
ვითომ ყოველ ორშაბათს "შთამაგონებელი ადამიანების" ფოტოპოსტს ვგეგმავდი. გუშინ მოვიდა ორშაბათი და მივხვდი, რომ არ შემიძლია. სულ არ შთამაგონებენ ადამიანები და ფოტოები ორშაბათობით, არც სამშაბათობით. იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება ოთხშაბათს გამახალისონ და ორშაბათამდე რატომ უნდა გადავდო? თანაც ჩემს ბლოგს არ ესმის ისეთი ცნებები, როგორიცაა აუცილებლობა და რუტინა: Free as a bird or as Sophie Golden, remember?
ბოლო დღეებია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დებორა ჰარის და ალინა ორლოვას ვუსმენ. ვგიჟდები წინააღმდეგობრიობებზე. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ეპოქის ქალები არიან, ამავე დროს, აურაც განსხვავებული აქვთ. დები დღისით, ალინა კი – ღამით ხდება ჩემი თანამგზავრი. დებორა მღერის, ამერიკის დედოფალი მინდა ვიყო და ის კაციც ხელში ჩავიგდოო; ალინამ კიდევ – ყველანი სევდიანი და უცნაური ემიგრანტები ვართ, თან ამ დროს ღრუბლებიც მიფრინავენ და მამას ტრიკოები მიაქვთო...
მანამდე აბრაჰამ იბნ ეზრას პოეზიას ვკითხულობდი და იქ ამბობს, როგორ შეიძლება სრულყოფილება მომთხოვოთ, როცა წინააღმდეგობებით სავსე ვარო. სასწაული კაცი იყო იბნ ეზრა, შოთა რუსთაველიც ახსენებს "ვეფხისტყაოსანში" და ჯერ კიდევ სკოლაში რომ ვსწავლობდი, ისე მიზიდავდა, ერთი სული მქონდა, მისი ფილოსოფია გამეგო. ალბათ, უფრო იმიტომ ვაიგივებ იბნ ეზრასთან ჩემს თავს, რომ რელიგიური იუდაისტი იყო, ამავე დროს ფილოსოფოსი, პოეტი და მათემატიკოსი, ანუ იმ ორ სამყაროს აერთიანებდა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. სასწაულია, რამდენი რამე შეუძლია ადამიანს, თუ თავის პოტენციალს სწორად გამოიყენებს. მე ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება მაქვს წინ, რომ ის გავაანალიზო, ჩემი პოტენციალი რაშია: სიყვარულობანას და სიგიჟეებს თუ არ ჩავთვლით :)
მხიარული და გიჟური სამშაბათი გქონდეთ!



6 comments:
ჩემი პოტენციალი რაშია: სიყვარულობანას და სიგიჟეებს თუ არ ჩავთვლით :)
oh roor momxvda gulze
au shen arc ki ici ra ...
ალბათ ყველა ადამიანშია სხვადასხვა "ადამიანთა" და შესაძლებლობათა პოტენციალი, ხოდა არც ისე დიდი ხანია მივხვდი რომ ჯერ უნდა ეძებო და მერე დატკბე საკუთარი პოტენციალით :)
მეჩვენება თუ ეს ბავშვი დრიუს გავს? )))))
რომელიმე დღის განწყობებზე და მერე ფოტოების შერჩევაზე გეთანხმები, მაგრამ მე ჩემს ორშაბათებს კონკრეტულად ორშაბათის განწყობებზე ვაგებ ხოლმე, იშვიათი გამონაკლისების გარდა – როცა შერჩეული მაქვს ნახატი და ძალიან მინდა გაზიარება :) ამ დროსაც ნახატის ზემოქმედების ქვეშ ვარ და თავისთავად განწყობაზეც მოქმედებს :)
ეზრას პოეზიას არ ვიცნობ, საინტერესოა...
ბავშვზე მეც ვიფიქრე, პატარა დრიუ ხომ არ არის–მეთქი :)
რა მაგარია მხიარული და გიჟური სამშაბათის სურვება :) მართალია ახლა წავიკითხე, მაგრამ თითქოს მე მისურვეს და ამიხდა :)
:*
@ჩორვენ, ვიცი, ვიცი :)
@კლოუნ, არ ვიცი, დატკბობის დრო როდის მოვა, მე ჯერ კიდევ ვეძებ და ვეძებ :)
@ნინა, გეჩვენება :)
@ქეთი, შენი განწყობის სურათები სასწაულად მიყვარს, მაგრამ მე არ შემიძლია. მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო. არ არის დრიუ, მიკვირს, რომ მიამსგავსეთ, საერთოდ ვერ ვხედავ მსგავსებას :)
Post a Comment