ქეთ_ევა_ნმა, როგორც იცის ხოლმე, მშვენიერი გულახდილი პოსტი დაწერა, "წაუმარაზმეთო" – მე კიდევ, ზუსტად ისიც არ ვიცი, ეს სიტყვა რას ნიშნავს და ცხოვრებაში სულ ერთი–ორჯერ მექნება გამოყენებული. ესეც უკვე შედის იმ თემაში, რასაც ქეთ_ევა_ნი გულისხმობდა: რაღაც სიტყვები ლექსიკონში, რასაც არასოდეს ვიყენებ.
ამასთან ერთად, იუდაიზმში არ არის მიღებული, როგორც სხვების, ისევე საკუთარ უარყოფით თვისებებზე ხმამაღლა საუბარი. ყველა ადამიანში ღმერთის ნაწილია და როგორ შეიძლება ეს ნაწილი "მარაზმი" იყოს? უცნაურად დაემთხვა ისიც, რომ რობი უილიამსის (ჩემი მისდამი გრძნობები გეცნობათ) ახალ სიმღერას ვუსმენდი და ასეთი ფრაზა "ვიპოვე": "Who am I to rate the morning sun?". სიმბოლურია, არა?
ბევრი რაღაცაა ჩემში, რის შეცვლასაც ვცდილობ და მიხარია კიდეც, რომ შემიძლია შემჩნევა და მერე ამაზე მუშაობა. დილით ძალიან საინტერესო გაკვეთილი მქონდა, ფიზიკურად ცოცხალ ადამიანებზე, რომლებიც სინამდვილეში სულიერად უკვე აღარ არსებობენ. ადამიანი მაშინ კვდება, როცა კმაყოფილია მიღწეულით, როცა არ იხედება საკუთარ სულში (სანამ ჯერ კიდევ გააჩნია) და არ ფიქრობს იმაზე, რომ სამყარო მისთვის შეიქმნა და მასზე უკვე თავად უნდა იზრუნოს (სამყაროში ვგულისხმობ, როგორც ზოგადს, ისე მის შინაგანს). ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სასწაულია, როცა ყოველ ახალ დღეს პოზიტიურად ხვდები და იცი, რამდენი რამეა შენზე, შენს საქციელზე დამოკიდებული. საკმარისია ამაზე დაფიქრდე და საკუთარ თავს უფრო დააფასებ, რაც მერე სხვა ადამიანების სიყვარულში დაგეხმარება. It works, trust me.
So never rate the morning sun! ;)



15 comments:
sophie, rogor sheicvale, ra sxvanairi xar :)))
ანუშკა, მითხარი რა, როგორ შევიცვალე? მეც ვამჩნევ ჩემს თავს და ვერაფერი გამიგია :/
მე კიდევ მგონია, გადაჭრით თქმა არ შეიძლება – რომ ვიღაც სულიერად უკვე აღარ არსებობს.
ყველა ადამიანში რჩება მარცვალი, რომლის გაღვივებაც შესაძლებელია.
გარედან ხანდახან რთული აღსაქმელია, ვინ "მოკვდა" და ვინ ცოცხლობს
ზოგჯერ ადამიანები ცდებიან და ასე უნებურად უფრო უწყობენ ხელს ვიღაცის სიკვდილს...
@ქეთი, რა საინტერესოდ თქვი, დავფიქრდი. მართალი ხარ, იმედი ყოველთვის არსებობს, რომ შეიძლება "მკვდრის" გაცოცხლება.
მადლობა.
ამქვეყნად მოვლენილთა მსვლელობა ყოველთვის როდის ეთანხმება თვით უჭკვიანესი ადამიანების განძრახვებს. ადამიანები ტყუილად ირჯებიან, როდესაც მსჯელობენ მთლიანზე, რომლის მხოლოდ პატარა ნაწილს ხედავენო , თქვა ვოლტერმა...
ხოდა ტყუილად ვიმსჯელებთ ვიღაცის სულის ”მთლიანზე”, ალბათ იმიტომ რომ ჩვენივე სულის მცირე ნაწილსაც ვერ ვხედავთ ბოლომდე :შ :შ
mmmm... Ich ♥ Sophie Golden
მე კი შენმა პოსტმა დამაფიქრა :)
გაასწორა რობიმ!
მაგრამ, მაინც ვერ ვხვდები კარგი პაპსავიკების ფენომენს. ან რატომ მღერიან 1-2 კარგ სიმღერას, როცა ხალხს დანარჩენი 50 ფარჩაკი ურჩევნია ან რატომ მღერიან დანარჩენ 50-ს, როცა იციან, რომ რამდენიმე უმაგრესი სიმღერა აქვთ.
სასწაულების თემაზე გეთანხმები სოფ და ორიოდ ვიდეოს დაგილინკავ ;)
http://www.youtube.com/watch?v=giXJc0kbIHs&feature=player_embedded
http://www.youtube.com/watch?v=BVR5CvekD7s&feature=player_embedded
@ქეთი, :)
@ზურიუს, ბიზნესია პოპი და იმიტომ. მადლობა ლინკებისთვის, რაღა შორს წავიდეთ – აი, სასწაული ეს ჩანჩქერები და ბუნება.
@გრინ, რაო? :)
მეკიდე მგონია სოფი გოლდენი უფრო მეტად გოლდენი გახდა ;)))
ramdenime dge gansakutrebit dagruzuli var ragac problemebis gamo.. da gushin vfiqrobdi amaze da mivxvdi, rom dro gadis da me ver vaswreb tkbobas cxovrebit.. yoveldgiuri wvrilmanebit, romelic sinamdvileshi bednierebis momtania..
am postma kidev ertxel damarwmunda imashi, rom martali var :)
:*
მე კი მგონია, რომ სოფი ისევ ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. არვიცი შეიძლება ვცდები.
კარგი სიმღერაა, ეხერხება რობის.
@undone, :))) HUGS!!!
@ქეთ_ევა_ნ, იცი, ამ დღეებში მეც რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი და იმდენად განვიცდიდი, რომ ღამე მიჭირდა დაძინება. ბოლოს გამახსენდა, მე თვითონ რაზე ვწერ ხოლმე – ყველაფერი ამაოებაა და ადამიანი უნდა ეცადო, მშვიდად იყო და ყოველი წამით ისიამოვნო, რაღაც ისწავლო – ყველაზე დიდი პრობლემიდანაც კი შენთვის სასარგებლო აიღო.
@ქეით, ალბათ, ყველას თავისებურად ვყავარ წარმოდგენილი და ხანდახან ვიცვლები ხოლმე.
რობი, რობი – ეხერხება და თანაც როგორ.
გეთანხმები :)
როგორ, როგორ მიხარია, რომ ბლოგი ისევ გაინტერესებს და ინგლისურ სიტყვებსაც ისევ ურევ პოსტში! :) ერთი სული მქონდა, რიდერს როდის გავხსნიდი, იმიტომ, რომ ვიმედოვნებდი, შენი პოსტები დამხვდებოდა! რობის ეს სიმღერა ძალიან მიყვარს!
დანაკლისს ვინაზღაურებ, ახალ პოსტებს წავიკითხავ და ველქომ ისევ დაგამატე ბლოგროლში :) :*
Post a Comment