Friday, September 17, 2010

Oh, boy!


იმ დღეს რაღაც "საუბარში მოვხვდი" და დასმულ შეკითხვას რომ ვუპასუხე, მითხრეს: ეგ ყველაფერი კომპლექსიაო. გავშრი. საერთოდ, ცხოვრებაში ადვილად არ ვიბნევი და რაც უნდა უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდე, ვცდილობ, გავიცინო და სხვებიც გავახალისო. მაგრამ ამ საუბარში ეს არ გამომივიდა.

რატომ?
  • იმ ადამიანს ვერ დავცინებდი და ვერც ვეჩხუბებოდი გარკვეული მიზეზის გამო.
  • შემეშინდა :| მეთქი, ეტყობა მართლა მაქვს გარკვეული კომპლექსი.
  • ძალიან მეწყინა, ასე რომ მომახალეს, როცა მე მილიონჯერ ვწონი სიტყვებს, ვიდრე ვინმეს ვეტყვი.

დღეს კიდევ მივხვდი, რომ არაფერი იყო საწყენი: თუ მართლა მაქვს ეს კომპლექსი და არ მომწონს, უნდა ვეცადო, მოვიშორო და თუ არ მაქვს – მაშინ, საერთოდ რა მადარდებს?

ალბათ ის, რომ იმ ადამიანმა არ იცოდა, როგორ არ უნდა ეთქვა ასეთი რაღაც ქართველი სოციალისტი და იუდაისტი ახალგაზრდა ქალისთვის.
Oh, boy, tactless people are killin' me.

10 comments:

green said...

ვერ ვიტან წამოსროლილ სიტვებს. როცა ადამიანი ისე ბოდავს, არც ფიქრობს რომ სხვას მაგრად ეწყინება.ვოტ

Anonymous said...

ვაი ვინ იყო ის უსინდისო! გერმანელი იქნებოდა! მარა სოფ მე პირადად უკომპლექსო ადამიანს არ ვიცნობ, მარა ეს საქართველოა ;დდდდ

პ.ს.
გუშინ დრიუს ფილმს უყურე, ფეხმძიმედაა ცოლიანი კაცისგან და იმისი ცოლი მოსაკლავად დასდევს... რა საყვარელი იყო პუტკუნა დრიუ :)

Keti said...

ჰო, უკომპლექსო ადამიანები არ არსებობენ – ანდონს ვეთანხმები. ზოგიერთი კომპლექსი ჩვენს "პორტრეტში" იმდენად ბუნებრივად ზის, რომ მის გარეშე ჩვენ – ჩვენ ვეღარ ვიქნებოდით...

ოღონდ რა საჭიროა ამაზე ყურადღების გამახვილება, როცა სხვას ეხება? (ისიც ჩვენი აზრით – ხომ შეიძლება, ვცდებოდეთ)

მიყვარს როცა ტაქტიანები არიან.
სოფი, რა თქმა უნდა, არ უნდა გეწყინოს :) არც კომპლექსის მოცილება მგონია აუცილებელი, თან შენ თუ არ გაწუხებს

babisa said...

ooh me 2

Clown said...

მმმ.. უკომპექსო ორფეხები არ არსებობენ და ზოგადად კომპლექსები არც ისე ცუდია :შ


ხოდა, აი ლავ იუ სოფი :ისერ:

<3

ket_eva_n said...

პირველი რეაქცია ყოველთვის ბუნებრივი და ადეკვატურია..
არ მიყვარს როცა ასეთ რაღაცეებს ამ ფორმით ამბობენ. მითუმეტეს, როცა არავინ ეკითხებათ !

Zurriuss said...

რა აზრი ჰქონდა ამ პოსტის დაწერას, როცა არ გითქვამს, საქმე რას ეხებოდა?
იმ "კომპლექსიანის" არ იყოს, მეც ჰაერზე მოგცე "რჩევა"? :))

Kate said...

მე თუ მკითხავ კომპლექსი ზომიერების ფარგლებში ყველას უნდა ახასიათებდეს. ოღონდ ამას პრინციპი უნდა ერქვას. ეგრე უკომპლექსოო და გავიდეთ ქუჩაში შიშვლები. გავალთ??? არადა სექსუალური და სხვა რევოლუციების დროს ხომ გასულან. ხოდა ანუ არსებობს რაღაც გრძნობა, მორიდების თუ რავიცი კიდევ რაების, რაც უნდა გქონდეს. პლუს კულტურა და ასე შემდეგ.
ისე კი იმას, რომ შენ ესწერვო მას, სჯობს ის გესწერვოს შენ, იმჰო.

Sophie Golden said...

@ანდან, აუ, როგორ მიყვარს ეგ ფილმი, იცი? ლუკ უილსონს რომ შეუყვარდება ბოლოს.

@ქეთი, მეც ზუსტად ასე ვფიქრობ.

@კლოუნიკო, ლოვ იუ თუ.

@ზურიუს, შენ თუ აქამდე ვერ მიხვდი, რომ მე პოსტებს რჩევის მისაღებად არ ვწერ, ვერ ყოფილა შენი საქმე კარგად =))

@ქეით, ამ ბოლო დროს მეც დავრწმუნდი, რომ ასე ჯობია, მაგრამ ზოგჯერ ცოტა "სწერვობაც" აუცილებელია, თორემ ყველა ვერ იგებს და თავხედდება.

Kate said...

კი, ეგეც მართალია.