Tuesday, September 28, 2010

"ანათემის ბარიერები"

Discover Simple, Private Sharing at Drop.io


დღეს "ანათემას" ვუსმენდი. 2 ევროდ ვიყიდე დისკი საკვირაო ბაზრობაზე. ერთი სიმღერა ისე მომეწონა, არ შემეძლო თქვენთვის არ გამეზიარებინა. იუთუბზე ვცადე ატვირთვა, მაგრამ კოპირაითის გამო, საქართველოში არ აჩვენებდა. მერე გამახსენდა, რომ სხვა საშუალებებიც არსებობს. აი, თურმე ზოგჯერ ტუტორიალებიც საჭიროა და ასე ავტვირთე "Barriers".

არდადეგები როცა დაიწყო, მაშინ ვწერდი, წიგნები მოვიმარაგე–მეთქი. ბევრი წიგნი მიდევს წინ, სამის კითხვა უკვე დავიწყე კიდეც, მაგრამ ბოლომდე ვერ ვუდებ გულს. ხან გარეთ გამირბის გონება, ხან – კომპიუტერისკენ და ხანაც ისე მეძინება, თვალს ვერ ვახელ.


რაც ერთი თვის მანძილზე არ მეცალა, ახლა ყველა ბლოგი გადავიკითხე. ზოგი უკვე შემიყვარდა, ზოგმა – საერთოდ, შემაძულა ყველაფერი. განსაკუთრებით ერთმა, სადაც ბლოგის ავტორს პრეტენზია ჰქონდა, რომ წერის განსაკუთრებული სტილი აქვს და "ერთობ" ინტელექტუალია. მერე ვიღაცამ უთხრა, ახმატოვას მაგონებო და ბლოგერმა "კუდი ყავარზე გაიდო" (ვაფრენ ამ ანდაზაზე), სამწუხაროდ არ ვიცნობ მის შემოქმედებას, მხოლოდ ის ვიცი, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა და ბოლოს თავი ჩამოიხრჩოო. ჩემნაირ რუსული პოეზიის ფრიკს და სნობს როგორ გაუფართოვდა თვალები, ხომ წარმოგიდგენიათ. არა, მესმის, ყველას სულაც არ უნდა უყვარდეს რუსული პოეზია და შეიძლება ახმატოვას ცვეტაევასგან ვერც არჩევდეს, მაგრამ ამის დამალვა მაინც უნდა შეეძლოს, თუ უნდა, რომ ინტელექტუალად ჩათვალონ. ამის მერე კიდევ უფრო გამძაფრდა ჩემში Enid-ის ფრაზა "Ghost World"–დან: "I just hate all these extroverted, obnoxious, pseudo-bohemian losers."

ხო, ისე სხვა ყველაფერი კარგადაა :)))

10 comments:

babisa said...

simgera momewona :) sashemodgomo amindebsac rom mouxdeba da sim7es mogitans isetia :)) 10x

hah, neta romeli blogi iyo, tqma ar gamodis, mara just damainteresa :)

კოპალა said...

კარგი სიმღერაა. . .
ბლოგებზე მოდაშია თავის ქება და ინტელექტის დემოსტრირება :))

Anonymous said...

მომეწონა სონგი ;)

აუჰ, ვინ იყო ნეტა ის ბლოგერი. მაგრამ რთულია ეს განათლების საკითხები...
წიგნი წაიკითხე სოფ! და მერე მიმოხილვა ;))

Sophie שרה Golden said...

@ბაბისა, ხო, ზუსტად საშემოდგომოა. (იმ ბლოგის ხსენება არ გამოდის მართლა.)

@კოპალა, მადლობა. კი, მოდაშია. არა, შეიქონ თავი, ოღონდ მთლად ნუ გადააჭარბებენ.

@ანდან, მიხარია, რომ მოგეწონა. კიდევ ავტვირთავ სხვებს, ძალიან მომეწონა სიმღერის დართვა პოსტზე. განათლების საკითხი ყველაზე რთულია, უჰ, ნუ იტყვი. იმედია, წავიკითხავ ერთს მაინც ამ დღეებში.

Keti said...

ევროპული საკვირაო ბაზრობები. როცა ამაზე ვკითხულობდი ხოლმე, სულ მინდოდა ასეთ ბაზრობაზე მოხვედრა :)
მეც მომეწონა სიმღერა, ამ საღამოს მოუხდა :)

არ მიყვარს, როცა თავს იქებენ. თუ რეალობაში შევესწარი ამას, მე ვიშმუშნები ხოლმე მათ მაგიერ.

Unknown said...

მოვითხოვ ვიდეო-პოსტებს! :))
მსურველები შემომიერთდნენ! :) უკვე იმდენად "მოვითხოვ", რომ ლამის ხელმოწერები შევაგროვო! :D :*

Zurriuss said...

რაც უფრო მეტს გკითხულობ, მით უფრო ვფიქრდები, რომელი სამსახური "მოგიხდება" ;)

Kate said...

ვაა, მეც მაინტერესებს ერთი ეგ ბლოგერი :D :D :D :D :D

"ანათემა" რატომღაც ვერ შევიყვარე, თუმცა ამ სიმღერას არაუშავდა.

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, მე "ჯანსაღი" ქების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ როცა აჭარბებენ, მართლა "შესაშმუშნია".

@კანარიო :ლოლ: იმ დღეს მეც ვიფიქრე ამაზე და ვნახოთ...

@ზურიუს, взаймно :Р

@ქეით, იმ ბლოგერის ხსენება უხერხულად მეჩვენება და ამიტომ ვერ ვახსენებ, ხომ ხვდები. მე რატომღაც მომეწონა "ანათემა" ამ ბოლო დროს.

Kate said...

კი, მესმის და მართალიც ხარ. ფრიად სახალისოა, როდესაც ვინმეს თავი მაგარი ჰგონია :D