ლექტორს, მართლა რაზე უნდა დამეწერა და მეფიქრა ;)
ladycrow, :blush:
ქეთი, მშვენიერი იდეაა :)
ძირს ლექტორი!!!
უმშვენიერესი ბლოგია,ლოლ მე ამდენხანს რომ არ წამიკითხავს და არ დამიბლოგროლებია:)
respect u Sophie
გამარჯობა. კარგი ბლოგია, საყვარელი. მწვანე ჩემი საყვარელი ფერია! როგორც გატყობ კინო გიყვარს. მე სოფი ლორენზე ვგიჯდები. კაცებიდან გრეგორი პეკზე.
გავკარი ჩემს ლექტორს. ასე იფიქრე ხოლმე.
გამოკეთდი? :)
სოფი, ძალიან შემიყვარდა შენი ბლოგი :) დადებით განწყობას მიქმნის ყოველთვის .აი საღამოობით ბავშვებს ზღაპრებს რომ უკითხავენ, ასეთივე პროცესივითაა შენი ბლოგის კითხვა:)ყოველ საღამოს თუ არა, ყოველ მეორე დღეს შემოვიჭყიტები ხოლმე შენს ბლოგზე:რამე ახალი პოსტი ხომ არ დაუწერია-მეთქი :)
daliela, thank ya!!!
როდრიგო სანტორო, შენი ბლოგი ვნახე იმ დღეს და ძალიან მომეწონა :) მიყვარს მსახიობები - გრეგორი პეკიც, სოფი ლორენიც... პოლ ნიუმენი, ბეტი დევისი და კიდევ ბევრი, დავწერ მათზეც ოდესმე :)
Jason, that's what I do ;)
ხატია, გამოვკეთდი, როგორც იქნა, thanks a lot :)
dreaMar, ჩემო ლამაზო და კარგო გოგო, ძალიან დიდი მადლობა, გკოცნი ბევრს და მომენატრე :)
Sophie Golden - სოფია (Sofia)ზუსტადაც არის ეგეთი სახელი :)
ეს ბლოგი კი მართლა ძალიან კარგია, მაგრამ რაღაც ვეჭვიანობსავით:) ის ნაწერები მომაკლდა მხოლოდ მე რომ ვკითხულობდი ხოლმე, იმ მისამართზე :))
უი Sophia ყოფილა :ჵ
Post a Comment