
მომენატრა ჩემი ბლოგი :) რა სიგიჟეა, მაგრამ ასე მეჩვენება, შორს ვარ წასული და წერილებს ვიწერები... ლოლ. მგონი, რაღაც მეშლება. ბლოგში სახლს ვგულისხმობ, ალბათ, ჩემს ნათესავებს, ბავშვობას და იმ ადგილებს, სადაც პატარაობაში დავდიოდი. მდინარეს, სადაც დაბადებიდან ვცურავდი, ადგილს, სადაც ველოსიპედის ტარება მასწავლა ჩემმა პატარა დეიდაშვილიშვილმა; მხლის ქადებს (ასეთი მხალია აღმოსავლეთში, მინდორში მოდის და სანამ ძალიან გაიზრდება, უნდა მოკრიფო, მოხარშო, ზეთით შეანელო და ცომში გამოაცხო. სასწაულად აგიხსენით), როგორსაც მარტო ჩემი უმცროსი დეიდა აცხობდა, ბავშვობის მეგობრები და MTV :))
ერთმა ახალმა მეგობარმა მითხრა, ბავშვობაზე იმიტომ გეფიქრება ალბათ, რომ რაღაც მომენტში მომავლის ცვლილებების გეშინია და მარტო იქ შეგიძლია გაქცევა – ბავშვობის უსაფრთხო და მშვიდ მოგონებებშიო. ჭკვიანი მეგობარი მყავს, ვერაფერს იტყვი.
ჰოდა, ვზივარ ეს რამდენიმე დღეა, ძველ სურათებს ვათვალიერებ, რაც კომპიუტერით წამომყვა და თვალებს რომ დავხუჭავ, თონის პურის სურნელის შეგრძნებაც არ მიჭირს. საქმე მართლა საჭმელში კი არ არის, უბრალოდ ადამიანი რომ იზრდები, იცვლები და ცხოვრებაც სხვანაირად მიდის, წარსული გახსენდება მთელი თავისი არომატებით.
სევდა არ მაწვება ოღონდ, მინდა გითხრათ. უბრალოდ, ძველი ფილმი რომ გაქვს ადრე ნანახი და მერე ღიმილით გახსენდება, ისე ვარ.
Spice up your life, right? :)



7 comments:
სოფი, რამდენჯერმე ვიგრძენი პოსტებში თუ კომენტარებში შენი ნოსტალგია და ეს ბუნებრივიც არის – მგონი ამჯერად ყველაზე ხანგრძლივი გამგზავრება გამოგივიდა :) იმედია, მალე ჩამოხვალ და შენს ახლობლებსა და საყვარელ ადგილებს მოინახულებ :*
am postis mere pirvelad vifiqre, rom fsiqologiurad tavs ukve mand miakutvneb :)
ადრეც ხომ გითხარი სოფი, გერმანიაში თუ საქართველოში - მაინც ვერ გნახულობ რეალურად, მაგრამ როცა მიდიხარ, ყოველთვის გული მწყდება ხოლმე. თითქოს ნახვის შანსები მცირდება, და ამას განვიცდი.
მალე დაბრუნდი, please!
:))))))
@ქეთი, კი, ბუნებრივია ნამდვილად :) იმედია.
@ბაბისა, ახლა დავფიქრდი, რაც მითხარი და მართალი ხარ.
@ნატალია, ხო, ზუსტად ასე ვგრძნობ მეც ჩემს ბლოგთან დაკავშირებით. მადლობა.
@კლოუნ, :)
ახლა ნაფარეულის ფოტოებს ვათვალიერებდი :((((
@ნატა, აუ რა კარგი იყო ნაფარეულში. :/
Post a Comment