Thursday, January 27, 2011

ჩემი ყვითელი ბურთი – იანვრის ბოლო კვირა


არ ვიცი, ჩემი საყვარელი ხუთშაბათის ბრალია თუ დაბრუნებული (ჯერ ისევ ჩახლეჩილი) ხმის, მაგრამ კარგ განწყობაზე ვარ, გიჟურ სიმღერებს ვუსმენ და მგონია, მთელ სამყაროს უნდა უხაროდეს.

დილას თოვდა, ახლა სასწაულად გამოანათა მზემ და მე მჯერა, ჩემთვის გადადგა ეს ნაბიჯი, გადალახა ჩრდილოეთის ღრუბლები მრგვალმა, ყვითელმა ბურთმა და ჩემს ფანჯარას მოადგა.

ბაბისამ მაჩუქა დრიუს ეს სურათი, ზემოთ, და ჩემი კვირის პროფილის ფოტო გახდა. ისე კარგად გამომხატავს, ვერ წარმოიდგენთ. ლამის თმა შევიჭრა, გადავიღებო და ველად გავიჭრა. ოღონდ რომელ ველად, არ ვიცი, ჯერ ისევ ძალიან ცივა საამისოდ.

"Женщина не врет никогда - она просто не помнит, что говорила минуту назад" – ეს ფრაზა, პირდაპირ, ჩემზეა ზედგამოჭრილი. იქით სულ სხვა განწყობით დავწერე და ლამის გულიც ამომვარდა და ახლა კიდევ მეცინება, მეცეკვება...

გახსოვთ, საქართველოში როცა ვცხოვრობდი, შაბათებსა და დღესასწაულებს უმეტესად მთავარი რაბინის სახლში ვატარებდი? როზენბლატები დღემდე ჩემს უსაყვარლეს ადამიანებად და მეგობრებად რჩებიან, მიუხედავად სიშორისა. რამდენიმე დღის წინ ტყუპები შეეძინათ ვადაზე ადრე, ახლა ინკუბატორში არიან და საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაში. დღეს მეგობარმა მითხრა, უკეთ არიანო, მერე ჩემმა დეიდაშვილმაც დამამშვიდა, რომ დღესდღეობით იმდენად საშიში არ არის ვადაზე ადრე მშობიარობა და ბავშვები კარგად გაიზრდებიან. ამანაც იმოქმედა ჩემს განწყობაზე ალბათ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავენ ეს ბავშვები თავიანთი მშობლებისთვის. მე ვინ ვარ, საერთოდ, მაგრამ მთელი ჩემი გული და სულია იმ პატარა არსებებთან, ჯერ რომ თბილად უნდა მსხდარიყვნენ დედის მუცელში და უცებ გადაწყვიტეს ქვეყანა ენახათ. არ ვიცი, რა იქნება და ისევ გრძელდება ჩემი წინა პოსტის pathétique: "რა იჭერს ამ სამყაროს, ღმ–ერთო, თუ მივხვდებით ოდესმე".

იანვრის ბოლო კვირაა და კარგი ხუთშაბათი საღამო გქონდეთ. ისეთი, რომ დაჯდები (ან ადგები) და იტყვი, ბედნიერი ვარ, ვინც ვარ და სადაც ვარო.

11 comments:

Keti said...

უჰ, სოფი, იმედია ეგ ყვითელი ბურთი ძალას მოიკრებს და გაიღიმებს შენს ფანჯრებთან :)
ეს ფოტო ისე მომეწონა, ძალიან საყვარელია :)

ლამაზ ხუთშაბათ საღამოს გისურვებ სოფი, ასე გეთქვას შენც! :*
პატარებს კი – მალე გაკაჟება და ბედნიერი ცხოვრება :)

Anonymous said...

მართლა რა კარგი ფოტოა. ;)

babisa said...

zustad aseti xutshabati sagamo mqonda, rakargia gijuri ganwyobebi xolme da imis fiqri, rom bedniereba da cheshmariteba sulac araa sadme shors, aramed aqve, shens gulshi :)

sunsaliko said...

ხუთშაბათ საღამოს არაუშავდა:)))იანვრის ბოლო კვირის პარასკევ საღამოს კი სიმფონიური მუსიკის კონცერტზე გავატარებ;)
მომწონს შენი საღამო(ეჭვი მაქვს სხვებიც მომეწონება):)))

Taknatuna said...

ვაიმე სოფ, მე ისე გამიხარდა რომ თოვლმა არ დადო, მაგრამ დარწმუნებული ვარ თიანეთში კაი დიდი თოვლი იქნება,
იმის შეგრძნებაც, რომ თოვლმა ფეხები უნდა გამიყინოს ცუდად მხდის :(

Nina Gorecki said...

ველად გაჭრაზე გამეცინა :)) ჩვენთან ისეთი ამინდებია, სულ ეგ მიტრიალებს თავში :))

Zurriuss.GE said...

შენ რა გითხარი და ჩემთანაც გამოანათა სულ პატარად :დ

Kate said...

"Женщина не врет никогда - она просто не помнит, что говорила минуту назад"

ჰაჰაჰააა :)))))
მაგარი ფრაზაა. მომეწონა. მეც მეხება მგონი :დ არადა არ მიყვარს ტყუილი, მაგრამ მაინც.

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, მადლობა, მადლობა. მართალია გვიან გპასუხობ, მაგრამ... :) ბედნიერი შაბათ–კვირა გქონდეს!

@როდე, ნამდვილად :დ

@ბაბისა, ძალიან კარგია. აქვეა, აქვე :)

@sunsaliko, რა კარგია სიმფონიური მუსიკა. მიხარია ძალიან.

@თაკნატუნა, კარგი რა. ზამთარში თოვლს რა ჯობია, მით უმეტეს თიანეთში, რომ თოშები და იყინები... მერე შეხვალ სახლში, თბილად ჩამოჯდები და ჟიპიტაურს გადაკრავ... =))

@ზურიუს, შენ რა გითხარი, შენ!!! :პ

@ქეით, უმაგრესია. საქმეც მაგაშია, რომ ჩვენ არასოდეს ვიტყუებით, გვავიწყდება ზოგჯერ, რას ვამბობთ, ესაა და ეს. არა? :დ

Kate said...

კი, ნამდვილად ეგრეა.

Anonymous said...

http://argumenti.ru/parthers/Nelegkij_vybor_mezhdu_doveritelnym_upravleniem_PAMM_schetom_i_investfondom [url=http://argumenti.ru/parthers/Kak_pravilno_i_s_uchetom_lichnyh_pozhelanij_vybrat_santehniku_na_rynke] http://smi2.ru/asyaporubova/c1551860/[/url]
http://crimea.kp.ua/daily/180413/390090/ nomano098 [url=http://argumenti.ru/parthers/Tipy_i_zashhitnye_futljary_iPhone] http://fraza.ua/news/25.04.13/166165/igrovye_vozmozhnosti_sovremennogo_interneta.html[/url]
http://www.expolife.ru/articles/10209.html [url=http://forum.ruslana.ua/index.php?setlang=rus&action=vthread&topic=5655&forum=2&page=0] http://crimea.kp.ua/daily/180413/390090/[/url]
http://www.kp.ru/daily/26067/2974674/ [url=http://www.1prime.ru/Financial_market/20130417/762818814.html#photo_0] http://grani.ru/Society/m.213986.html[/url]