Saturday, January 31, 2009

Blong blong or blog

ბლოგზე მაშინ ვწერ, როცა რაღაც/ვიღაც მაბრაზებს, ან ნერვული "შემოტევა" მაქვს და უნდა დავწერო, თორემ გავგიჟდები. იმ დღეს მეგობარს ვეუბნებოდი კიდეც, ძნელია ბედნიერმა დაწერო რაღაც-მეთქი. ბლოგი, გასაგებია, სხვა რამეა და აქ დიდ ფასეულობებს არავინ ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მჯერა ბლოგინგის დიდი მომავლის, ჭეშმარიტება ეს არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ ჭეშმარიტება სულ სხვა რამეა. ის ნეტსივრცე კიდევ - სადაც ყველას შეუძლია წერა თავის თავზე, ოჯახზე და გასახეხ იატაკზე, ნაკლებად ღირებული და ზედაპირულია, თუნდაც საკაიფოდ გეკითხვინებოდეს.

ეს დღეები სულ მიკ ჯაგერს ვუსმენ. ბლოგებს ვკითხულობ, რადიოკითხვას ვსწავლობ და ბევრს ვჭამ. ქეთის ბლოგი აღმოვაჩინე სხვა ბლოგებს შორის ჩაკარგული, ძალიან კარგად წერს, ლიტერატურულად, თბილად, ხმელთაშუა ზღვის ტალღასავით. მოკლედ მის პოსტებს წაიკითხავ და იმედი გიჩნდება, რომ ყველა აგრესიული არ გამხდარა. კიდევ dreaMar-მა გააკეთა ვარდისფერი და მარწყვული ბლოგი.

[ცოტა დაღლილი ვარ, ადამიანები რომ ხშირად მაბრაზებენ და სასწაულ რაღაცებს მეუბნებიან, ეს სხვა საკითხია, ამ დროს თვითონ ავიწყდებათ, როგორები არიან. რა კარგია სხვისი დადანაშაულება ხო? მარია შარაპოვა გამიგებდა ამ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი. ისიც ჩემსავით მარტოსული მებრძოლია :P მაგრამ ამ დღეებში ისეთი კარგი ადამიანები გავიცანი, რომ ყველა დანარჩენი გადაწონა და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მომავალი :ლოლ: total ფუტურისტი ვარ.]

ხვალ მედიაკლუბის შეხვედრაზე ვაპირებ წასვლას. ასევე ხვალიდან ვიწყებ ტელეფონით თორას შესწავლას და ერთი სულით ველოდები რალფს.
ლონდონში მინდა!
ხმის დახვეწა მინდა!
იმ რიჟა ტიპის სახელი და გვარი გავიგე, სულ რომ იღიმება და დიდი, საყვარელი ყურები აქვს :D RTVI-ზე "Сейчас в Израиле" მიჰყავს, მიხაილ რაბინოვიჩი რქმევია :-) რამდენი ხანია მომწონს და მაგის გამო შუაღამემდე ველოდები ახალ ამბებს, სულ გვიან ვრთავდი ხოლმე და სახელს ვერ ვიგებდი :D ხო ვამბობდი, რაბინოვიჩი იქნება-მეთქი. VIVA!!! აი, ჩემი ჭეშმარიტება დღეისთვის!

6 comments:

Keti said...

სოფი... :) :*


მართალია, ბედნიერს რამის წერის სურვილი არ გიჩნდება. წერა – გათავისუფლებას გავს, იმისგან რაც გვაღელვებს. სულ ერთია, პირადი იქნება თუ საზოგადო..

მიხარია, რომ გიპოვნე:)
გმადლობ

CheshireCat said...

:) ლინგვისტუსს აქვს თეორია იმის თაობაზე, რომ ბლოგების წერა, ზედმიწევნით ბოღმიანი პროცესია :)

მართალია სადღაც.. :)


სადღაც ))

Girl In LoVe said...

sop dzalian Tbili da tkbili gogo xar:* mixaria ase rom midgaxar mxarSi:)

Anonymous said...

it's my pleasure, Mar :-)

Anonymous said...

me cud xasiatze rom var shansi araa blogze rame davwero :| ai veranairad ver vwer.

Keti said...

მეც წავიკითხე ლინგვისტუსის აზრი და ვერ დავეთანხმები, რომ სევდის, გულისტკივილის, ან უბრალოდ რაიმეზე ხმამაღლა ფიქრის, ერთი სიტყვის –"ბოღმის" ქვეშ მოქცევა სწორია:)
(მითუმეტეს – ბოღმის)