Thursday, October 16, 2008

როგორ გავხდით მე და დინა "უშპიზინები"


ძალიან უბრალოდ რომ ავხსნა, "უშპიზინი" ებრაულად სტუმარს ნიშნავს, რომელიც სუქოთის, იმავე "კაი დღის", დღესასწაულზე ყველაზე სასურველი და დაფასებულია.

მე, როგორც დილეტანტი რელიგიაში და agnostic, ახლა ნელ-ნელა ვსწავლობ იუდაიზმის წესებს, ვცდილობ, ყველაფერი მოვისმონო, გავიგო და შევისრუტო, როგორც იტყვიან :D

მაგრამ რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ნაკლები იციო, ამას ბერძენი ფილოსოფოსები ამბობდნენ... და კიდევ RED HOT CHILI PEPPERS :P

როგორც ყველა ებრაული დღესასწაული, სუქოთიც ღრმა და სიმბოლურია, ამავე დროს ძალიან ნამდვილი. უშპიზინად ითვლება აბრაამი, იცჰაკი (იგივე ისაკი), იაკობი, მოსე, აარონი, დავიდი და იოსები, რადგან მათ უწევდათ სიარული, სტუმრად ყოფნა. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ იხილეთ ლინკი: http://en.wikipedia.org/wiki/Sukkot

მე და დინას, ბუნებრივია, მოგვიწია სტუმრობა ერთ თბილ და ტკბილ ოჯახში, სადაც თითქმის 2 დღე გავატარეთ და მასპინძლები თავს გვევლებოდნენ. გემრიელ საჭმელს გვთავაზობდნენ და ჩვენც უარის თქმა არ შეგვეძლო, რადგან ასეთი წესია, ყველაფერი უნდა მიირთვა...[ შარვალი რომ აღარ ჩაგეტევა, ეს უკვე სხვა საქმეა და საერთოდაც, შარვლის ჩაცმა არაქაშერია :) ]

მინდოდა, საინტერესო, იუმორით სავსე გამოსულიყო ჩემი პოსტი, მაგრამ რაც რელიგიას ვეცნობი, ვკითხულობ, დინა და მისი მეგობრები მიყვებიან, უკვე სხვანაირად ვხედავ ყველაფერს... არ მინდა ჭორაობა, სარკაზმსაც ვერიდები და სიმართლის თქმასაც, პირდაპირ წერია, რომ ადამიანმა ჯობია, არაფერი თქვას, იქნება ეს სიმართლე თუ ტყუილი...

როგორც ერთმა ძალიან ჭკვიანმა და ლამაზთვალებიანმა ბიჭმა თქვა: უნდა დაინახო რეალურად ის ყველაფერი, რასაც სწავლობ და კითხულობ (ეს თორას ეხება), საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე იფიქრო და სხვებს არ უყურო.

რა კარგია უშპიზინობა ჭკვიან და ლამაზთვალებიან ადამიანებთან :) მადლობა, Dina, Leah & Michael!!!

No comments: