ამ ბოლო დროს მგონია, რომ მე სხვა საქართველოში ვცხოვრობდი რამდენიმე თვის წინ და ქართველი ბლოგერების უმეტესობა სხვაგან ცხოვრობს. ამ ბოლო დროს ერთადერთი, რაც ქართულ ბლოგებზე იწერება: სოციალური მედიის "აღორძინება", სხვადასხვა სემინარ-ტრენინგები და სოც. დღეებია; როგორც ვახო ელერდაშვილმა საკაიფოდ თქვა, ერთადერთი რაც იქიდან რჩება "გიგაბაიტობით გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაა".
ძალიან ცოტა ბლოგია, რომლის წაკითხვის შემდეგაც მიხვდები, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რას საქმიანობენ ახალგაზრდები, რას კითხულობენ, რაზე ფიქრობენ. მე აქამდე ბლოგები ინტერნეტდღიური მეგონა, სადაც ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე წერდნენ და რაც უნდა არ მოსწონდეს ბევრს, ზუსტად ასეთი დღიურებიდან შეიძლება გაიგო ქვეყნის რეალობის შესახებ.
ძალიან უცნაურია, რომ არავის აინტერესებს, რა ხდება მედიცინის სფეროში, რამდენ პენსიას იღებენ მოხუცები, რას სწავლობენ ბავშვები სკოლაში, როგორ დადის ტრანსპორტი, ან რატომ არის გაზსა და დენზე იმხელა გადასახადები. დავიჯერო, ყველა ბურჟუაზიულ-ფულიანი ოჯახებიდან არიან და მშობლებიც კმაყოფილები ჰყავთ ხელფასებით და "მარშუტკებით?"
საერთოდ, რა მინდა და რატომ ვწერ ამ პოსტს, მაქვს რამდენიმე ფავორიტი ბლოგი, მყავს მეგობრები და ძალიან საინტერესო ნაცნობები სოციალურ ქსელებში, დავჯდები და მხოლოდ მათ შევხედავ. მაქვს ყველაზე მშვიდი ცხოვრება, რომელიც ღმერთის გარდა არავიზეა დამოკიდებული...
P.S. დათა თუთაშხია ;) :/ :|
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



15 comments:
გულახდილობის გვეშინია აქ, ეგ არის მგონი პრობლემა. we are so fuckin' fake :(
სოფი, ზოგს დღიურების წერა უყვარს, ზოგს საკუთარი ნამუშევრების ჩვენება, ნაწერების, ფოტოების გამოფენა... ყველაფერი ეს ინდივიდუალურია და არც უნდა დაავალდებულო ვინმე რამე წეროს. ქართველ ბლოგერებს თუ გადახედავ, აუცილებლად მიხვდები რა ხდება ამ ქვეყანაში ნაწილობრივ მაინც. :)
ჩემთვის უფრო საშიში ანგაჟირებულობა და "ჩასასტავებაა", რომელიც ინდივიდუალიზმს ახშობს და უინტერესოს ხდის ბლოგის კითხვას. თანაც რაღაც პოსტის დაწერას თუნდაც ამ "სოციალურ მედიაზე" როცა ადამიანი თუნდაც საკუთარ თავს ავალდებულებს, უკვე უინტერესოა და ცუდიც კი.
დანარჩენი კი კაცია და გუნება. ვისაც ხელოვნება და მუსიკა უყვარს, იმას რამე პრობლემებზე წერას ვერ დაავალდებულებ. მედიცინაზე თუნდაც ზურა წერს ხოლმე კარგად. ზოგადად პრობლემებზე კი, გეთანხმები, დღეს ცოტა ინტერესდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ აწუხებს. უბრალოდ, ზოგისთვის ინტერნეტი სწორედ ამ პრობლემებიდან თავის არიდებაა, ერთგვარი ვირტუალური ილუზიების სამყაროა. :)
მაინც მგონია, რომ მალე რამდენიმე კარგად დამწერი ნონკონფორმისტი გამოჩნდება და ახალი ტალღაც წამოვა. პლიუს ბლოგის უსაზღვრო დანიშნულებაშიც დარწმუნდება ბევრი და მიხვდება, რომ ბლოგს, პირადი დღიურების წერის, მარადიული წუწუნისა და დიდაქტიკის გარდა, სხვა, ბევრად უფრო დიდი და კეთილშობილური ფუნქციებიც აქვს; რომ აქ უზომოდ დიდი თავისუფლებაა თუნდაც მედიიდან განსხვავებით. :)
ბლოგროლში მყავს რამდენიმე ძალიან საინტერესო და თავისუფალი ბლოგერი, ოღონდ არა ქართული ბლოგოსფეროდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეგეთები ჩვენთანაც გამოჩნდებიან. .)
თუმცა ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმება და ამის კვალობაზეც ბევრის ნაწერი ძალიან დიდი ინტერესით იკითხება. ძველებიც საკმაოდ კარგად და საინტერესოდ გადმოსცემენ იმას, რასაც დღემდე აკეთებდნენ. ახლები კი ახალ ნიშებს დაამკვიდრებენ, უფრო ორიგინალურები იქნებიან.
