Sunday, September 26, 2010

მარსის ქრონიკები


უკვე მეორედ მქონდა მარსზე ან სატურნზე დარჩენის საშუალება და უარი ვთქვი ისევ.

ბერლინის პლანეტარიუმი (უცნაური ძეგლით)

დღეს ბერლინის პლანეტარიუმში (ალბათ, ობსერვატორია უფრო სწორია, არ ვიცი) ვიყავით. სტუდენტებისთვის 4 ევრო ღირს შესვლა. პროგრამა ერთსაათიანია და ყველა დიდი პლანეტის მიმოხილვას მოიცავს.
შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი ზოდიაქოს პლანეტაა, სატურნი ყველაზე მეტად მიყვარს, თან ყველასგან განსხვავდება, რაღაცნაირი "შარავანდედიანია" და სიამოვნებით ვიცხოვრებდი მასზე. ვიცურავებდი, ველოსიპედითაც ვივლიდი... ისეთი მძაფრი შეგრძნებაა, დედამიწას რომ წყდები და გალაქტიკაში იჭრები, სუნთქვა გეკვრება და გავიწყდება, რომ სინამდვილეში ჩაბნელებულ დარბაზში ზიხარ და ყველაფერი სპეცეფექტებია.

სატურნი

პროგრამა მზით მთავრდება. თვალებს გჭრის; ნამდვილი ცეცხლოვანი ბურთია და გახსენდება, რომ ზუსტად ეს ბურთი გიყვარს ადამიანების თვალებში. სამაგიეროდ, ამ ბურთს დიდად არ უყვარს ბერლინი.


მერე დედამიწაზე ბრუნდები და ისეთი შეგრძნებაა, შორი მოგზაურობიდან სახლში დაბრუნების, ყველაფერს იცნობ – ოკეანეებს, კონტინენტებს და სახლისკენ მიმავალი გზაც იცი... ყოველ შემთხვევაში, ასე გჯერა.

საქართველოშიც ხომ იყო ობსერვატორია, აბასთუმანში. იმედია, ახლაც არის და მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ, აუცილებლად წადით ვინმე. არაფერი სჯობს ცოტა ხნით დედამიწის დატოვებას და სივრცეში გაფანტვას. არ ვიცი, სხვებსაც თუ უჩნდებათ რომელიმე დაღარულ პლანეტაზე დარჩენის სურვილი, მაგრამ იმის წარმოდგენა უფრო ადვილდება, სად ცხოვრობდა პატარა უფლისწული ან ბრედბერის გმირები როგორ და[ჰ]ქროდნენ მარსის ქუჩებში.

14 comments:

Clown said...

რა მაგარია ^_^

სიმართლე გითხრა დედამიწიდან გასვლის სურვილი ჯერ არ მქონია :შ

ჯორჯ პაიკი said...

ამ ზაფხულს წავიკითხე ბრედბერის "მარსის ქრონიკები" და ისე მომინდა მარსზე გასეირნება და იქ დარჩენა რომ მეტი არ შეიძლება. კარგია უკაცრიელი პლანეტა!

Anonymous said...

დედამიწიდან გასვლითი რეისები ობსერვატორიის გარეშეც მქონია ;)) ოღონდ არა სხეულით რა თქმა უნდა ;დ

კარგი იქნებოდა ყველა ადამიანი ცალკე პლანეტაზე რომ ცხოვრობდეს და ერთმანეთთან ხომალდებით დადიოდნენ..

Sophie שרה Golden said...

@კლოუნ, არ მეგონა.

@ჯორჯ პაიკ, ბრედბერის წაკითხვა ერთი სიამოვნებაა. დღეს პლანეტარიუმიდან რომ გამოვედი, ერთ მეგობარს ვკითხე და არ ჰქონდა წაკითხული "მარსის ქრონიკები", გავგიჟდი.

@ანდან, სხეულით, ღმერთმა დაგიფაროს! რა მაგარი იდეაა, მაშინ მე სატურნზე დავსახლდებოდი და სტუმრად მოგიწვევდით დანარჩენ პლანეტელებს :)

tamara said...

მე არ მაქვს წაკითხული "მარსის ქრონიკები" :( წავიკითხავ, რადგან ეგრეა:)

Zurriuss said...

