Thursday, January 28, 2016

ქცევა თუ მოქცევა? თუ სულაც საქციელი? Act - Don't React!


იმდენი რამე მინდა დავწერო, თან არ მინდა.
უფრო არ მინდა და ამიტომაც ვერ ვწერ ეტყობა.

ამიტომ წერაც მავიწყდება, პუნქტუაციაც და წინადადების დალაგებაც ქართულად.

იმ დღეს მეგობარმა მითხრა, ისე ყველაფერი როგორ თავისით ხდება და ჩვენზე არაფერია დამოკიდებული ცხოვრებაშიო.
დავეთანხმე მთელი თავით, ფეხებით, გონებით, სულით, გულით...

არაფერია ჩვენზე დამოკიდებული გარდა საკუთარი საქციელისა.
არაფერი!

Act, don't react-ო, ერთმა ჭკვიანმა, შვიდი შვილის დედამ მირჩია ადრე და იმის მერე სულ ასე ვცდილობ მოვიქცე.

  • ანუ გააკეთე სიკეთე ისე, უბრალოდო და არა მხოლოდ საპასუხოდო.
  • იყავი ღიმილიანი არა მხოლოდ იმათთვის, ვინც ასევე გაგიღიმებს, იმათთვისაც, ვინც შეიძლება სულ არ შეგამჩნიოსო.

ამაზე ძნელი არაფერი მგონია ქვეყანაზე - acting vs reacting :-/
დავარქვათ საქციელი რეაქციის წინააღმდეგ?
ან ქცევა თუ მოქცევა? ვინ მიშველის ამის გარჩევას, ლინგვისტუსის ბლოგი მკვდარია.

-------

ქართული ბლოგები მომენატრა და ახლა მათ არქივებს გადავხედე.
გაგიზიარებთ, თუნდაც არავის აინტერესებდეს :-) უანგარო სიკეთის განსამტკიცებლად :-)

  1. ნატალიას შუაღამის პოსტი
  2. ქეთის ნაძვის ხე
  3. ტომას ავტობუსში მძინარე ბავშვები
  4. ქეითის საუკეთესო უარი
  5. ვასასის ნოემბერი
  6. მარის ასე თუ ისე ამბები
  7. შორეს ძველი რადიოამბავი
  8. ბაბისას ბორხესი და ჩინური სიბრძნე
  9. თის The ponies run, Girls are young
  10. ჯოკეის დარმა ბამზ
  11. ანუშკას კეთილი, kinda

სავარაუდოდ, კიდევ ბევრი სხვა ბლოგი მიყვარდა ადრე და სიამოვნებით ვკითხულობდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიხსენებ და ჩემს ბლოგროლშიც ესენია დარჩენილი.
ისიამოვნეთ! :-)

ბედნიერ დარჩენილ კვირას ვუსურვებ ჩემს ცოტაოდენ მკითხველს!

11 comments:

Rode said...

"იმოქმედე რეაქციის გარეშე" ანუ ტყუილ ემოციურ ფონს ამჯობინე რეალური ქმედებაო, რაღაც ნიცშესეული თეზაა, ალბათ, ასე იქნება სწორი.

Sophie שרה Golden said...

როდე, ბრძენი ხარ. ზუსტად. ემოციურ ფონს ჯობია რეალური ქმედება, ანუ სხვების შექმნილ ფონზე არ "ვარდები", ასე რომ ვთქვათ. მგონი, ასე უნდა იყოს.
ნიცშე ხანდახან კარგ რაღაცებსაც ამბობდა თურმე :ლოლ:

Rode said...

კი.
ყველგან შეიძლება კარგი რამეების მიგნება :)

Toma said...

vaime sofi, eg posti cavikitxe axla chmei blogidan da sauketeso xasiatze davdeqi!

kushi's blog said...

"იყავი ღიმილიანი არა მხოლოდ იმათთვის, ვინც ასევე გაგიღიმებს, იმათთვისაც, ვინც შეიძლება სულ არ შეგამჩნიოსო."

სოფი, როგორ მომენატრე... გადავხედავ შენს პოსტებს და სულ მეღიმილება ისეთი სითბო და მზრუნველობა იგრძნობა აქ... თითქოს ყველას მეგობარი და ყველას მზიანი დედა სოფი ხარ ...

ჩორვენი said...

მაგ ფრაზის კარგი განმამტკიცებელია what goes around, comes around

თანაც ხომ ნათქვამია ბედნიერ ადამიანებს გარშემოც ბედნიერი ადამიანები ჰყავთ რადგან ცდილობენ ყველა გააბედნიერონო? : )

ხოდა ეგაა

Keti said...

სოფი, ისე მოულოდნელად აღმოვჩნდი აქ და უცებ ჩემი თავი რომ ვიპოვე პოსტში, უზომოდ გახარებული დავრჩი. დიდი მადლობა <3
მოულოდნელად იმიტომ, რომ სულ მივატოვე ბლოგი, ათასში ერთხელ შევდივარ და ლინკებზეც იშვიათად გადმოვდივარ. ფეისბუქმა სულ ჩაყლაპა დრო და სივრცე სხვა აქტივობებისთვის, რაზეც ძალიან მწყდება გული. ამასობაში, ყველამ შევამცირეთ წერა, ვინც ადრე ასე ვაქტიურობდით.

ბედნიერ დღეებს გისურვებ, შენს ლამაზ ოჯახთან ერთად :*

Lilac said...

სოფი, მომენატრე :)

Natalia said...

სოფი, თითქმის ყოველდღე შემოვდივარ და ვამოწმებ, ახალი პოსტი ხომ არ დაწერე. დაწერე, გთხოვ! :))

პ.ს ჩემი რომელი პოსტი გაქვს მოხსენიებული ვერ მივხვდი, მგონი ლინკი არასწორია და ვერ გადავდივარ :შ

Sophie שרה Golden said...

ნატალია, ეგ რა ლინკი ჩამისვამს შეცდომით... ახლა მოვძებნი და შევეცდები ვიპოვო, სრულიად შემთხვევით ავარჩიე მაშინ...
მადლობა, ჩემო ერთგულო ნატალია. დავწერო უნდა აუცილებლად!!!

Natalia said...

<3