იმდენი რამე მინდა დავწერო, თან არ მინდა.
უფრო არ მინდა და ამიტომაც ვერ ვწერ ეტყობა.
ამიტომ წერაც მავიწყდება, პუნქტუაციაც და წინადადების დალაგებაც ქართულად.
იმ დღეს მეგობარმა მითხრა, ისე ყველაფერი როგორ თავისით ხდება და ჩვენზე არაფერია დამოკიდებული ცხოვრებაშიო.
დავეთანხმე მთელი თავით, ფეხებით, გონებით, სულით, გულით...
არაფერია ჩვენზე დამოკიდებული გარდა საკუთარი საქციელისა.
არაფერი!
Act, don't react-ო, ერთმა ჭკვიანმა, შვიდი შვილის დედამ მირჩია ადრე და იმის მერე სულ ასე ვცდილობ მოვიქცე.
- ანუ გააკეთე სიკეთე ისე, უბრალოდო და არა მხოლოდ საპასუხოდო.
- იყავი ღიმილიანი არა მხოლოდ იმათთვის, ვინც ასევე გაგიღიმებს, იმათთვისაც, ვინც შეიძლება სულ არ შეგამჩნიოსო.
ამაზე ძნელი არაფერი მგონია ქვეყანაზე - acting vs reacting :-/
დავარქვათ საქციელი რეაქციის წინააღმდეგ?
ან ქცევა თუ მოქცევა? ვინ მიშველის ამის გარჩევას, ლინგვისტუსის ბლოგი მკვდარია.
-------
ქართული ბლოგები მომენატრა და ახლა მათ არქივებს გადავხედე.
გაგიზიარებთ, თუნდაც არავის აინტერესებდეს :-) უანგარო სიკეთის განსამტკიცებლად :-)
- ნატალიას შუაღამის პოსტი
- ქეთის ნაძვის ხე
- ტომას ავტობუსში მძინარე ბავშვები
- ქეითის საუკეთესო უარი
- ვასასის ნოემბერი
- მარის ასე თუ ისე ამბები
- შორეს ძველი რადიოამბავი
- ბაბისას ბორხესი და ჩინური სიბრძნე
- თის The ponies run, Girls are young
- ჯოკეის დარმა ბამზ
- ანუშკას კეთილი, kinda
სავარაუდოდ, კიდევ ბევრი სხვა ბლოგი მიყვარდა ადრე და სიამოვნებით ვკითხულობდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიხსენებ და ჩემს ბლოგროლშიც ესენია დარჩენილი.
ისიამოვნეთ! :-)
ბედნიერ დარჩენილ კვირას ვუსურვებ ჩემს ცოტაოდენ მკითხველს!



11 comments:
"იმოქმედე რეაქციის გარეშე" ანუ ტყუილ ემოციურ ფონს ამჯობინე რეალური ქმედებაო, რაღაც ნიცშესეული თეზაა, ალბათ, ასე იქნება სწორი.
როდე, ბრძენი ხარ. ზუსტად. ემოციურ ფონს ჯობია რეალური ქმედება, ანუ სხვების შექმნილ ფონზე არ "ვარდები", ასე რომ ვთქვათ. მგონი, ასე უნდა იყოს.
ნიცშე ხანდახან კარგ რაღაცებსაც ამბობდა თურმე :ლოლ:
კი.
ყველგან შეიძლება კარგი რამეების მიგნება :)
vaime sofi, eg posti cavikitxe axla chmei blogidan da sauketeso xasiatze davdeqi!
"იყავი ღიმილიანი არა მხოლოდ იმათთვის, ვინც ასევე გაგიღიმებს, იმათთვისაც, ვინც შეიძლება სულ არ შეგამჩნიოსო."
სოფი, როგორ მომენატრე... გადავხედავ შენს პოსტებს და სულ მეღიმილება ისეთი სითბო და მზრუნველობა იგრძნობა აქ... თითქოს ყველას მეგობარი და ყველას მზიანი დედა სოფი ხარ ...
მაგ ფრაზის კარგი განმამტკიცებელია what goes around, comes around
თანაც ხომ ნათქვამია ბედნიერ ადამიანებს გარშემოც ბედნიერი ადამიანები ჰყავთ რადგან ცდილობენ ყველა გააბედნიერონო? : )
ხოდა ეგაა
სოფი, ისე მოულოდნელად აღმოვჩნდი აქ და უცებ ჩემი თავი რომ ვიპოვე პოსტში, უზომოდ გახარებული დავრჩი. დიდი მადლობა <3
მოულოდნელად იმიტომ, რომ სულ მივატოვე ბლოგი, ათასში ერთხელ შევდივარ და ლინკებზეც იშვიათად გადმოვდივარ. ფეისბუქმა სულ ჩაყლაპა დრო და სივრცე სხვა აქტივობებისთვის, რაზეც ძალიან მწყდება გული. ამასობაში, ყველამ შევამცირეთ წერა, ვინც ადრე ასე ვაქტიურობდით.
ბედნიერ დღეებს გისურვებ, შენს ლამაზ ოჯახთან ერთად :*
სოფი, მომენატრე :)
სოფი, თითქმის ყოველდღე შემოვდივარ და ვამოწმებ, ახალი პოსტი ხომ არ დაწერე. დაწერე, გთხოვ! :))
პ.ს ჩემი რომელი პოსტი გაქვს მოხსენიებული ვერ მივხვდი, მგონი ლინკი არასწორია და ვერ გადავდივარ :შ
ნატალია, ეგ რა ლინკი ჩამისვამს შეცდომით... ახლა მოვძებნი და შევეცდები ვიპოვო, სრულიად შემთხვევით ავარჩიე მაშინ...
მადლობა, ჩემო ერთგულო ნატალია. დავწერო უნდა აუცილებლად!!!
<3
Post a Comment