ტიტუჰ! რამდენი ვილაყბე. :D
http://www.xoxma.wordpress.com ადმინ მომწერე რა რაღაც შემოთავაზება მაქვს ოღონდ აქ არა skype:pk_soul ან მეილზე pcmaniak94@gmail.com
ლაშა გაბუნიას ვეთანხმები ყველაფერში :))
პირადი პოსტები, კი ხან საჭიროა :შ
რაღაცაში მაინც გვეხმარება "ჩაკეტილებს"
Mag ambavze mec xshirad mipiqria:( Ar mikvirs, archevnebis cin ekonomikis ministrma blogerebi meetingze Daibara:) da utxra Rom Pulit dagexmarebito:) rato? Imitom Rom mat PR i gauketon:))) xoda datanxmdnen:)) mere iko archevnebi da damkbirveblad miicvies, Mere batumshi caikvanes eqskursiaze:))) exla sheidzleba parlamentshic gachiton zogi Kai PR istvis:)))
ლაშა გაბუნიას ვეთანხმები! :) მეტი რა დავამატო, არ ვიცი...
yvelaze didi komentaria ever
kiara
socialuri media kide ufro sxva ragacaa da ara transportidan fb-ze wera exla bichs shevxede da axla kaba gamexa.
socialuri media jurnalistikis sxva mimartulebaa, operatiurli, lakonuri, tavisufali. es ki jurnalistika naklebadaa rac am qveyanashi xdeba.
ar minda bevri laparaki, saertod rac dro gadis, vfiqrob sad gaviqce, es qveyana ukve sucks :\
მერეკიდე დამიწყებთ ჩხუბს ინკოგნიტობაზე... და მიუხედავად ამისა მეც ავცდი კურსს...
Sunni ra ucnauri postia?
shenc xom zustad im kategoriia blogerebshi gadixar romelzec aq cer??
shen tviton xom ar aketeb msgavs temebze chanacerebs?
mashin ratom gikvirs???
an magaliTad me ratom unda danvecro ramdeni aqvs pensia bebiahchems tu es absoluturad ar sheesabameba chemi blogis imijs da ideas?
hoda mokled eseigi me am posts zalian ar vetanxmebi!
aq chamotvlili temebisatvis unda iyos tematur politikuri blogi da iq sheizleba am yvelaferze cera : )
@ კატა, ზოგს გულახდილობის ეშინია და ზოგი პირიქით - გიჟივით გულახდილია.
@ ლაშა, დიდი მადლობა. როცა ვკითხულობდი, ვიფიქრე, პოსტზე ბევრად უკეთესი კომენტარი დამიწერა-მეთქი.
@ all about me, სამწუხარო რეალობაა.
@ ქეთი, მე ვიცი დღეს რა ვიზამ :) ;)
@ ბაბისა, როგორ მესმის შენი და რა საშინელებაა, როცა ვერ შეგეწინააღმდეგები :/ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის/ახალგაზრდობის უმეტესობა გაქცევაზე ფიქრობს. არც ვამტყუნებ.
@ როდრიგო, you rock.
ერთმა ჭკვიანმა რუსმა ამას ყველაფერი ინტელექტუალური სექტანტიზმი უწოდა:)
მართალია მისი მიმდევრები დღეს მწარე სექტანტები არიან მაგრამ ფაქტია დღეს ჩვენ ახალი ლაითი სექტა გვყავს:)
@ geoleft, ინტელექტუალებს ვეღარ ვხედავ მე და რა ვიცი :|
გეთანხმები, მართალია მე ბლოგსფეროს არც ისე დიდი ხანია რაც შემოვუერთდი მაგრამ სხვის ბლოგებს დიდი ხანია რაც ვკითხულობ. თუნდაც სვითი რომლის ძველი პოსტები ბევრად უფრო მომწონდა ვიდრე დღევანდელები და დოდკა რომელიც ჩემთვის ბლოგერი აღარ არის. მე ბლოგერების როგორც დღიურების მწერლების ჩანაწერების კიტხვა მირჩევნია ვიდრე როგორც სოციალური მედიის წევრების. მაგრამ ალბათ ზოგისთვის ტრენინგებზე და კონფერენციებზე საუბარი უფრო საინტერესოა და წასაკიტხადაც სასარგებლო. კიდევ ერთი რამ რაც შემიძლია დავამატო ისაა რომ ასეთი სახის პოსტებით ბლოგსფერო ნელ ნელა წინ მიიწევს ამიტომ გზა დავუთმოთ მათ ავტორებს და გზა მივცეთ დღიურების მწერლებს, რომელთა ბლოგებსაც მე სიამოვნებით ვკითხულობ დღესაც და მათ რიგებსაც ნელ ნელა ვუერთდები.
რატომ, არც მასეა საქმე, საკმაოდ ბევრი იწერება სოც. აქტუალურ თემებზე, თუმცა ფეისბუქმა დიდი ნაწილი წაიღო, აქ დასაწერი ხშირად სტატუსდება და მერე აზრს კარგავს.
იმაში კი გეთანხმები, რომ ბოლო დროს ჩვენი ბლოგოსფერო ფორუმს უფრო დაემსგავსა.
თაგ–თამაშების გამო ხო ისედაც ბევრია ერთი შინაარსის პოსტი და აქტივობების გაშუქებამ საერთოდ დაუკარგა ინდივიდუალიზმი ბლოგებს.
მე მაინც მგონია რომ ეს დროებითია და ნელნელა ყველა თავის სათქმელს დაუბრუნდება :)
ამ ბოლო დროს ერთადერთი, რაც ქართულ ბლოგებზე იწერება: სოციალური მედიის "აღორძინება", სხვადასხვა სემინარ-ტრენინგები და სოც. დღეებია;
Not Me
Definitely
Post a Comment