Wednesday, November 3, 2010

Sleeping In The World To Come


ცივა.
იანა ფრანკის კატასავით მინდა რადიატორთან "ჩავიფუთნო" და დავიძინო.
ვითომ, ზამთარში ღამე გრძელიაო და მე მაინც არ მყოფნის. საღამოს 11 საათზე ვიძინებ და დილით 8-ზე ვდგები, მაინც მეზარება ხოლმე ადგომა. როცა ავდგები, უკვე ენერგიულად დავრბივარ, მაგრამ სანამ ლოგინიდან წამოვხტები, მანამდე რამდენიმე წამს ვფიქრობ, კიდევ ხომ არ გავაგრძელო ძილი.

რაც საათი გადაწიეს, 5 საათზე უკვე ღამეა და ისე ბნელა, ლექციიდან ფანჯარაში რომ გავიხედავ, მარკესის მოთხრობები მახსენდება. მთლად უკუნეთიც რომ არ არის, რაღაც მუქი ლურჯი ნისლისფერია.

დილას მერკელი შეაშინეს. "საჩუქრებს" გზავნიან საბერძნეთიდან.
წინა ღამეს რაღაც სასწაული ხმაური იყო ჩემს ქუჩაზე და უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ტანკები მოდიოდნენ და მეორე მსოფლიო ომი მეორდებოდა.
აქამდე არასოდეს მიგრძვნია მსგავსი რაღაც ბერლინში, იმდენად უსაფრთხო და სტაბილურ ადგილად მეჩვენებოდა.
რა საშინელებაა ეს პოლიტიკა, ადამიანს მშვიდად გინდა ცხოვრება და ახალი ამბები ცხვირში გეჩრებიან. ძალიან ვიმედოვნებ, რომ 'Olam Haba' მაინც იქნება ისეთი ადგილი, სადაც ზედმეტი ფიქრებით არ გამოგეტენება თავი და ამ თეთრი ფისოსავით მშვიდად დაიძინებ თბილ ადგილას.

12 comments:

Anonymous said...

მძულს პოლიტიკა!
მიყვარს სიცივე!
მინდა გერმანიაში!

"ვენი ვიდი ვიკი" ;დ

Clown said...

და მაინც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში ხარ...

გერმანია მინდა :შ

Nina Gorecki said...

„რამდენიმე წამს ვფიქრობ ხომ არ გავაგრძელო ძილი“ :)))) მე მხოლოდ ერთ წამი მჭირდება დასაფიქრებლად და მაშინვე ვაგრძელებ ხოლმე :D

აქაც ცივა და ბნელა :/

DreaMar said...

ვერ ვიტან სიცივეს :| აქაც ძალიან ცივა. მაგრამ ყველაზე ცივი ამინდები ჯერ კიდევ წინაა. როგორ არ მინდა :( დამიბრუნეთ ზაფხული :))

Anonymous said...

მეც არ მყოფნის ძილი და, საერთოდაც, გაიტანეთ პოლიტიკა!

Keti said...

რა დროს ოლამ ჰაბაზე ფიქრია :)

მშვიდ დღეებს გისურვებ, სოფი!

Unknown said...

იცი რა მიზიდავს ხოლმე შენს პოსტებში? ახლა დავაკვირდი... სხვანაირი მუხტი მოაქვს, როცა წიგნის გმირების დახმარებით გადმოსცემ ხოლმე სათქმელს... ან საკუთარ თავს ადარებ მათ და თუ წაკითხული გაქვს, აუცილებლად მოდის ხოლმე დიიიდი სითბო.

აი, ახლაც, მაგალითად. ცივაო - დაიწყე და მერე მარკესის მოთხრობები მახსენდებაო რომ თქვი, დამთბა.

დასკვნა: კარგად ახერხებ მკითხველის რეაქციები, შეგრძნებები არეგულირო. რაც ყველაზე მთავარია, მათთვისვე სასარგებლოდ. :) :*

Natalia said...

აქ მზიანი სიცივეა. მზე კაშკაშებს და ძალიან ცივა. მე უკვე მესამედ გავცივდი ამ შემოდგომას და გაწითლებული ცხვირით ვიზვარ.

Winter is coming, თავისი დადებით-უარყოფითი თვისებებით :)

taa said...

mainc sinyudrovea shentan sof :)

Kate said...

მეც პირველ კომენტარს მიმაწერეთ. :))

Kate said...

უი არა, სიცივე საშინლად არ მიყვარს.
სულ მცივა, სულ. თან სასწაულად.

Sophie שרה Golden said...

@ანდან, :დ კარგი იყო.

@კლოუნ, ხო ალბათ ვარ.

@ნინა, რო ბნელა, ვიცი და ცივა კიდეც? :/

@დრიმარ, უნაამარგა, +1

@ქეთი, ხანდახან საჭიროა.

@კანარიო, გაფაციცებით ვკითხულობდი შენს კომენტარს. დიდი მადლობა. ამაზე კარგი რა უნდა მითხრას მკითხველმა.

@ნატალია, ხო, მოდის...

@თაა, მადლობა. მიხარია, თუ ასე გრძნობ.

@ქეით, მიგაწერეთ :პ