Thursday, April 23, 2009

Frozen

'You're frozen - when your heart's not open...'
მადონას ეს სიმღერა გახსოვთ? "თინეიჯერობაში" მიყვარდა ძაან, მმმმ!

მადონას რა უჭირს, ორმოცდაათს გადაცდა და ფეხებს ისევ კისერზე იწყობს.
მე, კიდევ, დღეს გავითოშე, 40 წუთი ველოდე ავტობუსს ფილარმონიასთან, მერე გავბრაზდი და მეტროში ჩავედი. თურმე ზესკნელში ისე ციოდა, მეტროში რომ შევედი, ჯერ სათვალე დამეორთქლა და ხურდები ძლივს მოვიქექე, მერე მატარებელში კაი ხანს გაშტერებული ვიყავი და ვერ ვიგებდი სადგურის დასახელებას. ამას ჰქვია freezin' guts out.

კარვების ქალაქიო, გაიგეთ?

დღევანდელი დღე სასწაული იყო. თათიას ბლოგზე დავუწერე, რას ამბობ, ნეტში ურთიერთობა პირად საუბრებს და თვალებში ჩახედვას როგორ შეიძლება ჯობდეს-მეთქი...

The story: ჯერ იყო და ბიზნესის ფსიქოლოგიის ლექციაზე დისკუსია გაიმართა პოლიტიკაზე :| მე ვთქვი, ახლა რუსეთი რომ შემოვიდეს, ისევე გვიშველის, როგორც ამერიკამ უშველა ერაყს და დემოკრატიის აკვანი დაურწია-მეთქი. ჰოდა, მეტაკნენ, ეგ რა შედარებააო. ვითომ ერაყს როგორ ადარებ საქართველოს, თუ ამერიკას და რუსეთს როგორ ადარებ ერთმანეთსო, კარგად ვერ გავიგე :| ეკონომიკაზე ვსაუბრობდით და "გამოვაცხადე", დამთავრდა, ciao, აღარასოდეს იქნება პატარა ქვეყნებში დიდი მრეწველობები, რადგანაც ზესახელმწიფოები ამის უფლებას არავის მისცემენ-მეთქი. ამაზეც მეტაკნენ, რა თქმა უნდა, ლექტორმა მითხრა, არასწორად მსჯელობ, პატარა ქვეყნებს პრინციპულობა გადაარჩენო. ერთადერთი ასეთი პრინციპული ქვეყანა კუბა ვიცი-მეთქი და ისიც ყველასგან იზოლირებული. მერე მეექვსეში გადავედი და დალის ლექციას დავესწარი. გეებზე უნდა დაეწერა ვიღაცას სტატია და მთელი ლექციის განმავლობაში იკვლევდა ერთი ბიჭი: აუ, პიდარასტებზე ვინ წერსო??? მოკლედ, ვიყავი მე და მთელი ჯგუფი as usual. ნატოშა გამახსენდა, გუშინ ვსაუბრობდით ზუსტად ჩვენს უნივერსიტეტებზე და მარაზმი ადამიანების პარადზე :( გამიტყდა რა. აშკარად შევცდი იმაში, თვალები და ცოცხალი საუბრები რომ მირჩევნია ინტერნეტ ურთიერთობებს. არადა, ბევრი (დღეს უკვე უახლოესი მეგობრები) ადამიანი სწორედ ინტერნეტით გავიცანი და ურთიერთობას ბევრად უკეთ ვაწყობთ.
იულია როზენბლატმა (რაბინის მეუღლე) თქვა იმ დღეს, შაბათის სადილზე, ინტერნეტით ხშირად უკეთესი ურთიერთობები იმიტომ იგება, რომ იქ ადამიანებს არ აინტერესებთ ერთმანეთის გარეგნობა, სოციალური მდგომარეობა და crap like that, იქ აქცენტი უფრო აზროვნებაზე, შეხედულებებსა და მსოფლმხედველობაზე კეთდებაო. მართლა ასე ყოფილა.

10 comments:

David said...

i love you. sop axali naweri maqvs da naxe ra!!!!!! :D

Anonymous said...

მეც ვინც ახლა გარშემო მყავს, ყველა ინეტით გაცნობილია )))
არადა ასეთ მეგობრობებს დედაჩემი ძალიან ეწინააღმდეგება
ხეზ რატომ )))
ხო, რომ დაგეტაკნენ არ მიკვირს, ჩემთანაც სულ ეგრე ხდებოდა
ნუ იმ განსხვავებით, რომ გოროშიძის ლექციაზე პოლემიკაში არ ჩავრთულვარ, რამდენადაც არც ღირს )))

Toma said...

