Sunday, January 9, 2011

კეთილი დღე


რაღაცნაირი ასეთი დღეა, არა?
მოთენთილი კვირა. მთელი დღეა წვიმს ბერლინში. თოვლი სულ გადნა.

დილას ორი გაკვეთილი მქონდა.
მერე შოკოლადების რამდენიმე წამი. ჩემი დაბადების დღიდან შემორჩენილი მქონდა რამდენიმე კოლოფი. ისე მიყვარს, შოკოლადი როცა მაქვს სახლში. ასეთი "თეორია ჩამოვაყალიბე", ყოველთვის უნდა იყოს ტკბილეული სახლში.
ერთი რაბის ისტორიაა ასეთი, მთელ დღეს სწავლობდა/ასწავლიდა და საღამოს სახლში როცა მიდიოდა, სანამ შევიდოდა, ჯიბიდან ტკბილეულს ამოიღებდა და შეჭამდა. ერთხელ მოსწავლემ ჰკითხა, რატომ ჭამდა ტკბილეულს, როცა სახლში ცხელი ვახშამი ელოდა. რაბიმ უთხრა, მთელი დღე შიმშილი მის განწყობაზე მოქმედებდა და უნდოდა, როცა ცოლი კარს გაუღებდა, ღიმილით შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მაშინვე სამზარეულოში არ შევარდნილიყო სავახშმოდ. ხო, საყვარელი ისტორიაა? ყველა ადამიანი რომ ასე ფიქრობდეს, როცა სახლში მიდის, დედას/ცოლს ჩაეხუტოს, მოიკითხოს და სამზარეულოში არ გაიქცეს, რა გამიკეთე სადილადო.
ამიტომ, შოკოლადები ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს. ვისაც ტკბილეული არ უყვარს, ისეთი რამე მაინც, რაც ახალისებს და კარგ განწყობას უქმნის.

შოპენს ვუსმენ, სულაც არ არის მძიმე. ტკბილია. თან ჩემნაირი ფანტაზიის მქონე ადამიანი, ედრიენ ბროდის თითებს თუ წარმოიდგენს.
რა უცნაურია, თვეებია, ბროდი აღარ გამხსენებია. Wow! ნუთუ, "განვიკურნე"?

დღევანდელი დღის ყველაზე ნათელი წერტილი, მაინც, ეს წერილი იყო, რომელიც ერთი უსაყვარლესი გოგოსგან მივიღე. არ ვიცნობ, ბუნებრივია, ჩემს ბლოგს კითხულობს და თურმე, როგორ ღრმად ფიქრობს. აი, რა მომწერა: "შენი თარგმანები წავიკითხე, მეირ ლევინის... ძალიან დამაფიქრა. ერთ რამეს მივხვდი: სიკეთისთვის, ღირსებისთვის და ზნეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა შენს კანის ფერს, წარმომავლობას, ეროვნებას და არც რელიგიას. მადლობა თარგმანისთვის, თუმცა ორიგინალიც ძალიან მაინტერესებს".
მე გავოცდი, თქვენი არ ვიცი. 21–ე საუკუნის მსოფლიოში, ადამიანი რომ სიკეთეს, ღირსებას და ზნეობას ახსენებს, ცნებებს თავი რომ დავანებოთ; მეგონა, დღეს კაციშვილი ამ სიტყვებს აღარ იყენებდა და უცებ, 1992 წელს დაბადებული გოგო რომ მოგწერს, ხვდები, სამყარო არასოდეს "დაიკარგება".
მადლობა ყველაფრისთვის, ღმ–ერთო!!! მადლობა, ანა, წერილისთვის.

ბედნიერი და კეთილი ახალი კვირა გქონდეთ!!!

13 comments:

Clown said...

ამ ბოლო დროს მოვუმატე შოკოლადის ჭამას ^_^ :დ

ხოდა მიხარია სოფი, კარგ ხასიათზე რომ ხარ :*

Dato trapaidze said...

