
ასეთ საგანს ვსწავლობ უნი-ში, "კონფლიქტების გაშუქება მედიაში" ჰქვია და ძალიან საინტერესო საგანია; ლექტორიც გონებაგახსნილი და მეგობრულია, სწორედ მან დაგვავალა გადაგვეღო ფოტოები თემაზე "თბილისი ომის შემდეგ". დღეს, როგორც იქნა, მოვახერხე ფოტოების გადასაღებად გარეთ გასვლა... მაგრამ ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან ჩემს სურდოსგან დაკარგულ კონცენტრაციას და ორიენტაციას (don't get it wrong) ისიც დაემატა, რომ არ ვიცოდი, რა გადამეღო : მაგრამ ხომ იცით, სადაც არ ელოდები, სწორედ იქ დაგხვდება ის, რაც გაგახარებს; თუმცა ნამდვილად არ არის სასიხარულო ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის დარაჯის ოთახში გაკრული საქართველოს დროშა აღმოვაჩინე წარწერით: STOP RUSSIA! და რომ გადავიღე, დაცვის ერთერთმა პერსონამ შენობით შემომძახა: ჰმ, იღებ, არა? მეც სტუდენტური თავაზიანობით ვუპასუხე: დიახ, ვიღებ-მეთქი. [ამ ბოლო დროს ჩხუბს და გაბრაზებას ვერიდები, თან სურდომ ხმაც დამიკარგა...] მერე მიწისქვეშა გადასასვლელში დავინახე უცნაური პრინტი-ლოზუნგი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს: FREE DRUGS! FREE MIND! FREE SEX! მოკლედ ყველაფერი რომ უფასოდ უნდათ თუ ლეგალიზებას გულისხმობდნენ, ვერ მივხვდი, უბრალოდ, ძალიან საინტერესო მასალად მომეჩვენა; ოღონდ მე ის უკანასკნელი მოთხოვნა აქამდეც ლეგალიზებული მეგონა :P
ისე დღეს მხოლოდ ფილოსოფიური შინაარსის ფოტოებს არ ვიღებდი, კინოდოკუმენტალისტიკაში სასწაული კოლოკვიუმი დავწერე და სასწაულს რომ ვამბობ, ვგულისხმობ კიდეც : "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" იყო მოცემული სამი სათაურიდან ერთერთი და მეც სწორედ ამაზე დავწერე ბითურული სცენარი, როგორც ჩემი ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა და თანაც როგორი ბითურული, boy, was it phoney!
ასევე გავიგე, რომ ქართველებს ბარაკ ობამას დიდი იმედი აქვთ (!). სულ სხვის იმედზე ყოფნით როგორ არ იღლებიან, მიკვირს... და კიდევ ასეთი მოსაზრებაც მოისმინა ჩემმა სასმენელმა, რომ ომის დროს შეიძლება სიმართლის დამალვა და თუნდაც მცირე სიცრუე მისაღებია, რათა ხელისუფლებას არაფერი დაემუქროს... და საზოგადოებას რა ემუქრება, ამაზე არავინ ფიქრობს. პარადოქსების ქვეყანაა, მოდი და ნუ იტყვი :(



3 comments:
dato: magari sitea!!!!!!!
mariko:dzn magari sitea. me is momecona inglisuradac ro giceria!
tata: magari sitea!
sopi gvikvarxar dzaaaaaan!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
უჰ, პარადოქსებზე რამდენი გვისაუბრია, იცი ჩემი აზრები და ისიც იცი რომ ყველაფერში გეთანხმები.
წერის სტილზე აღარფერს ვლაპარაკობ, გემრიელად იკითხება, როგორც ყოველთვის:)
"კონფლიქტების გაშუქება მედიაში" აქამდე არასდროს არ მესწავლა. მაგრამ ამ სემესტრში ვსწავლობ საზოგადოებათმცოდნეობას და მედიას საკმაოდ დიდი დრო ეთმობა. ხოდა რატომ ვწერ ამას, რომ წავიკითე რეალურად როგორ უნდა ხდებოდეს გაშუქება და რომ გამახსენდა მე რას ვუყურებ ხოლმე რ2, ან რას ვკითხულობ ქართულ და რუსულ ონლაინ გაზეთებში -ზე ყველაფერის სურვილი დამეკარგა :D :D
”FREE DRUGS! FREE MIND! FREE SEX!” იქნებ რამე შეცდომაა სიტყვის ხმარებასთან დაკავშირებით და უნდოდათ ეთქვათ თავისუფალი სექსი , გონება ... და არა უფასო ? ანუ ის მინდა ვთქვა რომ არასწორი სიტყვა იხმარეს, როგორც დამწყებებებს გვემართება ხოლმე :)
Post a Comment