Sunday, March 8, 2009

Apple-eaters

მთელი დღე ვფიქრობდი, რა დამეწერა.
ქალებზე, რა თქმა უნდა. ადრე ამ დღეს ღია ბარათებს და ყვავილებს ჩუქნიდნენ ქალებს. დღეს კიდევ ტელევიზორში ბექა ელბაქიძის "ჟურნალისტის დღიურების" ანონსი ვნახე და ისე დამიმძიმდა გული, ხალისი აღარ მქონდა დამეწერა. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე, რამე დავწერო.
ნიჰილისტები და გაბრაზებული ვაშლისმჭამელები იტყვიან, რა ბოდვაა ეს დღესასწაულებიო. მეც ასე ვამბობდი ადრე და ზოგიერთ დღესასწაულზე ახლაც ასე ვამბობ. მაგრამ ლამაზია დღესასწაულები, მაინც ძალიან ლამაზი.

სელინჯერის მოთხრობების კრებული ვიყიდე მიწისქვეშაში და ამ დღეებში ვკითხულობდი. ახლა "ვაშლისმჭამელებზე" გამახსენდა; ასეთი მოთხრობა აქვს "ტედი", 16 წლის ბიჭზეა ეს მოთხრობაც, ოღონდ ტედი უფრო სხვანაირია, ვიდრე ჰოლდენი, სხვანაირად ხედავს ყველაფერს და ადამიანებს "ვაშლისმჭამელებს" უწოდებს :) სამოთხეში ვაშლის შეჭმა იმავეს უდრის, რასაც დღეს ლოგიკა; როცა ადამიანი ყველაფერს ლოგიკას უმორჩილებსო... აი, ფრენა არ შეუძლია, ან სჯერა, რომ ხელი ხელია და არა - ფეხი... სელინჯერია რა! დღევანდელ დღესთან არაფერ შუაშია, მაგრამ მომინდა მეთქვა, რომ ყველაფერი არ უნდა იყოს ლოგიკური, ნუღარ შევჭამთ ვაშლებს (პრინციპში, არავინ იცის, ის ხილი ვაშლი იყო თუ მსხალი) და ვიცხოვროთ რა, ან მოვკვდეთ, როგორც ტედი ამბობს, რა დიდი ამბავი ჰგონიათ, ყველა მომკვდარა ოდესღაც, უბრალოდ აღარ ახსოვთო.
ზუსტად დღეს ვიფიქრე, რომ ასეა დღესასწაულებიც, თუ იფიქრე იმაზე, რამდენად ლოგიკურია და რამდენად ჯდება შენს პრინციპებში, მაშინ ვაშლისმჭამელი გახდები და ეგაა ;) Purim sameach! :)
I love you - you know who you are!

7 comments:

Toma said...

მე უკვე ნერვებზე მშლის ეს დრესასწაულები, უამრავი ესემესი რომლებსაც უნდა ვუპასუხო.. ტვინის ჭმაა რააა.... რა უბედურებაა ყოველ კვირას ერთი დრესასწაული , დედის დღე, რვა მარტი, ესა ისა უკვე მომაბეზრებელია, დრესასწაული კარგავს თავის ფასს. ანუ რიგირთი ჩვეულებრივ დღედ იქცევა და არა რამე განსაკუთრებულად.

Sophie שרה Golden said...

რა ბედნიერი ვარ - მე ესემესებს არ მწერენ :ლოლ: სამაგიეროდ მეილებით ან სხვა ინტერნეტსაშუალებით მილოცავენ, ხოდა ასე აღარ ვღიზიანდები ;) ადრე უფრო ვბრაზობდი, განსაკუთრებით "სიყვარულის დღეებზე", როცა მარტო ხარ და შოკოლადით იმშვიდებ ნერვებს :D

Anonymous said...

არსებობს ეგეთი მოსაზრება, რომ ადამიანებს აქვთ ბევრი შესაძლებლობები, მაგრამ ვერ სარგებლობენ, რამდენადაც არ იციან მათ შესახებ
ანუ როდესაც არ იცი რომ შეგიძლია ფრენა, ვერ იფრენ, იმიტომ რომ გჯერა, რომ არ იცი )))

Anonymous said...

კარგი ვინმეა სელინჯერი :)

ჰოდა,
დღესასწაულების რა ვთქვა:) გააჩნია დღესასწაულს.
მაგალითად, ეს თხუთმეტაპრილობა არ მესმის და რა ვქნა. ამ დღეს ვაშლისმჭამელი ვარ :)

Unknown said...

მივხვდი, რომ იმ დროიდან აღარ მიყვარს დღესასწაულები, რაც მილოცვების ვალდებულებები გამიჩნდა.

Lalena said...

ნერვებზე მშლის? არა, უფრო ვხალისობ, განსაკუთრებით მაშჳნ როცა დიდი სერიოზულობით მილოცავენ 3 მარტს, დედის დღეს ოღონდ არა როგორც მომავალ დედას, მეთქო ხო რავიცი რავიცი არ ვფლობდი ინფორმაციას შვილი თუ მყავდა :))))))))))))))
პ.ს. შენს ბლოგზე სიმწვანეა, ჩემი საყვარელი ფერი, ანუ გაზაფხულდა... ლამაზია :)

Buda said...

me arasodes ar miyvarda vashli....





....


:D