შოკოლადის გარეშე ძააალიან უფერული იქნებოდა სამყარო. ხო, ყავის გარეშეც :)
ძალიან გადამდები რამაა კარგი განწყობა, შემოთავაზებული შოკოლადივითაა :)
ასე განაგრძე... განწყობაც და შოკოლადიც :)

Natalia said...

რა კარგი პოსტი იყო, ისეთი შეგრძნება დამრჩა წაკითხვის შემდეგ, როგორც შოკოლადის ჭამისას მაქვს ხოლმე :)

Zurriuss.GE said...

აი, მე კი შოკოლადს იმიტომ ვჭამ ხოლმე, რომ მადას მიცხრობს და ბევრ კერძს აღარ მივირთმევ :)

შოპენი რომ ახსენე, თითქოს აქაურობას რაღაც სხვა ფერი გადაეკრა. უკვე სხვა განწყობით განვაგრძე კითხვა. მინდა გითხრა, დროული იყო :)
*** - გინდ უსათაუროდ ჩათვალე, გინდ სამ კოცნად ;)

babisa said...

ტკბილეულის ამბები მომეწონა, ჭკვიანურია კანფეტის ჯი]ით ტარება, მე სამსახურში ვატარებ ხოლმე და ძალიან რომ მშივდება ვჭამ, კარგ განწყობაზეც ვხდები და აღარც სული მიმდის სანამ შინ მივალ. კართან ჭამაც კარგი გამოსავალია :)

Lika Kakiashvili said...

მზიანი ხარ, ადამიანო! მზიანი და შოკოლადიანი! :)))

Anonymous said...

რამდენი ემოცია იდო ერთ პოსტში!!!
იმედით აღვიჭურვე, იმედისმომცემია რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, მართლაც მადლობა ანის!

Sophie שרה Golden said...

@კლოუნ, მეც :) სულ ვსუსნაობ. მადლობა :)

@და–ვ–იდ, ნამდვილად. ყავაც კაი რამეა ისე. განვაგრძობ :დ

@ნატალია, ჩემო საყვარელო ნატალია!..

@ზურიუს, ჰოდა სხვა რამე გამოძებნე შენ განწყობისთვის. უსათაურო იყოს, კოცნები არ მიყვარს, ხო იცი :დ

@ბაბისა :)

@ლიკა, ლიკა, ლიკა! :)))))

@ანდან, ხო ემოციებით გატენილი ვარ თავიდან ფეხებამდე და ბლოგამდე.

Keti said...

აღარ ვიცი, საიდან დავიწყო წერა – იმდენი რამ იყო პოსტში. ეს შოკოლადების ამბავი ხომ მშვენიერი. როცა ქმარი შინ მიდის, პირდაპირ სადილს თუ არ ეცემა და თუნდაც ჩახუტებისთვის ექნება განწყობა და სურვილი, ხოლო ცოლიც ამისთვის იქნება ღია, რა კარგია :) მომეწონა :)

წერილის ავტორმა მეც თბილად გამაღიმა. მართლა ბევრს ნიშნავს ირგვლივ ასეთი ადამიანების ყოფნა..

ბედნიერი დღეები, სოფი :)

სოფი שרה Golden said...

@ქეთი, მადლობა. მართლა რა კარგი იქნებოდა, ადამიანები უფრო მეტად თბილები რომ ვიყოთ ახლობლების მიმართ.
შენც ბედნიერი, მხიარული და გიჟური დღეები გქონდეს :)

Dissolved Girl said...

სოფი, რა თბილი პოსტი იყო :)

Sophie Golden said...

@Dissolved girl, მადლობა :)

A.G said...

gamocdebi makvs da ver movaxerxe blogis monaxuleba, tumca cdunebas mainc ver gavudzeli da exla shemovichyite...
sophie dzalian didi madloba tu chemi cerili sheni erti dgis nateli certili gaxda, imitom rom sheni blogi chemi yoveli dgis nateli wertilia,blogi romelic uamrav rames maswavlis da utbilesi emociebit mavsebs..madloba shen :)