მართალია. მეც მქონია უფლისწულის პლანეტაზე დარჩენის სურვილი, მაგრამ ვინაიდან მეფის როლს ვასრულებდი (სპექტაკლში), საკუთარი მომცრო პლანეტით ვკმაყოფილდებოდი. ეჰ... ნეტა მართლა მქონდეს ეგეთი ჰაერში გამოკიდებული მრგვალი პლანეტა და დავიძინებდი როგორმე :)

Unknown said...

chveni saturni mainc gamorcheulia, mec mxiblavs.

babisa said...

chemi mfarvelicaa saturni urantan ertad
hoda galaqtikaze sul vibnevi da mere bevrs vfiqrob, amitom kai xania agar chavgrmavebivar mag ambebs :))
raakrgia egeti observatoria, tavis specefeqtebit, mominda

cartwheel said...

რაღაცა არსებობს...
გუშინ დავბრუნდი აბასთუმნის ობსერვატორიიდან, ხვალ დავდებ ჩემს ბლოგზე.

ნუ, შენი შტაბეჭდილებები და ჩემი ალბათ ისევე განსხვავდება, როგორც გერმანია საქართველოსაგან (ობსერვატორიების ტურისტფრენდლი მხარე მაქვს მხედველობაში) მაგრამ მაინც, კარგი იყო..

Keti said...

რა საინტერესოა ასეთი ადგილების მონახულება, არასდროს ვყოფილვარ ობსერვატორიაში..

ისე, თუ დავფიქრდებით, ყველანი ჩვენ–ჩვენს პლანეტაზე ვცხოვრობთ და ერთმანეთს ვსტუმრობთ, ვიღაცას შემოვისახლებთ ხოლმე, ვიღაცას ვმასპინძლობთ, სახეტიალოდაც დავდივართ, ხან კი სრულიად მარტოები გავცქერით სივრცეს :)

Lord Vader said...

ამ სათაურზე ყოველთვის იდაყვზე მბურძგლავს, კეჟერაზესავით :)

ნან said...

აბასთუმანის ობსერვატორიამ ჩემზე არანაერი შთაბეჭდილება არ მოახდინა, სამწუხაროდ :(
ბრედბერი კი „ჩემია" და ვისაც ბრედბერი უყვარს ყველა ჩემიანია :))

Natalia said...

არასდროს მიყვარდა გალაქტიკა, კოსმოსი და მასთან დაკავშირებული ამბები [ფილმებსაც კი არ ვუყურებდი]. ყოველთვის გავურბოდი ამაზე ფიქრს, იმდენად უსაზღვროა რომ ფიქრებითაც კი ვერ ვწვდებოდი :) ამ ბოლო დროს კი დავიწყე ფიქრი, თუნდაც ღამით ვარსკვლავიან ცას რომ ვუყურებ, ვფიქრობ როგორი უსაზღვროა სამყარო და ჩვენ ამ პატარა დედამიწაზე ვცხოვრობთ :)

ბრედბერი სოფელში მქონდა წაღებული ამ ზაფხულს, მაგრამ რაღაც ვერ წავიკითხე. ვიფიქრე, რომ სხვა დროს და სხვა ადგილას უნდა წამეკითხა. შეიძლება ეხლა არის დრო :)

Sophie Golden said...

@თამარა, წაიკითხე, არ ინანებ.

@ზურიუს, დედამიწა ხო გაქვს ;)

@ანუშკა, იეს იეს იეს <3

@ბაბისა, ხო, თუ ჩაუფიქრდი ასეთ რაღაცებს, თანაც ხშირად, შეიძლება გაგაგიჟოს... I'm on my way to insanity :)

@კარტვილ/ქართველ/ბორბალ, ველოდები შენს შტაბეჭდილებებსაც.

@ქეთი, მართალი ხარ და თანაც როგორ. მართლა პლანეტებზე ვცხოვრობთ...

@ლორდ ვადერ, :))

@ნან, დიდი ხანია ვიცი, რომ "ჩვენიანები" ვართ.

@ნატალია, მე სულ მიყვარდა. თავიდან მთვარეს ვუყურებდი და მერე სხვადასხვა პლანეტაზე გავიშალე უკვე :) მოვა დრო და ბრედბერისაც გაიცნობ.