ეზრა გაცივდა, მერე აარონს გადასდო, შესაბამისად წუხელ ნახევარზე არ მძინებია. თვალები დაწითლებული მაქვს ვამპირივით, ყავას გემო არა აქვს და მგონია, მთელი ცხოვრება ასეთი უაზრო იქნება.
(პოსტში ჩართულ ფოტოებს შინაარსთან კავშირი თითქმის არ აქვთ)
მერე საბუნიას ეს პოსტი წავიკითხე და გული შემიკუმშა.
ორი სკოლა მაქვს გამოცვლილი (საცხოვრებელი ადგილების ცვლის გამო) და სულ ისე ხდებოდა, რომ ყველგან ვმეგობრობდი კლასელებთან. თანაც, არცერთგან ყოფილა ბულინგი, ანუ ბავშვები რომ ერთმანეთს ჩაგრავენ. პირიქით, ყოველთვის ვეხმარებოდით ერთმანეთს და სუსტებს.
მასწავლებლებიც ნორმალურები იყვნენ და რამდენადაც მახსოვს, თუ მიხვიდოდი და დაელაპარაკებოდი, ყოველთვის დაგეხმარებოდნენ. გასაგებია, რამდენიმე ტირანი გამოერეოდა ხოლმე, მაგრამ ვერ ვიტყვი, ვინმეს მოსწავლეები დაეჩაგროს.
სამწუხაროდ, ყველგან ასე არ ყოფილა.
ჩემი აზრი იმ პოსტის კომენტარში გამოვხატე და თქვენს აზრსაც სიამოვნებით წავიკითხავდი.
ზაფხული ცოტა უღიმღამოდ მიდის, ან მე მეჩვენება დღეს ასე, რადგან ბავშვები ავად არიან და ჩვენი შვებულება შემოკლდა, გადაიდო ან სულაც გაუქმდა.
კიდევ ვინმესგან რომ გავიგო, შვილების ყოლა ეგოიზმიაო, ცხოვრებაში პირველად "ჩავიდენ" ბულინგ-მობინგს ერთად. გეუბნებით.
იმედია, თქვენ საინტერესო და მხიარული ზაფხული გაქვთ!!!





14 comments:
ჩემს კლასში იყო ბულინგის პრობლემა აქტუალური, ამაზე პოსტიც მიწერია
http://boloblogi.wordpress.com/2013/06/02/%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98/
ზაფხულს რაც შეეხება, თითქოს მართლაც უღიმღამოა, მით უმეტეს წელიწადის პირველ ნახევართან შედარებით, თუმცა ხანდახან არის ხოლმე მოულოდნელი გამონათებები და ღიმღამები ))
Chem klasshi iko bulizmi, da mec vikavi ert erTi msxverpli. mizezebi bevri, ert erti is rom dzalian kargad vscavlobdi da vikavi umaglesi donis "komunisti" moscavle. kidev dzlaian garibebi vikavit da mtelic eli sheidleba erti sharvlit da gacrecili fexsacmelit mevlo.
rac sheexeba shvilebs, sofi shvilis gachenis motivacias sheexeba. egozimad sheidleba chaitvalos, gaachnia motivacias ratom gaachnia&achens admaini shvils.
ჩემი ზაფხულიც უღიმღამოა :) სამსახურში ისეთ პოზიციაზე გადაიყვანეს, სადაც ყოფნა მძულს და ზაფხულთან ერთად დამთავრდება ეგ სამსახური, ამიტომ ერთი სული მაქვს, როდის გავა დრო. შვებულებაც არ მაქვს.
მოკლედ, ერთ კლუბში ვართ და მგონი, ბევრი შემოგვიერთდება, რასაც ვუყურებ გარშემო ხალხს : ))
თამთა, მახსოვს შენი ეგ პოსტი :-(
ტომა, რა ცუდია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა მსგავსი რაღაცები ყოფილიყო საქართველოს სკოლაში, თანაც ჩვენს თაობაში. მე და შენ სავარაუდოდ 90-იანების ვართ, ხო? გერმანიაში გამიგია, სხვათა შორის, ბავშვები დასცინიან ნაკლებად შეძლებულ ბავშვებს, ძველი მობილურები ან არამოდური ტანსაცმელი რომ აცვიათ :-(
ნატალია, სულ სასწაული სამსახურები გაქვს. ექიმობას სულ დაანებე თავი? :-(
sofi sakartvloshi bulizmi aris umagles doneze. dacinva, dagoimeba da.a.s iko da ikneba koveltvis. ufro mgali pilotajic ikneba roca fiaikur shexebaze gadadian tumca me eg ar mianxavs, ubralod chventan vkelafers malaven da amitom chans titkos ar aris.
