
ჩემი საყვარელი პარასკევია, რაც შაბათის მოახლოებას ნიშნავს. წინა week end ლაიპციგში გავატარე, ახალგაზრდულმა თორა ცენტრმა შაბათონი მოაწყო და თანაორგანიზატორი ვიყავი.
ლაიპციგში ძალიან საკაიფო "სასტავია", როგორც ჩვენში იტყოდნენ. ახალგაზრდა და მხიარული რაბინები, გოგოები და ბიჭები მთელი გერმანიიდან, ყველანი ერთად ვართ, ვმღერით, ვსვამთ, ვიცინით სიგიჟემდე, ბოულინგზე დავდივართ და საკმაოდ განსხვავდება ბერლინისგან. ასეთი დღეების შემდეგ, ხომ იცით, რა ძნელია რუტინასთან დაბრუნება. ამიტომ დღეს პარასკევი რომ გათენდა და ფანჯრიდან გავიხედე, ისევ მომინდა ლაიპციგში. მაგრამ ახლა ჩვენ ვაწყობთ შაბათონს და სტუმრები აქ გვეწვევიან.
ამ კვირის ყველაზე შთამაგონებელი და სახალისო რა იყო, იცით? ზურ.გეს პოსტი :)))) ვინ წარმოიდგენდა, რომ ვიღაცა ასე ფიქრობს ჩემზე და ყველაზე სასაცილო მაინც ის იყო, რომ გამირბის. პატარა ბავშვებმა იციან ასე სკოლაში, ბიჭები თმებს აწიწკნიან იმ გოგოებს, რომლებიც მოსწონთ. მადლობა, ზურა!!! Grab your binoculars - come on follow me, you know.
მერე მეტყვიან, ადამიანები ასე ძალიან რატომ გიყვარსო.
სამყარო ძალიან მაგარი რამეა და არ ვიცი, ღმ–ერთს როგორ შეიძლება საკმარისი მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრის გამო, რასაც მაძლევს.
ბედნიერი შაბათ–კვირა გქონდეთ ყველას!!! ისიყვარულეთ, იგიჟეთ და იმ პერსპექტივიდან შეხედეთ ყველაფერს, საიდანაც მზე თვალებში გიჭყიტინებთ და სიცილისგან თავს ვერ იკავებთ.



8 comments:
ლაიპციგი რა მაგარია ^_^
ხოდა, ზურ.გეს პოსტი მეც ძალიან მომეწონა ^_^
პ.ს მადლობა სოფი, შენც ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებ :*
ვნახე შენი ბოულინგის ფოტოები და წლების წინ რომ ზაფხული გვქონდა ის გამახსენდა, ხანდახან ძალიან მომენატრება ხოლმე, შენი ბევრი სიცილის წამოდგენისას კი ერთი მეგობრის აივანზე ჩაბჟირება გამახსენა :)
მოკლედ მომენატრე :)
ის პოსტი მეც წავიკითხე, სულ ასეთ გრძობას უჩენ ადამიანებს და მიკვირს მე კიდევ. ახლა კიდევ რაღაცეები გამახსენდა და უკვე აღარ მიკვირს :) :) :)
ai ra tavsbrusxvevamde da gulisrevamde (ai wiwakis simware-sitkboebis stilshi) satno da gadamdeb gancyobiani xar xolme : ) ^^
:)))
=
კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: როგორ ვერ მივხვდი სენზე რო წერდა :დ
რა კარგია, ყველას სხვანაირი აღქმები რომ აქვს :)
ბედნიერი შაბათონი!
მე ლაიპციგის ფოტოები ვნახე, როგორც ვხვდები და ძალიან მომეწონა :)
რაკი დაგვიანებით შემოვიხედე და უკვე ორშაბათია, ბედნიერ ახალ კვირას გისურვებ სოფი! :*
@კლოუნ, ხო, ძაან მაგარია ლაიპციგი. ბედნიერ კვირას გისურვებ აწ უკვე :)
@ნატა, რა მაგარი ზაფხული გვქონდა. მეგობრის აივანზე ჩაბჟირებაც მახსოვს და მენატრებით უზომოდ :( ხო, მეც მიკვირს ხოლმე და წესით, არ უნდა მიკვირდეს :დ
@ჩორვენ, :****
@აღასპერ, :პ გეუბნები მე შენ.
@როდე, საკმაოდ ძნელი მისახვედრი იყო, მე დღემდე ვერ მივმხვდარვარ =))
@ქეთი, კი, ალბათ ეგენი ნახე. შენც ბედნიერი და თბილი, ცოტა გიჟურიც, კვირა გქონდეს!!!
სოფი <3 :*
Post a Comment