Thursday, January 29, 2009

"ბრიტვის" მზიანი მხარე

Today:
რადიოდან არ მირეკავენ.
ამერიკელებთან და რაბებთან შეხვედრაზე არ მივდივარ.
თმას შავად არ ვიღებავ (ჯერჯერობით მაინც). ლილუ მეუბნება, რომ ტემბელი ვარ, ძაან მომიხდებოდა.
ანუშკამ კოელიოს "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა" მაჩუქა და იმას ვკითხულობ. ვერონიკა ზუსტად ჩემი ასაკის, მაგრამ ბევრად "მრავალჭირნახული", სლოვენი გოგოა, ლუბლიანადან. ადგება და წამლებით გაიჭყიპება, იმიტომ, რომ ეზარება ცხოვრება, ბედნიერება, რომელიც ბოლოს უაზრობად იქცევა. სისულელეა მოგბეზრდეს რაღაც, რაც ჯერ არ გქონია და მხოლოდ იმიტომ იკლავ თავს, რომ წინასწარ წარმოიდგენ იმ ყველაფერს. მაგრამ ვერონიკას ასე უნდა, screw that! კოელიოს მეორე წიგნია ეს, რაც წამიკითხავს და იმ დროს, როცა ვკითხულობ, ძალიანაც მყოფნის.
გადავწყვიტე ფეისბუქს ჩავუჯდე მერე სერიოზულად, ისევე, როგორც ჩემს ლიტერატურულ საქმიანობას და ცოტა თავი გავანძრიო.
ბითურულად ვგრძნობ თავს. დედაჩემმა მითხრა, ბუნებრივიაო, ახალგაზრდა ხარ და ეგ არის კარგი, რომ ძიებაში ხარო, ახლავე ნუ გინდა ჭეშმარიტების პოვნაო. ვკითხე, შენ რომ ეძებდი, იპოვე-მეთქი? დედაჩემის ჭეშმარიტება მე აღმოვჩნდი ბოლოს - რა უჭირს, მიპოვა მაინც.
"'ბრიტვის' მზიან მხარეს" ვუსმენ, ბერძნული ჯგუფია ასეთი.

ჩილი მომენატრა, ჩემი ჯარისქალი. 'Bubble'-ს ვუყურე, ძაან საინტერესო ისრაელის ფილმს და მაშინ მივხვდი, რას გრძნობს ჩილი, საზღვარზე არაბებს რომ აჩერებს და ჩანთებს უჩხრეკს. მშვიდობის იმედი ნურავის გექნებათ, სანამ ადამიანები ვარსებობთ. გინდა ევა დაადანაშაულეთ, გინდა - კაენი, ფაქტია, რომ მთავარ სცენარისტს ასე უნდა.

6 comments:

Keti said...

"გინდა ევა დაადანაშაულეთ, გინდა - კაენი, ფაქტია, რომ მთავარ სცენარისტს ასე უნდა".

კარგი ნათქვამია და საერთოდაც, მომწონს შენი ბლოგი. სულ ცოტა ხანია, რაც აღმოვაჩინე და კითხვა დავიწყე.

წერდი, ენას მიწუნებენ – ოფიციალურიაო (დაახლოებით ასე), მე კი მომწონს – წერის სტილიც და თემებიც :)

Anonymous said...

didi madloba, Keti :-)) xom ici, zalian bevrs nishnavs, ras geubnebian, rogor geubnebian da vin geubneba :-) :-*

Keti said...

:** :)

Anonymous said...

ოხ ეს სცენარისტი....ჩვენ კიდევ გვგონია, რომ რაღაც ხელშეკრულებებით და რეზოლუციებით შვებას ვიგრძნობთ. სად ვზივართ ჩვენ თვითონ არ ვიცით და ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებთ.

რაც შეეხება Facebook-ს და ლიტერატურას: ამას მეც უნდა მივხედო. თებერვალი ამისთვის კარგი დროა, ყველაზე თავისუფალი და უსაქმური ვარ ამ დროს, შეიძლება ითქვას :)

Anonymous said...

Bubble მეც მომეწონა! მიყვარს ასეთი ახალგაზრდული ფილმები.

Anonymous said...

http://tatushka55.wordpress.com/2009/04/24/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90/


:) :) :)