Tuesday, September 14, 2010

ბიულერბიუელი ბავშვები წვიმაში

უკვე ორი დღეა გადაუღებლად წვიმს ბერლინში. დილას ადრე გავიღვიძე, როგორც ადრე დავწერე, ერთ გოგოსთან ერთად ვვარჯიშობ ხოლმე, მაგრამ გუშინ ფეხსაცმელები ისე დამისველდა, დღეისთვის ვერ მოასწრო გაშრობა და ამიტომ სახლში მომიწია დარჩენა. სასტუმრო ოთახში ძალიან საყვარელი დივანი და წითელი პლედები გვაქვს. იქ ჩამოვჯექი, გავეხვიე პლედში და წიგნი უნდა წამეკითხა, მაგრამ ისე წვიმდა, რომ თვალი ვერ მოვაშორე.

არ ვიცი, რატომ, უცებ გამახსენდა ასტრიდ ლინდგრენის "ბიულერბიუელი ბავშვები" და ისე, რაღაცნაირად დამწყდა გული. ასე ვიცი ხოლმე, ხანდახან ისე მწყდება გული, ვერ ვიგებ რატომ. მერე ლექციაზეც რომ ვიჯექი და წვიმას ვხედავდი, ისევ ლინდგრენის ბავშვები მახსენდებოდნენ: "ჩვენც სალტკროკელები ვართ", "ლიონებერგელი ემილი" და "ბიულერბიუელი ბავშვებიდან" და გული მიჩუყდებოდა.
როგორც ბერლინში, მის წიგნებშიც ხომ ხშირად ცივა, ზამთარია. ცხელ ჩაის, უფრო ყავას, სვამენ ფუნთუშებთან და მაჭკატებთან ერთად; თაფლაკვერებს აცხობენ და მერე მოხუც ბაბუასთან მიდიან, რომ გაზეთი წაუკითხონ...


ისე მიკვირს, როცა ვიგებ, ადამიანები ამ წიგნებზე არ გაზრდილან და ასტრიდ ლინდგრენის გმირები მისი ბავშვობის მეგობრები არ ყოფილან :/ მეორე კლასში ვიყავი, როცა ეს წიგნი მაჩუქეს და დღემდე, როცა თბილისში ვარ და თავს ცოტა მარტოსულად ვგრძნობ, ვიღებ და ვკითხულობ. წიგნი თან არ წამომიღია, მაგრამ წვიმამ მაინც მომიტანა დილას.


არ ვიცი, წვიმა დღეს თუ გადაიღებს საერთოდ, ამიტომ ბიულერბიუელ ბავშვებს ჩემთან დავტოვებ და მაჭკატები თუ არ გამოგვივა, ვაფლს შევჭამთ და გავიხსენებთ, როგორი სხვანაირი გვეგონა სამყარო (არცთუ ისე) დიდი ხნის წინ.

18 comments:

Anonymous said...

saintereso iyo....shignit chamitria am yvelaperma...da gamaxsenda mec bavshvoba...

Unknown said...

მმ... ლინდგრენი.. როგორ მიყვარს! მთელი ჩემი ბავშვობა მის პერსონაჟებთან ასოცირდება. სულ სულ პირველად პეპი წავიკითხე და იმდენად გაოგნებული ვიყავი, თვალებგაფართოებული... მეგონა, რომ ტომი და ანიკა ჩემ გვერდით ცხოვრობდნენ,მიუხედავად იმისა რომ ვილა-ყიყლიყო არ მქონდა და მიუხედავად იმისა, კორპუსში რომ ვცხოვრობდი... ისე, სულ მეგონა ხოლმე, რომ მაგ ვილაში ყიყლიყოების სუნი იდგა... მენატრება...

ნინო said...

მე მგონია რომ ყველას ბავშვობა ასტრიდ ლინდგრენის წიგნებთან ასოცირდება და კიდევ, მე მგონია რომ ეს ისეთი წიგნებია ასაკი რომ არ აქვს და სულ უნდა იკითხო.

ხოდა კიდევ, აქაც წვიმს და ამ დილას ვამბობდი რომ დღეს ზუსტად ისეთი დღეა თბილად რომ უნდა იჯდე სადმე, გვერდზე მალინისმურაბიანი ჩაი გედგას და კითხულობდე....

მარიამ ბლანკი¹³ said...

astrid lindgrenis yvela gmiri miyvars sul sul yvela visac gavcnobivar :D
tumca ra tqma unda Tjorven aris chemi gansaxvavbulad sayvareli gmiri

Natalia said...

ყველაზე ხშირად კაკაოს სვამენ და ფუნთუშებს აყოლებენ <3

უკვე აღარც ვამბობ, თუ როგორ მიყვარს ასტრიდ ლინდგრენი. ასე მგონია, მისი ნაწარმოებების კითხვისას, ცოტა უფრო კეთილი ხდება ადამიანი.

რაღაცეების გახსენება და გულის დაწყდომა - სევდიანი და მაინც სასიამოვნო განცდაა :)

Anonymous said...

