

ერთ "მეზობელ" ბლოგს გადავხედე და გავხალისდი... ენამახვილური იყო, ქართული და თბილისური სნობიზმი კი ეტყობოდა, მაგრამ მაინც საკაიფო იყო... როცა მგონია, რომ სულ ზომბების და დებილების გარემოცვაში ვარ, აღმოჩნდება, რომ არის რაღაცები, რაც მახალისებს, ველოსიპედისა და სიცილის გარდა :P
სამშაბათი დღეა... 4 საათს მეძინა მარტო... გავიგე, რომ ფრედერიკი ბეიგბედერი კი არა, ბეგბედერი ყოფილა და გული ამიჩუყდა =)) ჟან დუჟარდანი მომენატრა და მოგვიანებით გამახსენდა, რომ მე ქერა ბიჭები მომწონს, აი, ისეთი, გუშინ ესტონეთის საელჩოს თანამშრომელი რომ იყო და მიღიმოდა... თუ ვუღიმოდი, რა მნიშვნელობა აქვს =))
ბერძნულად ცეცხლი ასე ჟღერს: "ფლოგას"... ვნების ცეცხლი... ელენი პეტას ვუსმენ: http://www.myspace.com/elenipeta ამ ბოლო დროს მუსიკის მოსმენა მიჭირს, მგონი დავჩლუნგდი. დემოკრატიისაც აღარ მჯერა და ფსიქოლოგიას ვეთაყვანები. ჟურნალისტიკა კუჭს მატკიებს, როგორც ეს ომი სამხრეთ ოსეთში (ჰმ! ადრე სამაჩაბლოსავით არ ჟღერდა?).
ყავა მეზიზღება და მაინც ვსვამ... სიგარეტი მიყვარს და არ ვეწევი, ამას ხომ ჰქვია წინააღმდეგობრიობით აღსავსე ცხოვრება??? ბიბისი ფრაიმზე "ჩემს ოჯახს" ვუყურებ და ვიცინი ჰარპერების ოჯახზე და ხან მგონია, რომ ინგლისელებივით სნობები მარტო ქართველები ვართ... მხოლოდ სნობები და სარკასტულები; ძაან ჰიუმორით დაჯილდოებული ხალხი.
ყავა მეზიზღება და მაინც ვსვამ... სიგარეტი მიყვარს და არ ვეწევი, ამას ხომ ჰქვია წინააღმდეგობრიობით აღსავსე ცხოვრება??? ბიბისი ფრაიმზე "ჩემს ოჯახს" ვუყურებ და ვიცინი ჰარპერების ოჯახზე და ხან მგონია, რომ ინგლისელებივით სნობები მარტო ქართველები ვართ... მხოლოდ სნობები და სარკასტულები; ძაან ჰიუმორით დაჯილდოებული ხალხი.
მთვარეზე მინდა!!!
სამშაბათია... მინდა, დინას ვიზა მისცენ... მინდა ნაამა მალე ვნახო... [ესტონეთის საელჩოსთან გავივლი... ან იმ ბიჭს მოვძებნი, ისრაელის დროშა რომ ეკავა ;))) ]
ძალა ერთობაშია თურმე. პინკ ფლოიდმაც კი იცოდა ხოლმე ასე თქმა: together - we stand, divided - we fall.





3 comments:
Sofi, ramdeni Saerto gvqonia :P mec miyvarS fSiqologia da marto fSiqologiiS Siyvaruli mayenebS SamShabatobit cxris/naxevarze... SheSabamiSad SamShabatobit mec miyvarS qera bichi, erti (anu Sakutari tavi) SarkeShi chaxedvaS ver vaScreb xolme ubralod :)
კარგი პოსტია...
მთვარეზე მინდა!!!
Ramdenjer minatria :)
Post a Comment