ვერ ვიჯერებ, რომ 2015 წელი მთავრდება, ჩემი ბლოგი კიდევ 2008 წლიდან არსებობს.
ბოლო წლებში, ზმნა არსებობა ზუსტად შეეფერება ჩემს ბლოგს, მაგრამ ვიმედოვნებ ერთი-ორი მკითხველი კიდევ მყავს შემორჩენილი, რომელსაც ხანდახან ახსენდება ეს, ერთ დროს, სუპერპოზიტიური და მზიანი ბლოგი ინტერნეტსივრცეში.
მე კიდევ, ამასობაში, 31 წლის გავხდი.
რა უცნაური შეგრძნებაა, იცით? აი ის, 30-ს რომ გადავაბიჯე და რამდენიმე წელში 40-ის რომ გავხდები და წესით, დარბაისელი ქალი უნდა მერქვას და მქვია კიდეც, მგონი, მაგრამ სპაის გერლზს მაინც ვუსმენ და ვცეკვავ კიდეც თავისუფალ დროს :დ zig-a-zig-aaah!
ადამიანის ცხოვრება ისე სწრაფად მირბის, ხან თვითონ ის ადამიანიც რომ ვერ ეწევა. მერე მოიხედავ უკან და გიკვირს, მოიცა, ეს მე ვიყავიო?
მთლად ასე ფილოსოფიურადაც არა, მაგრამ დღეს ჩემს ძველ პოსტებს გადავხედე და ისეთი სასაცილო ვყოფილვარ, ბევრი ვიცინე. ჩემთვის სიცილის მოგვრა რომ ძნელი არაა, კი იციან ჩემმა უძველესმა მკითხველებმა, მაგრამ მაინც.
მოკლედ, 31 წლის ვარ, show some respect yo!!!
ახალი წელი ლამის უკვე აქ არის, თოვლი ისევ არ ჩანს. მე ორი შვილის დედა ვარ, ზედმეტ ათ კილოგრამს ხუთი დააკელით, მინუს სქელი და წითელი თმა, პლიუს მაკიაჟი და კრემები, 30 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ უკვე მჭირდებოდა (შუბლზე უთვალავი ნაოჭი მაქვს).
ბედნიერ შობას და ახალ წელს გისურვებთ, ჩემო საყვარელო მკითხველებო (ვინც დარჩით), მეგობრებო (თუ კიდევ ხართ), ადამიანებო (თქვენი იმედი ყოველთვის მაქვს)!!! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, დანარჩენს კი თქვენი მონდომებით შეძლებთ, ამის მტკიცედ მჯერა.
სიხარული და წარმატებები!!! დადებითი ემოციები, სიყვარული და გემრიელი საჭმელები, რაც, დარწმუნებული ვარ, არავის მოგაკლდებათ საქართველოში და როგორ მშურს ჩურჩხელების და კარალიოკის ჩირების (იქნებ, ძალიან "mainstream"-ად ჟღერს, მაგრამ კარალიოკის ჩირი როგორ მიყვარს, იცით? :დ ჩურჩხელის გაკეთებას, ჯანდაბას, დროს ვიპოვი და გავაკეთებ, მაგრამ ქართული კარალიოკისნაირი სად მოვიძიო?).
მომავალ შეხვედრამდე! :-)
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




9 comments:
გილოცავ, გილოცავ, გილოცავ!!! რა მაგარია ახალი წელი და დაბადების დღე ერთად <3
მე გკითხულობ, მიხარია ყოველთვის შენი პოსტები ან კომენტარები რომ მხვდება ხოლმე.
იმედია, 2016-ში ბევრ, ძალიან ბედნიერ პოსტს დაწერ და მეც მეცოდინება, რომ კარგად ხარ :*
გილოცავ სოფი! ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და სიკეთეს გისურვებ შენს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.
თამთა, ხო, მე და შენ დეკემბრის ბავშვები ვართ, ყველაზე მაგრები :დ დიდი მადლობა!!!
როდე, მადლობა, ჩემო უძველესო მკითხველო <3
სოფი გუშინ საღამოს თოვლი წამოვიდა აქ, მანდეთ?
სოფი, გილოცავ, ახალ წელს და დაბადების დღეს :) <3
ხოდა, ასაკი არაფერია, ადამიანი შინაგანად ყოველთვის ერთი და იგივე რჩება. ტყუილი ყოფილა დიდობა და სხვა ამბები :)) უბრალოდ თავშეკავებას ვსწავლობთ : ))
როდე, არ ჩანს აქ თოვლი, არა და არა :'(
ნატალია, მადლობა!!! აბსოლუტურად. ასაკზე უმნიშვნელო არაფერი ყოფილა მართლაც ამ ქვეყანაზე.
gilocav axal wels sofi, shen da shen patara ojaxs.
pozitiuri da siketit savse kofilikos tkventivs axali 201 weli.
dabadebis dgesac gilocav, 31 weli araferia, zogadad ricxvi arafers nishnavs tu tavs 21 wlis gogosavit grdznob :)
sopi gilocav axal cels!mravals daescari shens ojaxtan ertad..amasobash me ukve ori shvilis deda var da ise dzan momenatra sheni deduri postebi,amas cinat dzvelebs vkitxulobdi..turme ra dzneli kopila ori patara ertad,roca orives schirdeba tanabrad gadaunacilo kuradgeba,martla mshurs vinc amas mshvidad axerxebs:)shen chemtvis samagalito xar:)sikvarulit sheni ertguli mkitxveli gvantsa
ყველაფერი რაც კი ასე უხვად გულით და ლამაზად გვისურვე სოფი ერთი ასად დაგიბრუნდეს :) კიდევ უფრო ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი, კიდევ უფრო ბევრი სიყვარული ეჩუქებინოთ შენთვის, მუზები არასოდეს არ მოგკლებოდეს, კარალიოკის ჩირიც მალე გაგესინჯოს და ჩურჩხელას :) ჰო და სულ სულ სანამ იქნები (და ეს დიდხანს იქნება მჯერა) სპაის გერლზის ერთ–ერთ ვარსკვლავად გეგრძნოს გულში მუდამ საკუთარი თავი... ბევრიც გეცეკვოს და ბევრიც გემღეროს... ცოტა სევდა გქონოდეს და კიდევ უფრო ცოტა დარდი (რომელსაც რა დალევს მაგრამ მაინც... ) გინდ დაიჯერე გინდ არა, მე შენ შორიდან მიყვარხარ!... (ასეთი რამეების ადრე არ მჯეროდა მაგრამ ახლა რატომღაც დავიჯერე, არიან ადამიანები სულით ნათესავები კილომეტრებით შორს რომ არიან მაგრამ შენს ნააზრევს, ტკივილსა და სიხარულს თავის წერტილ–მძიმიმიანად რომ ისიგრძეგანებენ)
Post a Comment