ემილი... მთელი კვირები ვიჯექი ხოლმე და ვკითხულობდი :) მერე მაჭკატებს ვთხიპნიდი ვითომ და ასე გავიდა ბავშვობა.
მზიანი პოსტი გამოგივიდა :*

Anonymous said...

მახსოვს როგორ მიჭირდა ასტრიდის სათაურების გამოთქმა. ;დ
მე მივესალმებოდი ტომ სოიერი ასტრიდის წიგნებს ჩაენაცვლებინოთ საქართველოს მოზარდებისთვის.

Nina Gorecki said...

მომინდა. მაგ წიგნში ყველაზე მაგრად ლასე მომწონდა და ლიზის შეყვარებული, რა ერქვა ვერ გავიხსენე :/
ეხლა, ამ ამინდში ყველაზე მეტად რასმუსის წაკითხვა მომინდა

babisa said...

batumic wvimiania dges, dilas ar mindoda mec adgoma da visurvebdi, filmebs, wignebs, zantad yofnas da nebivrobas :))

Sophie Golden said...

@ისლანდგლოკე, :) მართლა კარგია ბავშვობა.

@კანარიო, მიხარია, რომ შენი საყვარელი მწერალიც ყოფილა ლინდგრენი.

@ნინო, გეთანხმები.... მმმმ, რა კარგია მურაბა.

@ჩორვენ, ჰაჰა, როგორ მიყვარს მეც ჩორვენი თავისი ძაღლით.

@ნატალია, უი, ხო კაკაოს. ყავაც მახსოვდა რატომღაც... ხო, გული როცა გწყდება და რაღაც სევდა გეძალება, სასიამოვნოა.

@დალიელა, მეც ემილიზე გავიზარდე და იცი რომელი ეპიზოდი მომწონს? საკუჭნაოში რომ ჩაკეტავენ და მთელი ზამთრის მარაგ ძეხვს შეჭამს. ვაფრენ!

@ანდან, არა, რატომ? ტომს სულ სხვა ფუნქცია აქვს და ლინდგრენის ბავშვებს – სხვა.

@ნინა, ლიზის რომ უყვარდა, იმ ბიჭს ულე ერქვა :) ლასე მეც მიყვარდა, ყველაზე მაგარ ტიპად ეგ მიმაჩნდა ბავშვობაში =))

@ბაბისა, ბათუმი... წვიმიან ბათუმში არ ვყოფილვარ არასოდეს :|

ბრენდის სამზარეულო said...

ტკბილი პოსტია, თანაც ისეთი წვიმაშიც, რომ გაგათბობს :)

Keti said...

ჩემი საყვარელი წიგნი! :)

unaamarga said...

მახსოვს ერთხელჩემმა აწ უკვე ყოფილმა ძალინ ჭკვიანმა თანამშრომელმა განაცხადა, ჩემს შვილს პეპი არ წავაკითხე, არაფერს მისცემსო! კი მომინდა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა მეთქვა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ არ ღირდა. მე ლინდგრენი დღემდე მიყვარს. ამ ზაფხულს სოფელში ჩემი წიგნები ვიპოვე და ხარბად გადავიკითხე! სულ გაცვეთილებია, იმდენჯერ მაქვს გადაფურცლული! :)

Zurriuss said...

აი, მე კი მინდა, რომ ჯიპაში საქმე არ მქონდეს, ისეთი ამინდი იყოს, როგორიც აქ არის (მოღრუბლულობა) ან როგორიც მანდ (ქე იცი, რაც). ჰოდა გადმოვიღებდი GEO-ს, Вокруг Света-სა და National Geographic-ის უუუუუამრავ წაუკითხავ ნომერს და გემრიელად ჩავახრამუნებდი...
მეჩტაწ ნე ვრედნო :(

ნატა said...

ახლა მეც ამიჩუყდა გული, გამახსენდა პატარაობაში რა ბედნიერი ვიყავი ლინდგრენის წიგნებს როცა ვკითხულობდი. მიკვირს ბავშვების რომლებიც არ კითხულობენ ამ წიგნებს, ეს ისეტი შეგრძნებაა, ისეთი ბედნიერებაა, ვერც აღწერ

Kate said...

ბერლინის წვიმა მომინდა ახლა.

Sophie Golden said...

@ბრენდის სამზარეულო, მიხარია.

@ქეთი, :)

@უნაამარგა, გავშტერდი, სიმართლე გითხრა :| თავში რა ედო იმ შენს თანამშრომელს? ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა ეგ თქვას ასტრიდ ლინდგრენის წიგნებზე.

@ზურიუს, ოჰ, ეს ჯიპა!

@ნატა, მე, შენ და ბევრი ჩვენი თანამოაზრე ამიტომ ვართ ბედნიერები, რომ ეს წიგნები ჩვენი ბავშვობა იყო.

@ქეით, მართლაც კარგია ბერლინის წვიმა, მაგრამ ხან იმდენ ხანს გრძელდება, უკვე მონსტრს ემსგავსება :)))

Kate said...

ხო, ალბათ ძალიან მოღუშული ამინდებია :((