რაც უნდა სოციალისტი იყო და ჩაცმა დიდად არ გაღელვებდეს, როცა ახალგაზრდა ქალი ხარ (ვაფრენ ამ ცნებაზე :დ ), ადამიანებში ტრიალებ და ყოველ შაბათს დღესასწაული გაქვს, შესაბამისად, უნდა გქონდეს ლამაზი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც. რაც უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და მნიშვნელობას არ ანიჭებდე გარეგნობას, ვერ გაექცევი იმას, რომ ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობთ: ყველა აქცევს ყურადღებას, როგორ აცვია სხვა ადამიანს, როგორი ვარცხნილობა აქვს და ამით რას გეუბნება.
იანვარში საკმაოდ კარგი ფასდაკლებებია მაღაზიებში. რა თქმა უნდა, არცერთი ბრენდი ისეთ ფასდაკლებას არ გაგიკეთებს, რომ შეხვიდე და დატვირთული გამოხვიდე, მაგრამ მეინსტრიმი მაღაზიები, როგორიცაა H&M, Zara, Mango, Orsay, New Yorker, ისე აიაფებენ საქონელს, რომ საკმაოდ მცირე თანხა თავისუფლად გყოფნის ნორმალური რაღაცების საყიდლად. ჩვენ აქ ვსაუბრობთ სოციალისტური გადახრების ადამიანებზე, ok, რომელსაც თავში სულ მშიერი ბავშვები უტრიალებს და მეტ ფულს ვერ დახარჯავს ძონძებზე. მერილ სტრიპი არ მიხსენოთ "პრადაში", იმპერიალისტური შეგონებები არ მოქმედებს ჩემზე :)
ჩემს წლევანდელ შენაძენში სამი ბოლოკაბა, ოთხი ბლუზა და აქსესუარები შედის. ერთი ისეთი საყვარელი ბოლოკაბა ვიპოვე H&M–ში, ვიწრო, ოქროსფერი ხაზებით, ზუსტად ჩემი გოლდენ ხასიათის შესაბამისი. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით ვერ ვნახე, ფეხსაცმელებია. ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც იქნება კლასიკური და ამავე დროს little funky, როგორიც ფოტოზე.
სავარაუდოდ, დასავლეთ ბერლინში მომიწევს წასვლა ფეხსაცმელების საძებნელად. დასავლეთში წასვლა კი იგივეა, რაც თბილისიდან მცხეთაში, ახლოსაა, მაგრამ მაინც მთელი დღე გჭირდება, მაღაზიები დაათვალიერო, იპოვო, რაც გინდა და მერე სახლში დაბრუნდე მეტროთი.
Oh, girls!!! :)
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago





7 comments:
ადამიანები ყველაზე მეტად სტილს უფრთხილდებიან, ამიტომაც ზრუნავენ ხოლმე ტანსაცმელზე ასე განსაკუკუთრებითო :)
ხოოდა, ყველაზე მეტად გერმანიაში ყოფნის დროს რაც მიყვარდა, ეგ საშობაო ფასდაკლებები და ჭრელა-ჭრულა ამბებით სავსე პარკები იყო.
ფეხსაცმელების ყიდვა მეც სულ მიჭირდა, ისე არასოდეს არ იაფდებოდა, მე რო გამხადებოდა და სულ კეტები მრჩებოდა ხოლმე ხელში. ძირითადად ახლაც ეგრეა :)
წარმოიდგინეთ, მცხეთიდან რომ მეტროში დაბრუნდებით თბილისში!
ფანტასტიკის სფეროა ალბათ აქ ჯერ ეგ...;დ
ჰოდა სოფ, ერთ დღესაც მოიწყე ექსკურსია, რამე კაი წიგნი მოიმარჯვე, პეჩენიები მოიმარაგე და ჰერი დას. ბერლინისაკენ !
უმმმმ მიყვარს შოპინგი! რაც არ უნდა ბევრი ტანსაცმელი მქონდეს, ახალი მაიკაც კი ბედნიერს მხდის, აღარაფერს ვამბობ ფეხსაცმელებზე! მაგრამ არასდროს მიყიდია უძვირესი რამეები, ჯერ ერთი ფული არ მქონია მაგდენი არც არასდროს, მეორეც შენი არ იყოს და თავში მეც მშიერი ბავშვები და გატყავებული ცხოველები მიტრიალებენ და მესამეც, მეორადი და იმის ჯანი:))
უი, P.S. ვგიჟდები მეტროთი სიარულზე!
აუჰ....
იტალიაში განხორციელებული შოპინგი გამახსენდა :(((
მაგარია რა.
სასურველი ფეხსაცმლის პოვნას გისურვებ, სოფი :)
ხანდახან როგორ იცის ხოლმე შოპინგის სურვილმა შემოტევა :) ნუ, ჩემზე ხანდახან ხდება ეგ. ზოგჯერ კი თვე გავა, არაფერს ვყიდულობ.
@ნასტასია, ნამდვილად. მეც ასე ვარ, კედები პირველ რიგში ვიყიდე, როგორც კი ფასდაკლებები დაიწყო =))
@ანდან, რატომაც არა :ლოლ: მოვიწყობ აუცილებლად, ჯერ კიდევ ვერ მოვიცალე.
@ენია, ხო ზუსტად. არც მე მქონია იმდენი ფული, რომ პრადას ყიდვაზე მეფიქრა, მაგრამ წვრილ–წვრილი შოპინგები ზოგჯერ ისეთი საკაიფოა.
@ქეით, უჰ, ნი გავარი. კარგია იტალია.
@ქეთი, მადლობა :) უკვე ვნახე და იმედია, მალე ვიყიდი კიდეც. ჩემზეც ასე იცის, ზოგჯერ მიტევს და კარგია, როცა ქალს ასე უტევს :)))
კი, კარგია ნამდვილად! :))
Post a Comment