კუბის გარდა ჩრდილოეთ კორეა :D რაც არ უნდა ვთქვათ კი შექმნეს ბირთვული იარაღი და :D :D

მრეწველობას რაც შეეხება, სადაო საკითხია. საქართველო და მსგავსი ქვეყნები დიდ კომპანიებს იაფი უჯდებათ ამიტომ თუ კარგი ინფრასტრუქტურაა და სტაბილური მდგომარეობა შანსი სკმაოდ დიდი გაქვს :) მაგრამ არც ერთია და არც მეორე, ასე რომ ჯობია მოვეშვათ ღრუბლებში ფრენას :D

ინტერნეტით ურთიერთობას რაც შეეხება, პირადად ბევრ რამეს ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს უფრო ვეტყვი ვიდრე ჩემს ახლობელს. რადგან ასე უფრო დაცულად ვგრნობ თავს. ვიცი არ გამაკრიტიკებს, უბრალოდ მომისმენს და ვსიო :) ასე ვარ მეც, მოვუსმენ, თუ რჩევა მკითხა ჩემ აზრს ვეტყვი :)

Anonymous said...

და უჟ, რუსეთის და ამერიკის შედარება როგორ შეიძლება, რუსეთი ბოროტებაა და ამერიკა კი კეთილი დეიდა :)!

ინტერნეტ-ნაცნობობას რაც შეეხება, ასეთ დროს „ვემეგობრებით“ მარტო მათ ვინც ჩვენნაირად აზროვნებს, გვიგებს და ა.შ. რეალობაში კი ყველანაირ ფსიხთან გვიწევს ურთიერთობა. ამ შემთხვევაში არჩევანი არ არის.

Unknown said...

არავერბალური კომუნიკაცია - უნივერსიტეტში ვისაწვლე - უდიდეს როლს თამაშობს ინფორმაციის მიღება/გაცემაში.
როგორია არავერბალური ონლაინ კომუნიკაცია? სმაილები? აქ მოტყუება შეიძლება.

მაგრამ მაინც უფრო ადვილია ასე ურთიერთობა :user:

CinnamonGirl said...

ეჰ, სოფ...
მე უკვე შევეშვი პოლიტიკაზე საუბარს, წერას და მემგონი ფიქრსაც კი...
შენნაირი აზრები რომ მქონდა ერთ დროს იმიტომ შემრაცხეს არაპატრიოტად და ყველაფერს იმას აბრალებდნენ, რომ ჩემში ქართული სისიხლია ცოტა (არადა მამაჩემიც ქართული გვარისაა, დედაჩემიც...).
ნუ არ ვიცი, ეტყობა ბიოლოგია, გენეტიკა და პოლიტიკური მსოფლმხედველობა ბევრისთვის პირდაპირპროპორციულ კავშირშია.

ხოლო ინტერნეტში ნაცნობობას რაც შეეხება - მართალი ხარ. ინტერნეტით უფრო შეხედულებით და აზროვნებით ირჩევ ხალხს, ამიტომ თუ ინეტით ვინმეს დაუმეგობრდი მართლა, დიდხანს გრჩება... თუმცა ნამდვილად ვერ ვიყტვი, რომ უმრავლესობა ჩემი მეგობრებისა ასე გავიცანი. უფრო უმცირესობა. თუმცა, "ხარისხზე" ეს არანაირად აისახება ;)

Keti said...

უბრალოდ, საურთიერთო ხალხს და ადგილებს ინეტში თავად ვირჩევთ. არ მოგვწონს – მივდივართ. ვალდებულებები ნაკლებია. შესაბამისად, გაცილებით სასიამოვნოა .

nimini said...

მართალია რაბინის ცოლი :) და კიდევ, არ ვიცი ცუდია ეს თუ კარგი, მაგრამ ნეტ ქომუნიქეიშენში სხვანაირი ვარ და რეალში სულ სხვა. ნეტავ სად ვთამაშობ? :)

Bas said...

ა) ისე მაგარი ტეხავს ჟურნალისტი რომ ხარ და ”პიდარასტებზე ვინ წერს?” პათოსით რომ მოძრაობ :D ასავალ დასავალში გაანაწილებენ მაგას უეჭველი.

ბ) რაც შეეხება ვირტუალურ ნაცნობ-მეგობრებს. არაფერი ცუდი მაგაში არაა. ერთი ინტერესის მქონე რამდენიმე ადამიანი თავს იყრის ერთ ადგილას, რეალობაში ის ადამიანები კაცმა არ იცის იპოვიდნენ ერთმანეთს თუ არა :)

მე მყავს მეგობრები რომლებიც ფორუმიდან გავიცანი და ძალიან ბედიერი ვარ ასე რომ მოხდა. რეალობაში კიდე საერთო ინტერესებს მამენტ არ აქცევ ყურადღებას - აი მე არ ვაქცევ მაგალითად :) რამენიმე წრე მაქვს, თან ისეთი რომ ერთი მეორეს ვერ ეყობა ანუ ამ წრეების გაერთიანება ვერ მოვახერხე. ჰოდა ფორუმზე სხვანაირადაა რა მამენტ ურთიერთობ ძალაუნებურად ალბათ ისეთ ხალხთან ვისთანაც უფრო მეტი საერთო გაქვს. არ ვიცი, ავიხლართე :D

Lalena said...

მადონას რა უჭირს, ორმოცდაათს გადაცდა და ფეხებს ისევ კისერზე იწყობს.

უმაგრესი იყო, სერიოზულად ვიხალისე :))))

პილიტიკასა და ეკონომიკაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყელამდე ვარ უკვე, გავიჟღინთე და ავპოლიტიკდი აღარ მინდა :|