Friday, November 14, 2008

ბოდიშის მაგიერ

















გუშინ გლდანი-ნაძალადევის საქალაქო სასამართლოში ვიყავი. პროცესი არ ყოფილა, იქ შესახლებულ ცხინვალის რაიონიდან დევნილ ადამიანებს შევხვდი, რომლებსაც, არ ვიცი, ლტოლვილები ვუწოდო თუ დევნილები... რადგანაც ისინი არავის გამოუდევნია, ხელისუფლებამ თავიც არ შეიწუხა, რომ ისინი საშიში ზონიდან გამოეყვანა და ვიღაც კეთილმა მღვდელმა გამოაცილა ისინი თბილისამდე.

აქ, თბილისში, ისინი სასამართლოს ცივ შენობაში ცხოვრობენ, ნაწყალობევ ავეჯსა და სამოსს იყენებენ, დღეში 100 გრამ პურს ელოდებიან... და კიდევ თავის სახლებში დაბრუნებას.

მე მხოლოდ ფოტოები უნდა გადამეღო მათთვის და მათი საცხოვრებელი ადგილისათვის, მაგრამ როდესაც თავის ოთახებში (სასამართლოს ანუ) შემიშვეს და თავიანთი ცხოვრების შესახებ მიამბეს, მივხვდი, რომ მხოლოდ ფოტოების გადაღება საკმარისი არ იქნებოდა და მათთვის სხვა რამეც უნდა მეთქვა; ოღონდ, არ ვიცოდი, რა... სამინისტროს წარმომადგენელმა მათ ასე უთხრა: მადლობა თქვით, სოფლელებს ქალაქი რომ განახეთო.

ჩვენ კი ისევ გარეთ ვიყურებით და დამნაშავეს ვეძებთ, როგორც სერგეი შამბამ თქვა, ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში". გვგონია, რომ ზეზვა და მზია გვიშველიან, დიადი წარსული და კიდევ უფრო დიდი ყანწით სადღეგრძელოების სმა; არადა ძალიან ღრმად გვძინავს...

3 comments:

chefpremier said...

vin aris is saminsitros carmomadgeneli?

Mama Sophie said...

Zaza Imedashvili

Keti said...

რაც შეიძლება ბევრმა ადმიანმა უნდა იფიქროს ასე, რომ ის კი არ არის მთავარი, რომელიღაც წინაპარი როგორ მართავდა და აყვავებდა ქვეყანას, არამედ, ის – ჩვენ ამ დროსა და სივრცეში რისი გაკეთება შეგვიძლია და რას ვაკეთებთ.