aket, evropisken am mxirv sazogadeoba ufro gaxnilia da skolebshic didi problemaa. chemi amxanagis shvili mikvedboda (filipinebidanaa amazi shavgremani gogo da uceb cisfertvalia da keratminata shvedur klashi moxvda), vxvdebi rom ar undat chemtan urtiertoba magram tavs adzaleben rom meurtierton imitom rom ehsiniat skolis ufrosobastan ar mivides xmebio. bevri ram am gogos piradpi agkma sheidelba kofiliko, magram meore nacilia ufro saintereso misi gancdebisa.
p.s. 5 clit did unda viko shenze, rac maxsovs. chemi dzmis tola xar mgonia 29 clis xo?
zafxuls rac sheeeba, sascauli zafxuli makvs :) sascaulad kargad mokmedi gundi shevkmenit chem citel modulshi da samsaxuris koveli dge didi siamovnebaa :)
მეც გიერთდებით :))
რა მაცინებს, ოღონდ არ ვიცი.
სოფი არადა მე მგონია რომ შვილების გაჩენა ეგოიზმის უმაღლესი გამოვლინებაა 90 %- შემთხვევებში.
ანუ ის რომ ჩემი გვარი გაგრძელდეს, ჩემი შვილი ვის მოიყვანს ცოლად/ქმრად, დავბერდები ვინ მომივლის თუ არა შვილი და ა.შ :)))
ხოდა გამოდის რომ შვილი ინვესტიციაა და შესაბამისად ყველა ინვესტიცია ხომ ეგოს ბიძგით არის : )
ზაფხულს რაც შეეხება ჩემთვის ბედნიერება ხვალიდან იწყება და მთებს არ მოვცილდები ალბათ, თქვენ კი იქნებ ცოტა ხნით მაინც მოიწყოთ შვებულება და გამოშუშებულ პატარებს გარემოც გამოუცვალოთ : ) ხომ ამბობენ სასარგებლოაო : )
ტომა, ახლა რომ გავიკითხე და შენც მოგისმინე, ვხედავ, რომ საკმაოდ მძლავრად ყოფილა ბულინგი საქართველოშიც და მართლაც, ყველაფერს რომ მალავს ხალხი, ამასაც და ყურადღებას არ აქცევენ სამწუხაროდ :-(
კი, მე 29-ის ვარ.
რა კარგია ეგეთი სამსახური და გუნდი, მიხარია. წარმატებები!!!
ქეით, იცინე, კაცო, სანამ გეცინება :პ :დ
ჩორვენ, შეცდომით გგონია :პ არასოდეს მიფიქრია იმაზე, რაც შენ გიწერია, აი არასოდეს! ვისზე დაქორწინდება კიდევ თუ მაღელვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ჩემი შვილები ბედნიერები იყვნენ და კმაყოფილები თავიანთი არჩევანით.
აი, ეგ არასწორი მიდგომაა ძალიან, ინვესტიცია როცა ჰგონია ადამიანს შვილი. როდისმე იქნებ პოსტიც დამეწერინოს, hold that thought ;-)
ეს არ არის ზაფხული. ეს არის რაღაც თონის მსგავსი, საიდანაც გასაქცევი არ არის. თბილისიდან არ გავსულვარ ფაქტიურად საერთოდ (ერთ-ორ დღეს თუ არ ჩავთვლით) და უღიმღამოდ კი არა, კოშმარულად მიდის :(
ჩემი ზაფხული ღამიანი აღმოჩნდა. 5 ღამით კვარიათში ვიყავი და ზღვა გავიცანი პირველად.
ელიზა, რა საშინელი ზაფხული გამოდგა მართლა რა. აქ კიდევ პირიქით, უკვე გვიანი შემოდგომასავით ცივა და დეპრესიული ამინდია :-(
როდე, მართლა მიხარია, შენ მაინც ღიმღამიანი ზაფხული რომ გამოგადგა, განსაკუთრებით ეს 5 ზღვიანი დღე.
sachemo amindi yofila :)
<3
ჩემს კლასშიც იყო ბულინგი, რასაც მასწავლებლებიც უწყობდნენ ხელს, ყველაზე მეტად კი კლასის დამრიგებელი. ამიტომ სკოლა არ მიყვარდა და ახლაც არ მიყვარს გახსენება. პროტესტის გრძნობით დავდიოდი და დავამთავრე.
ახლა უარესი მდგომარეობა – ტელეფონების და ტექნიკის ხარისხით ისაზღვრება ბევრი რამე, ის კი არა, მშობელი რა მარკის მანქანით აკითხავს ბავშვს, იმის მიხედვითაც.
Post a Comment